გიორგი ცუცქირიძე:  2020-2024 წლებიც ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5 % იანი ზრდა, რაც სიღარიბის დონის შემცირებასთან ერთად, დასაქმების ზრდასაც უზრუნველყოფს

გიორგი ცუცქირიძე: 2020-2024 წლებიც ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5 % იანი ზრდა, რაც სიღარიბის დონის შემცირებასთან ერთად, დასაქმების ზრდასაც უზრუნველყოფს

access_time2020-02-13 14:35:18

2019 წელს, ბოლო წლებში პირველად საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა საპროგნოზო მოლოდინს გადააჭარბა. წინასწარი შეფასებების მიხედვით 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც სსფ-ს 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება. ამასთან, ბოლო წლებში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია 2014 წლიდან მოყოლებული,- ასე ეხმიანება ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს და საერტაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას.


ექსპერტის თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახა, როგორც წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, რომელიც რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე დაფიქსირდა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: 2019 წელს, ბოლო წლებში პირველად საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა საპროგნოზო მოლოდინს გადააჭარბა. წინასწარი შეფასებების მიხედვით 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც სსფ-ს 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება. ამასთან, ბოლო წლებში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია 2014 წლიდან მოყოლებული. ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახა, როგორც წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, რომელიც რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ს 4.4 პროცენტამდე დაფიქსირდა.



ასეთი დაბალი მაჩვენებელი არასდროს გვქონია და ესეც ეკონომიკური პოლიტიკის სწორ სტრატეგიაზე მიუთითებს, რაც ექსპირტის და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაში მდგომარეობს. დიდწილად ამის შედეგია, რომ მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის მიუხედავად, რაც ეკონომიკურ ზრდაზე დადებით ზეგავლენას ახდენდა და ადასტურებს სიღარიბის დონის შემცირებასაც, ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ხოლო თანხობრივად ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 3 771.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. რაც მთავარია წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად, რაც ზრდის წამყვანი კონტრიბუტორია სავაჭრო დეფიციტი 489.0 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, უზრუნველყოფს როგორც მაკროეკონომიკურ მდგრადობას, ასევე პოზიტიურად აისახება სავალუტო კურსზე.


მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია, რომ საგადასახადო რეფორმამ, დღგ-ის ავტომატური სისტემის შემოღებამ და შემოსავლების ზრდამ შესაძლებლი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებლამდე (მშპ-ს 8 პროცენტამდე), რაც მთავარია, ფისკალური დეფიციტი არ გაზრდილა და მშპ-ს 2.1 პროცენტი შეადგინა. ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გარდა საგადასახადო შემოსვლების ზრდისა, ხელს უწყობს ბიზნეს აქტივობას და გვაძლევს კარგ შესაძლებლობას წარმატებით გადავიდეთ დღგ-ის რეფორმის ახალ ეტაპზე, რაც ევროპული დღგ-ის მოდელთან თავსებადობას ითვალისწინებს. ეს კი საშუალებას მოგვცემს უკვე უახლოეს წლებში არა მხოლოდ გავზარდოთ საგადასახადო შემოსავლები, არამედ მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია ევროკავშირის ქვეყნებიდან, რაც მთავარია კიდევ უფრო შევამციროთ უმუშევრობა. აქვე ავღნიშნავ, რომ ინვესტიციების ზრდაზე დადებითად იასახება EuCham-ის საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის ახალი კვლევის შედეგებიც, სადაც საქართველო, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა 70 ქულით და მე-18 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია , რომ ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში , არამედ აღმოსავლეთ ევროპაში ზედიზედ მესამე წელია პირველ ადგილზეა, გარდა ამისა, საქართველომ შეფასების შკალაში 70 ქულიანი ზღვარი გადალახა და პირველად ე.წ . „ყვითელი“ ზონიდან „მწვანე“ ზონაში ანუ ყველაზე მაღალ ზონაში გადაინაცვლა. სწორედ ამ დადებითი ტენდენციების შედეგია, რომ მომავალ 2020-2024 წლებიც ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5 % იანი ზრდა, რაც სიღარიბის დონის შემცირებასთან ერთად, დასაქმებუს ზრდასაც უზრუნველყოფს”,- წერს გიორგი ცუცქირიძე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up