გიორგი ჩერქეზიშვილი - „ახალი კანონი საქართველოს საინვესტიციო სამართლებრივ გარემოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგებს გახდის“

გიორგი ჩერქეზიშვილი - „ახალი კანონი საქართველოს საინვესტიციო სამართლებრივ გარემოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგებს გახდის“

access_time2020-02-21 13:30:31

საქართველოს მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, რომელიც მათი თქმით, კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.


ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა „კომერსანტთან“ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელმაც ალტერნატიული დანაზოგების ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.


„ინვესტორთა საბჭო და მისი წევრები აქტიურად მუშაობდნენ აღნიშნულ კანონპროექტზე. იგი ადგენს რეგულირებადი და ალტერნატიული ფონდების სახეებს, მათი ადმინისტრირების წესსა და მისი სახელმწიფო რეგულირების სისტემის საფუძვლებს. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში შეიქმნა საგანგებო სამუშაო ჯგუფი, რომელშიც თითქმის მთელი ინდუსტრია იყო წარმოდგენილი. ჯგუფის წევრებმა ინტენსიურად იმუშავეს და ერთობლივად, დეტალურად განიხილეს კანონპროექტი. ჯგუფის შენიშვნები სამდივნომ მიაწოდა ეროვნულ ბანკს და ეკონომიკის სამინისტროს.


კანონპროექტი  კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და კაპიტალის ბაზრის გრძელვადიანი  განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტია. საინვესტიციო ფონდების თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელმაც ალტერნატიული დანაზოგების ზრდას უნდა შეუწყოს ხელი“, - განმარტა გიორგი ჩერქეზიშვილმა.



მისივე განმარტებით, საინვესტიციო ფონდები შეძლებენ მოახდინონ აკუმულირებული კაპიტალის ეფექტური გადანაწილება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და გრძელვადიან საინვესტიციო რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდას.


„საინვესტიციო ფონდები, ალტერნატიული დანაზოგების ზრდის ხელშეწყობის გარდა, თავისი საქმიანობის არსით ასევე შეძლებენ მოახდინონ აკუმულირებული კაპიტალის ეფექტური გადანაწილება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. საინვესტიციო ფონდების განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაზოგვის კოლექტიური და ეფექტიანი მექანიზმების განვითარების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სისტემის დივერსიფიკაციასა და გრძელვადიან საინვესტიციო რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდას.


ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის UCITS-ის (Undertakings for Collective Investment in Transferable Securities )დირექტივასთან აპროქსიმაციით ეს კანონი საქართველოს საინვესტიციო სამართლებრივ გარემოს უფრო გასაგებს და ნაცნობს გახდის უცხოელი ინვესტორებისათვის“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.


პარლამენტი კანონპროექტს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მსოფლიო ბანკის, ინვესტორთა საბჭოს და სხვა საჯარო და განვითარების დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up