გიორგი ჩახნაშვილის დახმარებით, BTU-ში გახსნილი ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია შესაძლოა მადრიდის წამყვან ჰაბებს დაუკავშირდეს

გიორგი ჩახნაშვილის დახმარებით, BTU-ში გახსნილი ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია შესაძლოა მადრიდის წამყვან ჰაბებს დაუკავშირდეს

access_time2018-12-07 15:42:44

Digital Mind-ის, იგივე ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი გიორგი ჩახნაშვილი მადრიდში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის საბანკო და  საკომუნიკაციო მიმართულებით.


გიორგიმ კომპანიებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროექტები - Digital Mind და AI Tourism წარუდგინა და მათი ინტერესიც მომენტალურად გამოიწვია. კომპანიებმა გიორგისთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.


აქედან გამომდინარე, საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ხელშეწყობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორიაში კიდევ უფრო დახვეწილი ტექნიკური შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ხელოვნური ინტელექტი სრულფასოვნად, მაქსიმალური დატვირთვით განვითარდეს.


გიორგი ჩახნაშვილის განცხადებით, BTU-ში, რომელიც საქართველოში ლიდერი უნივერსიტეტია, კიდევ უფრო დაიხვეწა ტექნიკური მხარე, რაც როგორც მისთვის, ასევე ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სხვა სტუდენტებისთვის უფრო დიდ შესაძლებლობებს ქმნის. კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია მოეწყო სპეციალურად იმ სპეციფიკაციებით, რასაც ხელოვნური ინტელექტის სრული დატვირთვით განვითარება საჭიროებს. „ეს მე პირადად საშუალებას მომცემს, მადრიდის კომპანიებთან შეთანხმების შემდეგ, პროექტებზე დისტანციურად, სწორედ ამ ლაბორატორიიდან ვიმუშაო“.



მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში, დიდი კომპანიები უკვე იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს მუშაობის პროცესში და შესაბამისად, ამ მიმართულების პროფესიონალები ძალიან საჭირო ხდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საქართველოში მსგავსი ხაზების განვითარება, რადგან ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, იმუშაონ საკუთარ პროექტებზე და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ, გაიღრმავონ ცოდნა და გახდნენ კონკურენტუნარიანები მთელ მსოფლიოში.


მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გიორგიმ BTU-ს ტექნიკური მხარდაჭერით შექმნა, უნიკალურია მთელ მსოფლიოში თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ის ადამიანის ნეირონული ქსელების  მსგავსად აზროვნებს და მსოფლიოში პირველად, შესაძლებელი ხდება, მაგალითად, ვიდეოების ხელოვნური ინტელექტის მიერ უმოკლეს დროში ყურება და ანალიზი.


„ხელოვნური ინტელექტი, ალბათ, ადამიანს სრულად ვერასოდეს ჩაანაცვლებს, ვინაიდან მას სჭირდება რომ ისწავლოს, თუმცა მსოფლიოში აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და გარკვეულწილად უკვე მოხდა კიდეც ადამიანური რესურსის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლება“, - აცხადებს ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი და ფიქრობს, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება და მაშინ როდესაც საქართველოში, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ტექნიკური შესაძლებლობა უკვე არსებობს, ახლა ყველაფერი ნიჭიერი ახალგაზრდების ენთუზიაზმზეა დამოკიდებული.








ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი

ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი
access_time2019-02-22 12:06:38
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  „რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა... ქართული ოცნება ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა,- განაცხადა ეკა ბესელიამ.“ აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა...

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
access_time2019-02-21 21:18:42
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. “ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. "ოცნებამ" დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში...

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე
access_time2019-02-21 18:15:19
საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის...

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე
access_time2019-02-21 18:55:45
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კონფლიქტი ამოწურულია, „თიბისი ბანკმა“ უნდა გადაიხადოს ჯარიმა და ეს თემა არის დახურული. როგორც კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია,...

შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში

 შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში
access_time2019-02-22 11:00:28
ევროპაში და ამერიკაში დანერგილმა „კრაფტ ბურგერის“ კულტურამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც შემოაღწია და დღეს ჩვენ ქვეყანაში  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.   „კრაფტ ბურგერის“ სეგმენტში რომელი საბურგერეა დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი? — ამ თემაზე „კომერსანტმა“ გამოკითხვა ჩაატარა....


მსგავსი სიახლეები

up