გიორგი ცუცქირიძე: ადგილობრივი ექსპორტის ზრდის შთამბეჭდავი დინამიკა, იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ეკონომიკის ზრდის და დასაქმების კონტრიბუციასთან ერთად, ლარის გამყარების მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ფაქტორსაც წარმოადგენს

გიორგი ცუცქირიძე: ადგილობრივი ექსპორტის ზრდის შთამბეჭდავი დინამიკა, იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ეკონომიკის ზრდის და დასაქმების კონტრიბუციასთან ერთად, ლარის გამყარების მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ფაქტორსაც წარმოადგენს

access_time2022-01-14 15:25:30

“საქართველოს ეკონომიკის კოვიდ რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის ფონზე, რაც წლის ბოლოს ორნიშნა ზრდაში აისახა, საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება და ექსპორტის სარეკორდო ზრდაც ადასტურებს. წინასწარი პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს ეკონომიკა 10.7 პროცენტით გაიზრდება, რაც რეგიონში და ევროპაში ირლანდიის შემდეგ მეორე მაჩვენებელია! ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე, 2021 წელს საგარეო ვაჭრობის არა მხოლოდ სრულ გაჯანსაღებას ჰქონდა ადგილი, არამედ ექსპორტის, იმპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობაც დაფიქსირდა,” - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.



სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ უკვე ნოემბერში ჩანდა, რომ წლის ბოლოს ექსპორტი ბოლო წლების რეკორდს მოხსნიდა, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტის თვალსაზრისით და წლის ბოლოს ასცდებოდა რა 3 მილიარდ აშშ დოლარს, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევდა.



„2021 წლის დეკემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 28.8 პროცენტით გაიზარდა და გადააჭარბა 2019 წლის დეკემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს (2021 წლის დეკემბრის ექსპორტი 2019 წლის დეკემბრის ექსპორტს 23.5 მლნ. აშშ. დოლარით, 5.9%-ით აღემატება). შესაბამისად, 2021 წელს წლიურ მაჩვენებელში ექსპორტის რეკორდულმა მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა, არა თუ პანდემიური პერიოდის, არამედ 2019 წლის - პანდემიამდე პერიოდის, აქამდე არსებულ რეკორდულ მოცულობასაც კი. 2021 წელს ექსპორტი გაიზარდა 26.9 პროცენტით და 4,242.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია და 11.7%-ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე) მონაცემს, როცა ექსპორტის წინა რეკორდული მოცულობა (3,798.4 მლნ. აშშ. დოლარი) დაფიქსირდა,“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.




მისი ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა, გავიდა რა 3.2 მილიარდიან ახალ ისტორიულ მაჩვენებელზე, მთელი 50 %-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის - 2019 წლის ნოემბრის მონაცემებსაც კი, რაც მთლიანი ექსპორტის 74 პროცენტს შეადგენს და მთელი 10 პროცენტით მეტია იგივე 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.



ნიშანდობლივია, რომ 2021 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვაც 25.6 პროცენტით ( 14,319.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), რაც 7.5 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემს. გაუმჯობესებულია სავაჭრო დეფიციტის თანაფარდობაც მთლიან სავაჭრო ბრუნვაში, რაც 43 პროცენტიდან 40 პროცენტამდეა შემცირებული. შედარებისათვის, კრიზისულ 2020 წელს ექსპორტი 12.0 პროცენტით შემცირდა და 3,343.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 15.4 პროცენტით ნაკლები იყო წინა წლის მაჩვენებელზე და 8,052.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა.



„ადგილობრივი ექსპორტის ზრდის შთამბეჭდავი დინამიკა, იმითაც არის აღსანიშნავი, რომ საექსპორტო პროდუქცია ადგილობრივი ნაწარმის სახით, ქმნის რა დამატებულ ღირებულებას ეკონომიკაში, ეკონომიკის ზრდის და დასაქმების კონტრიბუციასთან ერთად, ლარის გამყარების მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ფაქტორსაც წარმოადგენს. ამასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობას, რომელიც "აწარმოე საქართველოს" და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება თანადაფინანსების მექანიზმების სახით და რომელთა დაფინანსებაც 2022 წლის ბიუჯეტში სულაც სარეკორდო 270 მილიონ ლარამდეა გაზრდილი, ექსპორტის მხარდაჭერის თვალსაზრისით,“ - მიაჩნია გიორგი ცუცქირიძეს.







2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up