გიორგი ჭირაქაძე: ბიძინა ივანიშვილს ვუყურებ, როგორც ყველაზე მსხვილ ქართველ ბიზნესმენს, ინვესტორს

გიორგი ჭირაქაძე: ბიძინა ივანიშვილს ვუყურებ, როგორც ყველაზე მსხვილ ქართველ ბიზნესმენს, ინვესტორს

access_time2016-06-20 13:38:07

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შედგება ბიზნესხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განუცხადა, სადაც ეკონომიკის საკითხებზე კონფერენცია უნდა გაიმართოს. კონფერენციას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. შეხვედრას ასევე ესწრებიან ექსპერტები, მინისტრები. 


როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე იქნება შესაძლებლობა, რომ ისაუბრონ იმ საკითხებსა და პრობლემებზე, რაც დღეს ქვეყანასა და ბიზნესში არსებობს, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც შესაძლოა ქვეყანაში იყოს მომავალში და იმ მიღწევებზე, რომელიც საქართველოში არსებობს, განსაკუთრებით ეკონომიკაში. 


მისივე თქმით, ზოგადად ასეთი ფორმის და მრავალმასშტაბიანი კონფერენცია რეალურად არ ჩატარებულა.



„ბევრი თემაა, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკასთან. ამ შემთხვევაში მე ბიძინა ივანიშვილს ვუყურებ, როგორც ყველაზე მსხვილ ქართველ ბიზნესმენს, ინვესტორს, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის. ეს არის აბსოლუტურად ეკონომიკური ფორმატის შეხვედრა და ვფიქრობ, რომ ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა ჭირაქაძემ. 


მისივე თქმით, ერთ-ერთი თემა, რომლის დაყენებასაც ბიზნესასოციაცია შეხვედრაზე გეგმავს, არის ტურიზმი. როგორც ჭირაქაძემ აღნიშნა, ტურიზმი სწრაფად ვითარდება, თუმცა ამავდროულად თუ სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურისთვის მეტი ყურადღების მიქცევა არ მოხდა, მაშინ შესაძლოა სერვისი დაეცეს და ამ კონტექტსტში გიორგი ჭირაქაძემ რამდენიმე კვირის წინ ბათუმში ჩატარებული კონცერტი გაიხსენა, რომლის დროსაც მისი თქმით „საკვები და სასმელი გამოილია“.


როგორც ჭირაქაძემ განაცხადა, ასევე საუბარი შეეხება ლარის კურსს, რომელიც არის მნიშნელოვანი და იმას, თუ რა არის გასაკეთებელი, რომ „კურსი შენარჩუნდეს და არ გაფუჭდეს“.


ინტერპრესნიუსი




გია ხუხაშვილი :“მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს

გია ხუხაშვილი :“მამუკა  ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის  სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს
access_time2019-07-17 14:30:22
„ბიძინა ივანიშვილის ყველა ნათქვამი, მიუხედავად მისი შერბილებული ტონისა, ძირითადად კონფრონტაციული იყო და არ ასახავდა იმ რეალობას, რაც დღეს არის ქვეყანაში. ის ისევ სისტემას იცავს და არ აღიარებს შეცდომებს.   მე არ მგონია, რომ ივანიშვილი მართლა მიესალმებოდეს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას. განსაკუთრებით კომიკური იყო მისი განცხადება ახალგაზრდების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკაში, არც თუ ისე ახალგაზარდაა ხაზარაძე,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა...

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე...


მსგავსი სიახლეები

up