გიორგი ჩოგოვაძე: ,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით უდიდესი ეფექტი გააჩნია“

გიორგი ჩოგოვაძე: ,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით უდიდესი ეფექტი გააჩნია“

access_time2019-09-19 11:25:26

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროკავშირიდან კიდევ ერთი ახალი პირდაპირი რეისი შესრულდა. პოზნანის რეისს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ტრადიციული საზეიმო დახვედრა მოუწვეს. რეისის პირველ მგზავრებს, რომელთა უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე დახვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.


გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მუდმივად მიმდინარეობს ავიაკომპანიებთან მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ევროკავშირიდან საქართველოში დამატებითი მაღალმხარჯველი ტურისტები ჩამოვიდნენ.


,, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს გააჩნია უდიდესი ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით. მათ შორის ევროკავშირიდან მაღალმხარჯველი ტურისტების შემოყვანის ნაწილში. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავისახეთ ამოცანად, რომ გავზარდოთ რეისებისა და ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებენ. მხოლოდ ავიაკომპანია ვიზეარის შემთხვევაში, თუ 2018 წელს რეისები ქუთაისიდან 19 მიმართულებით სრულდებოდა, 2019 წლის ბოლომდე მათი რიცხვი 30 -ს გადააჭარბებს. ხოლო 2020 წლის განმავლობაში 40 -ს გადასცდება იმ რეისების რაოდენობა ევროკავშირის მიმართულებით რომელსაც ავიაკომპანია ვიზეარი შეასრულებს. ჩვენ ვამატებთ ახალ ავიაკომპანიებს, იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც ევროკავშირიდან დამატებითი მგზავრებისა და ტურისტების ჩამოყვანას შეძლებენ,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.


10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროკავშირის 7 ქალაქის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით ხორციელდება.



აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.


„კომერსანტი„ 





„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „
access_time2019-10-13 18:00:26
რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარტია ახალი საქართველოს წევრმა, ეკონომისტმა, ალექსი ნონიაძემ 2020 წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „ლარს ამყარებს მწარმოებლურობა. საქსტატი გვეუბნება, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%-მდე შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? საქსტატი არ ითვლის თვითდასაქმებულების რიცხვს. ქალაქსა და სოფელში ჯამში 800 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. ქალაქში თვითდასაქმებულების...

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები
access_time2019-10-13 20:00:36
დეიტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები მიმზიდველი გარეგნობით, ხშირად იწვევენ მომხმარებლებში ნეგატიურ ემოციებს. მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა კოლეჯის 309 სტუდენტი - მათ შესთავაზეს რესტორანში სერვისის ხარისხის და მომსახურეობით კმაყოფილების დონის შეფასება. ასევე მათ უნდა შეეფასებიათ ოფიციანტების სილამაზე და დაეხასიათებიათ საკუთარი დამოკიდებულება მათ...

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
access_time2019-10-13 16:00:49
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ...

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც
access_time2019-10-13 12:00:28
„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა...

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია
access_time2019-10-12 13:55:31
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ეხმაურება S&P Global Ratings-ის მიერ სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას და ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას  დადებითად აფასებს.   „საერთაშორისო ინვესტორებისათვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორი საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგებია. ამიტომ, მისასალმელია საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესება....


მსგავსი სიახლეები

up