გიორგი ცუცქირიძე - 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სარეკორდო 6. 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

გიორგი ცუცქირიძე - 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სარეკორდო 6. 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

access_time2021-07-19 12:25:13

„2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სარეკორდო 6. 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.7 პროცენტით მეტია. ეკონომიკის გაჯანსაღება იმ კუთხითაც არის აღსანიშნავი, რომ ქვეყანა გასული წლის ბოლოდან მოყოლებული, პოლიტიკური რყევების მაღალ ამპლიტუდაში იმყოფება და ოპოზიციის მხრიდან ასეთი დესტრუქციის ფონზე კარგია, რომ ასეთი შედეგები გვაქვს,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.


„საქსტატის“ 2021 წლის ივნისში საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემების კომენტირებისას, ქვეყნის საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში კვლავ მზარდია ექსპორტის მოცულობა. „აპრილიდან მოყოლებული, ექსპორტის ზრდის დინამიკა მართლა შთამბეჭდავია. 2021 წლის ივნისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 30.1 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 349.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 12.5 პროცენტით აღემატება პანდემიამდე, 2019 წლის ივნისში დაფიქსირებულ მონაცემებსაც. ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი გაიზარდა 25.5 პროცენტით და 1,887.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. რაც მთავარია, პოზიტიურია 2021 წლის პირველ ნახევარში წმინდა ექსპორტის დინამიკაც, ექსპორტის ზრდის დინამიკამ მნიშვნელოვნად გადაფარა იმპორტის ზრდის მაჩვენებელი გაიზარდა რა 25.2 პროცენტით, იმპორტის 18.9 პროცენტით ზრდასთან შედარებით, შესაბამისად იანვარ-ივნისში სავაჭრო დეფიციტი საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 2.0 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.


მისი თქმით, ექსპორტის სტრუქტურაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) დინამიკაც. 2021 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტი 27.6 პროცენტით გაიზარდა და 1 377.6 მლნ. აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს გაუტოლდა. ამასთან, ივნისში ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.7 პროცენტით გაიზარდა და 256.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 40.4%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის - 2019 წლის ივნისის მონაცემსაც კი.
„ექსპორტის, განსაკუთრებით კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება მიუთითებს, გასული წლის ეკონომიკის რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის დადებით ტენდენციაზე, რაც პირველ რიგში ეკონომიკის ზრდაზე და სავალუტო კურსზე აისახება პოზიტიურად. სავარაუდოდ, ივნისში წინა ორი თვის მსგავსად ეკონომიკა კვლავ ორნიშნა ციფრით გაიზრდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურიზმის სექტორის აღდგენასთან ერთად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სავალუტო ნაკადები, რაც სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან ერთად, პოზიტიურ მოლოდინებს და სავალუტო კურსის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.



„სამწუხაროდ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ამ დინამიკაში, ღიად ჩანს ნაცმოძრაობის და მის სატელიტებად ქცეული რადიკალური ოპოზიციის და მხარდამჭერი მედიის, რეალურად კი პარტიული ტელევიზიების ისტერიაზე აგებული დღის წესრიგის მიზანი. რაც გუშინ პარლამენტში ვიხილეთ, ღიად მიანიშნებს ამ მარგინალიზირებულ და დესტრუქციაზე მომართულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ერთადერთ მიზნად არა საპარლამენტო საქმიანობა, და მოსახლეობის ინტერესების დაცვა, არამედ კვლავ საბოტაჟის და ობსტრუქციით, ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის მიღწევა სურთ და შესაბამისად, აქცენტსაც რადიკალიზაციაზე აკეთებენ. სხვა ახსნა კლოუნადად ქცეულ ამ პერფომანსებს, ადგილობრივ არჩევნებამდე ორი თვით ადრე უბრალოდ არა აქვს“, - განაცხადა ექსპერტმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up