გიორგი ჩოგოვაძე - საერთო ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან  ფრენები ევროკავშირის19 ქვეყნის 39 მიმართულებით განხორციელდება

გიორგი ჩოგოვაძე - საერთო ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ევროკავშირის19 ქვეყნის 39 მიმართულებით განხორციელდება

access_time2019-06-26 12:40:11

„ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს, 2019 წლის ბოლოსთვის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში Wizz Air-ის ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობა 4-მდე გაზრდას, 2020 წლისთვის კი 5-მდე. საერთო ჯამში ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებაზე იფრენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air-ი,“-განცხადება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ 12 ახალი მიმართულების შესახებ ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.



შეთანხმებას ხელი მოაწერეს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ის ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ შებოკმა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, რომელსაც მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო.



შეთანხმების თანახმად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბადენ-ბადენის, ვენეციის, ნეაპოლის, ნიცის, პიზის, სტოკჰოლმის, ნიურნბერგის, პოზნანის, ჰერაკლიონისა და ტურკუს მიმართულებით შესრულდება. საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.




„ეს საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი უნდა იყოს რეგიონული ცენტრი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისა და ავიაშეთავაზებისათვის. ეს კი საშუალებას მისცემს უცხოელ ტურისტებს, ევროკავშირის ტურისტებს უფრო მეტი რაოდენობით ჩამოვიდნენ საქართველოში. დაანონსებული მიმართულებები უკვე გაყიდვაშია. ასე, რომ ყველას საშუალება აქვს იფრინოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ით, რომელიც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია,-“ განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.



ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz Air მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს. ხოლო, 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ ევროპის 5 ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Wizz Air-ს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და რამდენიმე წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაანონსებიდან უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში - 4 თვეში, Wizz Air ქუთაისში მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავსა და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. 2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის უკვე 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.







„ბადაგონი ბრუტი" - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე "Golden Trophy" მიიღო!

„ბადაგონი ბრუტი
access_time2020-10-30 15:55:36
ბადაგონის კიდევ ერთი დიდი წარმატება! „ბადაგონი ბრუტი" - პირველი ქართული ცქრიალა ღვინოა, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე "Glass of Bubbly" - "Golden Trophy" მიიღო! ამ დიდი წარმატების პარალელურად, ბადაგონის ცქრიალა ღვინოები „მაესტრო" როზე და "მაესტრო" ნახევრად ტკბილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. „Glass of Bubbly" - შამპანურისა და ცქრიალა ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ლონდონში ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულებს კი ცნობილი ენოლოგების, სომელიეებისა და ღვინის...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით
access_time2020-10-30 13:55:25
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება ყოველთვის წარმოადგენს და იცავს ასოციაციის წევრი ასეულობით კომპანიის ინტერესებს.  მათ შორისაა, კომპანია „ბევრილი ჯგუფი“, რომელიც ასოციაციის წევრია 2012 წლიდან და სხვა უმსხვილეს ქართულ კომპანიებთან ერთად ბოლო რამოდენიმე წელია აქტიურად საქმინობს, როგორც საკუთარი ბიზნესისა და სექტორის განვითარების, ასევე, ზოგადად, საქართველოში წარმატებული ბიზნეს კლიმატის შექმნისთვის.     სამწუხაროდ, გვინდა...

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება
access_time2020-10-30 14:30:00
სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. „სისტემური ლოკდაუნი...

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან
access_time2020-10-30 16:00:45
სატელეკომუნიკაციო კომპანია VEON-ი სომხეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის. Veon Armenia-ს (სავაჭრო ნიშანი Beeline) ადგილობრივ კომპანია Team LLC ყიდულობს. გარიგების ღირებულება 51 მლნ დოლარს შეადგენს. VEON-ში ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.   VEON-ი სომხეთის ბაზრიდან გამოსვლას „კომპანიის სტრუქტურის გამარტივებით და მიმზიდველი პერსპექტივების მქონე ბაზრებზე ორიენტირების სურვილით“ ხსნის.   სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის ვებსაიტის თანახმად,...

"რამდენი ქარხანაც არ უნდა ავაშენოთ, დრო გაივლის და ქვეყანაში მხოლოდ სახელი დარჩება, ვიბრძოლოთ სახელისთვის" - ცეზარ ჩოჩელი ბიზნესმენებს

access_time2020-10-30 12:30:38
„ენმ“ - ის ძალა ერთობაშიას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ბიზნესმენებს, მეწარმეებს და კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს თანადგომისკენ მოუწოდა.   „მე მინდა მოვუწოდო ყველა მეწარმეს, ყველა ბიზნესმენს და ყველა კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანს, თუ  ჩვენ გვინდა, რომ ხვალიდნელი დღე იყოს უკეთესი,  თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე იდგეს, არა...


მსგავსი სიახლეები

up