გიორგი ჩიქოვანი SOCAR-ის პრეზიდენტს, როვშან ნაჯაფს  შეხვდა

გიორგი ჩიქოვანი SOCAR-ის პრეზიდენტს, როვშან ნაჯაფს შეხვდა

access_time2022-11-29 13:30:55

გაზის ტრანსპორტირებისა და საცავის ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამშრომლობის გაფართოება იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჩიქოვანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტს, როვშან ნაჯაფს შორის ბაქოში გაიმართა.
შეხვედრის მიზანს ორი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა წარმოადგენდა. საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტების პერსპექტივას, საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებს.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკის სფეროში, მათ შორის, ენერგეტიკულ სექტორში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც წარმატებულად ვითარდება. ხაზი გაესვა ერთობლივი მასშტაბური ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების მნიშვნელობასა და საქართველოს როლის გაძლიერებას კასპიის ნავთობისა და გაზის ტრანზიტისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების საქმეში.


განსახილველ საკითხებს შორის აგრეთვე იყო პროექტები, რომლებიც ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მოცულობების ზრდას გულისხმობს.


„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით SOCAR-ისა და ზოგადად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის როლი, როგორც სტრატეგიული პარტნიორისა, ძალიან დიდია. შესაბამისად, მათთან მჭიდრო კონტაქტების არსებობა და ყოველდღიური მუშაობა გადამწყვეტია, რათა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისა და ევროპისთვის მნიშვნელოვანი პროექტების იმპლემენტაცია მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.


საქართველოდან ბაქოში ჩასული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ნავთობისა და გაზის კორპორაციის, გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე.




(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up