გიორგი ჩუგოშვილი: „ანაკლიის პორტის“ გამტარუნარიანობა იქნება 900 ათასი კონტეინერი წელიწადში

გიორგი ჩუგოშვილი: „ანაკლიის პორტის“ გამტარუნარიანობა იქნება 900 ათასი კონტეინერი წელიწადში

access_time2018-09-14 13:00:00

თბილისში სასტუმრო „ბილთმორში“ ორ დღიანი ფორუმი „ARGUS კასპიის და შავი ზღვის სატრანსპორტო კორიდორი 2018“ დღეს დასრულდა, რომლის მედიამხარდამჭერია მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“.


ფორუმში მონაწილეობდა „ანაკლია სითის“ ფინანსური დირექტორი გიორგი ჩუგოშვილი, რომელსაც „კომერსანტი“ პორტის განვითარების პერსპექტივაზე და მშენებლობის მიმდინარეობაზე ესაუბრა: 


„16 სექტემბერს ანაკლიის პორტში  შემოდის  ჩვენი ჰოლანდიელი პარტნიორის „ვან-ორდის“ გემი „ათენა“, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ძლიერი დამრღმავებელი ტექნიკა მსოფლიოში. „ვან ორდი არის კომპანია, რომელთანაც, ფაქტობრივად, საინვესტიციო ხელშეკრულების მოწერიდან ვმუშაობთ. ამ კომპანიამ ააშენა  დუბაიში ცნობილი „დუბაის პალმები“. ეს არის ყველაზე კარგი კომპანია საზღვაო სამუშაოების მიმართულებით,“ -ეს განცხადება „კომერსანტთან“ „ანაკლია სითის“ ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ჩუგოშვილმა გააკეთა. 


მისი ინფორმაციით, ანაკლიის პორტის განვითარების პირველი ფაზა 6 თვეში დამთავრდება. მშენებლობის დასრულება იგეგმება 2020 წლის ბოლოს. 2021  წლის დასაწყისიდან პორტმა ოპერირება უნდა დაიწყოს.


პრიორიტეტული ბაზრები


გიორგი ჩუგოშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა პირველი ფაზის დასრულების შემდეგ  წელიწადში  900 000 კონტეინერი იქნება და პორტში მოხდება  1,5 მლნ  ტონა  ნაყარი ტვირთის გადაზიდვა.  ნაყარი ტვირთის (სასუქები) მოზიდვა იგეგმება ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. სამიზნე ბაზრებია:  უზბეკეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი. ხოლო კონტეინერებს რაც შეეხება, ბაზარი აქ უფრო  დივერსიფიცირებულია: 



„ანაკლიის პორტისთვის პირველადი ბაზარი არის საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. მეორადი ბაზარი არის ცენტრალური აზიის ქვეყნები და ჩრდილო დასავლეთ ირანი. ლოჯისტიკურად ყველაზე გამართლებულია ირანში ტვირთის საქართველოს გავლით შეტანა. ირანის ჩრდილო-დასავლეთი არის ძალიან მჭიდროდ დასახლებული. ასევე აქტიურად მუშაობს  აზერბაიჯანის მთავრობა რომ მოხდეს რკინიგზის ხაზის ინტეგრაცია საქართველოს, ირანს და აზერბაიჯანს შორის. ირანს ვუყურებთ როგორც პოტენციურ ბაზარს. ვიმედოვნებთ ირანის სანქციები შესუსტდება და დალაგდება ურთიერთობები ევროპასთან და ამერიკასთან“ -ამბობს ჩუგოშვილი. 


ინვესტიციები ანაკლიის პორტში


„პირველი ფაზის ინვესტიციები მხოლოდ პორტში არის 600 მლნ აშშ დოლარი, ჯამში არის 2,5 მილიარდი დოლარი და მოიცავს  9 ფაზას, მაგრამ ეს იქნება დროში გაწერილი,“ — ამბობს გიორგი ჩუგოშვილი. 


მისი თქმით, ანაკლიის ეკონომიკური ზონის მშენებლობა  პორტის პარალელურად მიმდინარეობს:  „პირველი ფაზაში იქნება წამოწეული ლოგისტიკური და საწარმოო მიმართულება.  ეკონომიკური ზონის მშენებლობაც დასრულდება 2020 წელს. პორტის და სპეციალური ეკონომიკური  ზონის სინერგიულმა კავშირმა უფრო მეტი სტიმული მისცეს სხვადასხვა მწარმოებლებს და კომპანიებს, რომ ეს მიმართულება გამოიყენონ თავისი სატრანსპორტო მიზნებისთვის. ამიტომ ჩვენი მიზანია სპეციალური ეკონომიკური ზონა გაეშვას პორტის პირველ ფაზასთან ერთად.“ 


 კონკურენცია ფოთის და ბათუმის პორტთან


დღევანდელი მოცემულობით, საქართველოში საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ბაზარს ბათუმის და ფოთის პორტები ემსახურება. ფოთის პორტის წილი საკონტეინერო ბაზარზე დაახლოებით 83%-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითადად ერთი პორტი ფუნქციონირებს ამ მიმართულებით.


