გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებებთან საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებებთან საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

access_time2018-06-06 23:49:28

„ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე - EuroDIG 2018 - ის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი წამყვანი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში EuroDIG-ის ავტორიტეტულ ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ ეკონომიკის დამდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

 


ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) დირექტორის მოადგილე იუში ტორიგოესთან შეხვედრისას, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კავშირის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის, რომლის თანახმადაც, საქართველო ITU -ს დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობის ოფისიდან ევროპის რეგიონალურ ოფისში გადავიდა. აღინიშნა, რომ საქართველო კავშირის ევროპის ოფისის წევრია 2018 წლის პირველი ივნისიდან.

 


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული ცვლილება საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს შემდგომი განვითარების მიმართულებების დასახვისა და კოორდინირებული ქმედებებით მათ იმპლემენტაციის, ევროპის რეგიონული ინიციატივების კოორდინაციის პროცესში ჩართვის, ევროპის ქვეყნებთან ერთად, ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების შესაძლებლობას მისცემს. ითქვა, რომ ITU-ს ევროპის რეგიონულ ოფისში
გადაყვანით, საქართველო შეძლებს საკუთარი ICT-ის შემდგომი განვითარებისთვის აღნიშნული ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებების მიღებას, ასევე, რეგიონალურ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებში და სემინარებში მონაწილეობა-ჩატარებას.

 


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ოფისის შეცვლა დადებითად შეაფასა ITU-ს დირექტორის მოადგილემაც. მისი თქმით, საქართველოს გადასვლა ევროპის ოფისში მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც რეგიონში სატელეკომუნიკაციო მიმართულებებს გააძლიერებს.

 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ასევე შეხვდა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის „ინტერნეტის კავშირის (ISOC) და საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის „დომენური სახელების და IP- მისამართების მართვის კორპორაციის (ICANN) წარმომადგენლებს.

 

 

 

 

 

 



„მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა“ - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

„მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა“ - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“ მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“  მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის
access_time2020-05-25 17:00:48
სილამაზის სალონის მფლობელი, შპს „ვი ემ თის“ დამფუძნებელი თეონა ხარაზიშვილი „თიბისი დაზღვევას“  ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც „კომერსანტს“ თეონა ხარაზიშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 04 დეკემბერს ქ.გორში სილამაზის სალონში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაზიანდა ეპილაციის აპარატი, რომელიც დაზღვეული იყო „თიბისი დაზღვევის“ მიერ და რომლის შეკეთებაც 19 400 ევრო ჯდება. გიგუაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია დაზღვეულს  დღემდე...


მსგავსი სიახლეები

up