გიორგი ცუცქირიძე: ადგილობრივი ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია მთავრობის სწორ ანტიკრიზისულ მენეჯმენტზე და ეკონომიკის სტიმულირების გათვლილ სტრატეგიაზე მიუთითებს

გიორგი ცუცქირიძე: ადგილობრივი ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია მთავრობის სწორ ანტიკრიზისულ მენეჯმენტზე და ეკონომიკის სტიმულირების გათვლილ სტრატეგიაზე მიუთითებს

access_time2021-01-20 14:41:22

"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ   3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნიშანდობლივია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში ექსპორტი  რეექსპორტის გარეშე (როდესაც საქართველოს  ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილია საქართველოს ტერიტორიის გარეთ) ადგილობრივი ექსპორტი, მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს და რაც მთავარია, ბოლო წლებში მზარდ ტენდენციას აჩვენებს, ხოლო წინა, 2019  წელთან  შედარებით   3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ამ მაჩვენებლიდან ჩანს, რომ ექსპორტის მოცულობის შემცირება  რეექსპორტის კლების შედეგია და ისედაც იყო მოსალოდნელი გლობალური პანდემიის შედეგად საექსპორტო ბაზრებზე მიწოდების და მოთხოვნის ჯაჭვების წყვეტის გამო, რაც  გლობალური ეკონომიკის რეცესიის ფონზე, ექსპორტის 7 % - იანი ვარდნის და საქართველოს ეკონომიკის სავარაუდო 5 % - ით  შემცირებით არის გამოწვეული.

გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ექსპორტის სტრუქტურაში, ადგილობრივი ექსპორტის ზრდა არის ძალზე მნივნელოვანი, რადგან რეექსპორტისაგან განსხვავებით, მნივნელოვნად ამცირებს საგარეო ვაჭრობის რისკებს და ზოგადად საგარეო მოწყვლადობასაც.

„ადგილობრივი ექსპორტის ზრდის კიდევ ერთი მახასიათებელი მისი დივერსიფიკაციაა, როგორც ქვეყნების, ასევე სასაქონლო ჯგუფების მიხედვით. თვალსაჩინოებისათვის, საექსპორტო ნომენკლატურაში რამდენიმე წლიანი კლების ტენდენციის შემდეგ, რაც დიდწილად ფაროსანას ფაქტორს უკავშირდებოდა, თითქმის 45 პროცენტიანი  ზრდა (+43.4%) აჩვენა თხილის ექსპორტმა. ეს ფაქტორი კი იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო ამ სასაქონლო ჯგუფის მიხედვით, რომელსაც ზრდის მაღალი პერსპექტივა გააჩნია, მზარდი საგარეო მოთხოვნის გამო, თურქეთის შემდეგ რეგიონალურ მოთამაშედაც ყალიბდება, რაც თხილზე ფასწსრმოქმნასაც განსაზღვრავს. თუნდაც თხილის ექსპორტის ზრდა მიუთითებს ფაროსანასთან ბრძოლის წარმატებულ სამთავრობო პოლიტიკაზე, რასაც ემატება  თანადაფინანსების სახელმწიფო აგროპროგრამები, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს აწარმოე საქართველოს გაზრდილ კომპონენტებთან ერთიან სტრატეგიაში,“ - განაცხადა ექსპერტმა.

„მაკროეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით, ასევე უნდა გამოიყოს  ადგილობრივი ექსპორტის თანაფარდობის ზრდა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, რაც 14.3 პროცენტია, და  2019 წლის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტული პუნქტით მეტია. ეს თანაფარდობა კი იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ არა მხოლოდ აღემატება საშუალო მსოფლიო მაჩვენებლს, არამედ აჩვენებს იმ პერსპექტივასაც რომელიც ადგილობრივი ექსპორტის კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაციით შეგვიძლია მივიღოთ უკვე უახლოეს წლებში,“ - განაცხადა ექსპერტმა.


გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ადგილობრივი ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია, მიუხედავად შემცირების გლობალური ტრენდისა, საქართველის მთავრობის სწორ ანტიკრიზისულ მენეჯმენტზე და ეკონომიკის სტიმულირების გათვლილ სტრატეგიაზე მიუთითებს, ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელიც, თუნდაც, ბოლო პერიოდში გაფორმდა, ქვეყანის სერიოზულ საგარეო მხარდაჭერას უზრუნველყოფს, როგორც უსაფრთხოების, ისე საინვესტიციო ნაკადების ზრდის და შესაბამისად, იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლებისათვის, რაც გაზრდილ შემოსავლებთან ერთად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ცხოვრების დონის ზრდის წინაპირობა გახლავთ.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up