გიორგი ჩოგოვაძე: რუსი ტურისტების მოზიდვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

გიორგი ჩოგოვაძე: რუსი ტურისტების მოზიდვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

person access_time2016-04-02 10:05:27

რუსული „კომერსანტის" ინფორმაციით, რუსმა ტურისტებმა თურქეთი საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე „გაცვალეს“. გამოცემის ინფორმაციით, ტუროპერატორებმა აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობაზე მოთხოვნის მინიმუმ 50%–იანი ზრდა დააფიქსირეს.

 

ამ ფონზე  კი რუსი ტურისტების მოზიდვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის". ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, „კომერსანტთან" აცხადებს, რომ შარშანაც და წელსაც ბევრი გაკეთდა ტურისტების მოსაზიდად, რადგან რუსი ტურისტი ერთ-ერთი მაღალმხარჯველიანია საქართველოში. ჩოგოვაძე ამბობს, რომ მათი რაოდენობის ზრდა პოზიტიურად აისახება ეკონომიკაზეც. ამას გარდა, ჩოგოვაძე ამბობს, რომ გრძელდება ახალი ბაზრების ათვისება, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული რეგიონის ქვეყნებში და ზოგადად სხვადასხვა ბაზრებზე განვითარებულ მოვლენებზე. ჩოგოვაძის ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 25% -ით იყო გაზრდილი წინა წელთან შედარებით და ეს ტენდენცია გვაძლევს ვარაუდის საშუალებას,  რომ ზაფხულში ტურისტების რაოდენობა მზარდი იქნება.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძის შეფასებით კი მისი პირადი ბიზნეს-გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ რუსეთიდან საქართველოში მაღალმხარჯველიანი ტურისტები არ შემოდიან. მისივე თქმით, დიდი ნაწილი მანქანებით კვეთს საზღვარს და ეს ის სეგმენტია, რომელიც ევროპის ქვეყნებში ვერ ახერხებს ჩასვლას და ამიტომ ალტერნატივად საქართველოს განიხილავს. სიდამონიძე ამბობს, რომ რუსეთი ზოგადად არ არის სტაბილური ბაზარი და ტურისტების სამომხმარებლო ქცევაც არ არის სტაბილური. მაია სიდამონიძე მიზნობრივი ბაზრების გაფართოებას და ახალი ბაზრების ათვისებას აუცილებლად მიიჩნევს.



ცნობისთვის: 2015 წელს საქართველოს რუსეთის 925 ათასი  მოქალაქე ესტუმრა, რაც წინა წელთან შედარებით 14%–ით გაზრდილი მაჩვენებელია. 


 



მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up