გიორგი ჩიქოვანმა ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტი მოინახულა

გიორგი ჩიქოვანმა ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტი მოინახულა

access_time2022-08-11 13:55:13

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა, კორპორაციის დირექტორებთან ერთად, ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახური და ვაზიანის ჩიხი დაათვალიერა.



ორივე ობიექტს ქვეყნისა და მისი ენერგეტიკული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი როლი გააჩნია. ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურში მიმდებარე საბადოებიდან მოპოვებული ნავთობი საწყობდება, მუშავდება და სარეალიზაციოდ მზადდება. ვაზიანის ჩიხს კი ნედლი ნავთობის ვაგონსცისტერნებში ჩატვირთვისა და შემდგომი რეალიზაციის ფუნქცია აქვს.
კორპორაციის გენერალური დირექტორი სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო და იქ დასაქმებულ ადამიანებს საჭიროებების შესახებ ესაუბრა.



„დღეს აქ მომუშავე ადამიანებისგან უშუალოდ მოვისმინე ყველა ის ნიუანსი, რაც ობიექტების გამართული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია. საჭიროებების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდება. ჩვენს მიერ შეფასდა და აღირიცხა ყველა ის დეტალი, რაც სამომავლოდ ობიექტის რეაბილიტაციის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ. დავსახეთ გზები ყველა აქ არსებული პრობლემის გადასაჭრელად და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. რა თქმა უნდა, ერთბაშად ყველაფრის გაკეთება რთულია, თუმცა აქ მომუშავე გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად ვიმსჯელებთ და მათთან შეთანხმებით, ეტაპობრივად, თითოეულ ნაბიჯს დავგეგმავთ.“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.



(NS)






საქართველოს„მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას და მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს“

საქართველოს„მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას და მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს“
access_time2022-10-04 18:21:22
ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას ბიზნესს, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს. ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ დაიწყო აქტიური მუშაობა და პანდემიის შემდეგ ქვეყანა გაიხსენა, ბიზნესმა დაიჯერა მთავრობის პოლიტიკის, შარშან ქვეყანამ მიიღო ორნიშნა...

„ევროპაში ჩვენგან განსხვავებით არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აბალანსებს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ინფლაციას“

„ევროპაში ჩვენგან განსხვავებით არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აბალანსებს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ინფლაციას“
access_time2022-10-04 18:25:38
ევროპაში ჩვენგან განსხვავებით არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აბალანსებს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ინფლაციას, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაცია 20%-საც კი ასცდა. „ინფლაცია არის მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევა. ეს გამოიწვია პირველ რიგში პანდემიამ რადგან სრული ლოკდაუნი იყო მთელს მსოფლიოში. და რომ გაიხსნა...

საქართველოში 116 ტელევიზია მაუწყებლობს

საქართველოში 116 ტელევიზია მაუწყებლობს
access_time2022-10-04 18:15:26
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია ქართული სატელევიზიო ბაზარი და ტელევიზიების შემოსავლები. ანგარიშის მიხედვით 2021 წლის მდგომარეობით საქართველოში სულ  116 ტელევიზია მაუწყებლობს.  სარეკლამო შემოსავლების მხრივ 5 ყველაზე შემოსავლიან ტელევიზიას მთლიანი სარეკლამო ბაზრის 81% უჭირავს. ესენია: იმედი ჰოლდინგი,...

ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა
access_time2022-10-04 17:00:26
4 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.78 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8150 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.72 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
access_time2022-10-04 15:36:57
ნობელის კომიტეტმა 4 ოქტომბერს გამოაცხადა 2022 წლის ლაურეატები ფიზიკის დარგში. ისინი არიან ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი. მათ ნობელის პრემია მიენიჭათ ჩახლართული ფოტონების სფეროში ექსპერიმენტებისთვის, ბელის უტოლობის დარღვევის კვლევისთვის და ნაშრომებისთვის კვანტურ ინფორმატიკაში.   მეცნიერებმა ნოვატორული ექსპერიმენტების ჩატარება შეძლეს ჩახლართული კვანტური მდგომარეობებით, როცა ორი ნაწილაკი იქცევა როგორც ერთი მთელი, მაშინაც კი, როცა...


მსგავსი სიახლეები

up