ფოთის პორტის სიღრმე 8,4 მეტრია, რაც დღევანდელი სტანდარტებიდან გამომდინარე საკმაოდ დაბალია და ქვეყანას დიდი გემების მიღების საშუალებას არ აძლევს. მაქსიმალური ტევადობის გემი, რომელიც შეიძლება დღეს ფოთის პორტში შემოვიდეს 1500 კონტეინერის (თითო კონტეინერი 21 ფუტი ტევადობისაა) ტევადობის გემია, რაც ყველაზე მცირე მოცულობაა დღეს არსებულ გემებს შორის. თანამედროვე სტანდარტებით გემების მაქსიმალური მოცულობა 21 000 კონტეინერია. შავ ზღვაში ამ მოცულობის გემები არ დაცურავენ, მაგრამ აქ არსებული გემების ნახევარზე მეტი 10 000 კონტეინერის ტევადობისაა. საქართველოში კი 7-8 ჯერ ნაკლები ტევადობის გემების მომსახურებაა შესაძლებელი.


„ანაკლია სითის“ ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ ანაკლიის პორტი ბათუმის და ფოთის პორტებს კონკურენციას პირველ ეტაპზე გაუწევს, თუმცა შემდეგ პორტები პოზიციებს დაიბრუნებენ:  


„საქართველოში ტვირთი გემით, რომ შემოვიდეს დიდი მოცულობის გემი ჯერ სტამბულში შედის, სადაც ტვირთი პატარა გემებზე გადანაწილდება და შემდეგ ეს პატარა გემები მოდიან ფოთის და ბათუმის პორტებში. ეს პროცედურა, რა თქმა უნდა, დროში იწელება და გადაზიდვის ღირებულებაც იზრდება, რაც ბიზნესს ხელს უშლის.  ანაკლიის პორტის სიღრმე იქნება 16 მეტრი, რაც თითქმის 2-ჯერ მეტია ფოთის პორტზე და ჩვენ შეგვეძლება მოვემსახუროთ ნებისმიერ გემს, რომელიც შავ ზღვაში იმოძრავებს. ეს ქართულ სატრანსპორტო კომპანიებს მისცემს საშუალებას, რომ 30%-ით იაფად გადაზიდონ ერთი კონტეინერი (ერთ კონტეინერზე დანაზოგი 160 USD შეადგენს), რაც ნიშნავს რომ საქართველოს კორიდორით საზღვაო გადაზიდვები უფრო იაფი გახდება. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება გადაზიდვის დრო.“


გიორგი ჩუგოშვილის ინფორმაციით იმის საფრთხე, რომ ანაკლიის პორტის ამუშავების შემდეგ ბათუმის და ფოთის პორტი გაჩერდეს, არ არსებობს. 




ნინო ნატროშვილი







რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“ მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“

რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“  მოსახლეობას გაყალბებული რიცხვებით „აბოლებს“
person access_time2018-09-25 22:05:20
პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელთან შედარებით ქვეყანაში სიღარიბე შემცირებულია, სიცრუეა. „კობახიძემ განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2012 წელს 3 500 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი 4500 დოლარამდე გაიზარდა. ეს ტყუილია,...

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა

ირაკლი კობახიძის სიმართლე სიღარიბეზე: სიღარიბის მაჩვენებელი 2012 წლიდან დღემდე 7%-ით შემცირდა
person access_time2018-09-25 21:42:46
Unicef-ის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7% წარმოადგენს.  ...

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი

Unisef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი
person access_time2018-09-25 21:27:42
  Unisef-ის კვლევის მიხევდით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მქონე პენსიონერთა და ბავშვთა რაოდენობა გაზრდილია. კერძოდ,  2013 წელს საქართველოში მოსახლეობის 3.9 % ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, 2015 წელს კი მათი რაოდეონა შემცირდა. მაჩვენებელმა 2.1 % შეადგინა, თუმცა 2017 წელს უკვე მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რექაცია“...

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია

2018 წლის 10 ყველაზე მომგებიანი და 10 ყველაზე ზარალიანი ინვესტიცია
person access_time2018-09-25 20:00:26
2018 წელს უმსხვილესი ამერიკული კომპანიებისთვის ყველაზე მომგებიანი იყო ინვესტიციები ფილმების ონლაინ-სერვისებში და სერიალში Netflix-ში - ასეთ დასკვნას აკეთებს MarketWatch -ს. წლის დასაწყისიდან ონლაინ-კინოთეატრის აქციები გაძვირდა 91%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებმა გააორმაგეს მათი დაბანდებები. ყველაზე მომგებიანი კომპანიების სამეულში 2018 წელს შევიდნენ ასევე ავტოსათადარიგო ნაწილების მაღაზიების ქსელი Advance Auto Parts და მექსიკური...

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ

Instagram-ს დამფუძნებლები ტოვებენ
person access_time2018-09-25 18:14:53
8 წლის წინ კევინ სისტრომმა და მაიკ კრიგერმა შექმნეს კომპანია, რომელსაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. კომპანიამ დაფუძნებიდან 2 წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწია და 2012 წელს Instagram-ი facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა. ახლა კი, სისტრომმა და კრიგერმა კომპანიის დატოვება გადაწყვიტეს - ისინი დღემდე Instagram-ის გენერალური დირექტორისა და მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერის პოსტებს იკავებენ. ჩვენ გვჭირდება ყურადღების სხვა რამეზე გადატანა,...


მსგავსი სიახლეები

up