გიორგი ბაჩიაშვილი: საერთაშორისო კომპანია VPS Healthcare საქართველოში სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით დაინტერესდა

გიორგი ბაჩიაშვილი: საერთაშორისო კომპანია VPS Healthcare საქართველოში სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით დაინტერესდა

access_time2019-02-11 17:00:11

„ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი საერთაშორისო კომპანია VPS Healthcare საქართველოში სამედიცინო ტურიზმის სფეროში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით არის დაინტერესებული,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ თანაინვესტირების ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა განუცხადა.

 

მისივე განცხადებით, VPS Healthcare, ინვესტირების შესაძლებლობის შესწავლის მიზნით, ერთი თვის განმავლობაში ეწვევა საქართველოს.

 

„ კომპანიის მიზანია, ოპერირება გაუწიოს სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც სერვისს მიაწოდებენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. საქართველო კი ამ კუთხით მათთვის საკმაოდ ხელსაყრელი ლოკაციაა, თავისი ადგილმდებარეობიდან და ბიზნესის კეთების სიმარტივიდან გამომდინარე,“ - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

 

ფონდის გენერალური დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ პროექტებზე საუბარი არ შემდგარა, რადგან ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელმა საერთაშორისო კომპანიამ ჯერ უნდა შეისწავლოს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო და ჩაატაროს რეგიონული ბაზრის კვლევა.


 

„თუ აღნიშნული კომპანია გადაწყვეტს, კონკრეტული საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ჩვენს რეგიონში, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აუცილებლად განიხილავს მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს,“ - აღნიშნა ბაჩიაშვილმა.


VPS Healthcare არის ინტეგრირებული, საერთაშორისო სტანდარტების ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი კომპანია, ათასობით დასაქმებული ადამიანით. მისი პორტფოლიო ასევე მოიცავს ფარმაცევტულ წარმოებას.

 


ლიკა გურაბანიძე






ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი
access_time2019-12-08 14:00:22
2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.   გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.   Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს...

ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს

ქუჩები თბილისში, სადაც ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს
access_time2019-12-08 12:00:24
„კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებს,“ - ამის შესახებ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“...

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

2020 წლისთვის ბათუმში სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება
access_time2019-12-08 10:00:01
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი" სააგენტოს 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა.   "2020 წლისთვის სამი ახალი ინოვაციების ცენტრი გაიხსნება ბათუმში, კასპსა და გურჯაანში. 2020 წელსვე დასრულდება სამუშაოები, მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართვა ამ ეკოსისტემაში, განსაკუთრებით ბათუმის. გვეყოლება 40 ახალი სტარტაპი, რომელიც 100 ათასი ლარით დაფინანსდება და 10 სტარტაპი 650 ათას ლარიანი საგრანტო...


მსგავსი სიახლეები

up