გიორგი ჩოგოვაძე: ,,Ryanair-ი უკვე თბილისსა და ქუთაისშია - რაც ნიშნავს მეტ ქართველს ევროპაში და მეტ ევროპელ ტურისტს საქართველოში“

გიორგი ჩოგოვაძე: ,,Ryanair-ი უკვე თბილისსა და ქუთაისშია - რაც ნიშნავს მეტ ქართველს ევროპაში და მეტ ევროპელ ტურისტს საქართველოში“

access_time2019-11-09 14:00:44

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ცნობილმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო. პირდაპირი ავიარეისები მილანი-თბილისის მიმართულებით უკვე სრულდება. ასევე, ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით.

 

საქართველოს ავიაბაზარზე Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სამოქალაქო ავიაციის დირექტორი ლევან კარანაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა დაესწრო.

,,ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს დედაქალაქში ამ მასშტაბის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. Ryanair-ი უკვე თბილისსა და ქუთაისშია. რაც ნიშნავს მეტ ქართველს ევროპაში და მეტ ევროპელ ტურისტს საქართველოში. ამ ეტაპზე Ryanair თბილისიდან მილანის მიმართულებით, ხოლო ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით შეასრულებას რეისებს, რაც შეეხება კიოლნს, გაზაფხულიდან დაემატება ეს მიმართულება თბილისის აეროპორტს. ეს რაც ამ ეტაპზეა ცნობილი,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით მილანიდან ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. მილანელმგზავრებს აეროპორტში ქართული ხალხური სიმღერების შესრულებითანსამბლი ,,დიდგორი“ დახვდა.


 

ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს  რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს ავიაკომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. შედეგად დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს.

 

 

ინფორმაციას ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს

 





ონლაინმედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინმედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...

რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა

რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა
access_time2019-11-13 16:30:28
ბოლო პერიოდში თბილისის სამშენებლო ბაზარზე ფასები მკვეთრად, კვადრატულ მეტრზე საშუალოდ $100-ით გაიზარდა. ეს მოცემულობა შეუქცევადია და მნიშვნელოვანწილად ახალ სამშენებლო რეგულაციებს...

მუნიციპალური ინსპექციის უფროსის პოსტს ლევან ჯღარკავა, „თბილსერვის ჯგუფს“ კი რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს

მუნიციპალური ინსპექციის უფროსის პოსტს ლევან ჯღარკავა, „თბილსერვის ჯგუფს“ კი რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს
access_time2019-11-13 13:03:45
მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“ მის ხელმძღვანელად კალაძემ რომეო მიქაუტაძე წარადგინა. „ლევან ჯღარკავა აქამდე იკავებდა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის პოზიციას. მინდა ლევანს წარმატებები ვუსურვო. ლევანი არის ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალი. ის შეცვლის გიორგი ბაგრატიონს, რომელმაც, მოგეხსენებათ...


მსგავსი სიახლეები

up