გიორგი ცუცქირიძე - 2019 წლის სარეკორდო ზრდის მაჩვენებლით დასრულება საქართველოს მთავრობის აქტივში უნდა ჩაიწერის, რადგან ზრდის ეს მაჩვენებელი გაზრდილი საგარეო რისკების პირობებშია მიღებული

გიორგი ცუცქირიძე - 2019 წლის სარეკორდო ზრდის მაჩვენებლით დასრულება საქართველოს მთავრობის აქტივში უნდა ჩაიწერის, რადგან ზრდის ეს მაჩვენებელი გაზრდილი საგარეო რისკების პირობებშია მიღებული

access_time2020-01-14 12:15:18

„ექსპორტის ზრდა და საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება, გარდა იმისა რომ პოზიტიურად აისახება საგადამხდელო ბალანსზე და მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციაზე, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორებია,“ - განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძემ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დეკემბერში ჯერ დათვლილი არ არის, გასული წლის 11 თვის მაჩვენებელმა საპროგნოზოს მნიშვნელოვნად გაუსწრო და 5,3 პროცენტი შეადგინა, და თუ ოქტომბერ-ნოემბრის ზრდის მაჩვენებლებს მივიღებთ მხედველიბაში, დიდი ალბათობით მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი 6 % იანი ზრდა დაფიქსირდება, ხოლო წლიური ზრდის საშუალო სიდიდეც 5.4-5.5 % ის ფარგლებში იქნება, რაც ბოლო წლებში სარეკორდო მაჩვენებელია, რაც საპროგნოზო დონეს თითქმის ერთი პროცენტული პუბქტით აღემატება.


გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, 2019 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია. მისი თქმით, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ნოემბრის მსგავსად, როდესაც ექსპორტის რეკორდული 25 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც თანხობრივად 345 მლნ აშშ დოლარია, მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერშიც. ექსპორტი წინა წელთან 18.7 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 390.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.


„მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად - 489.0 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 5 291.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია და წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული,“ - განაცხადა ექსპერტმა. მისი თქმით, 2019 წლის სარეკორდო ზრდის მაჩვენებლით დასრულება საქართველოს მთავრობის აქტივში უნდა ჩაიწერის, რადგან ზრდის ეს მაჩვენებელი გაზრდილი საგარეო რისკების პირობებშია მიღებული, რასაც ემატება შიდა დესტაბილიზაციაც და ივნისში განვითარებული რევოლუციური სცენარის ნეგატიური ზეგავლენა თუნდაც ტურისტულ ინდუსტრიაზე და სავალუტო კურსზე. „სააკაშვილის ბოლო ინტერვიუც ადასტურებს რევოლუციური სცენარის რეალობას, რაც წარმოადგენს რა ექსტრალეგალურ რისკს, ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. ეს ფაქტორები წელს ზრდა 6 % ის ფარგლებშიც კი იქნებოდა,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up