გენადი არველაძე:„ფორუმით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ,რომ საქართველოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ რგოლს,  მნიშვნელოვანი ფუქნცია აქვს

გენადი არველაძე:„ფორუმით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ,რომ საქართველოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ რგოლს, მნიშვნელოვანი ფუქნცია აქვს

access_time2019-10-17 15:45:43

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობაზე „კომერსანტთან“ საუბრობს. მისი განცხადებით, ამ ფორუმის ინიციატივას 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი, მაშინ როცა პირველად გაიმართა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. ამის შემდეგ, მასშტაბურობიდან გამომდინარე, 2 წელიწადში ერთხელ ვმართავთ ფორუმს.


„ახლა უკვე, რიგით მესამე ფორუმი 22-23 ოქტომბერს გაიმართება. მასშტაბურობის თვალსაზრისით წელს სტუმრების რაოდენობაც გაზრდილია, ორი ათასამდე სტუმარს ველოდებით 60 ქვეყნიდან. საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა ძალიან მაღალია.


ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები,რომლებიც იმართება ევროპის საინვესტიციო ბანკის, გაეროს, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის ჩართულობით. 23 ოქტომბერი დაეთმობა ინვესტიციების პანელს და ორ სესიად იქნება ჩაშლილი. პირველი შეეხება საქართველოს,როგორც საინვესტიციო ქვეყანას და მეორე, საქართველოს,როგორც მნიშვნელოვან ჰაბს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის, სადაც აქ ჩამოსული ბიზნესმენები მოახერხებენ სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას.


საერთაშორისო ვაჭრობა, სატრანსპორტო დერეფანი, ხელოვნური ინტელექტი, ენერგეტიკა, ეს არის ის ძირითადი თემები, სადაც გაიმართება დისკუსიები. პოლიტიკური მნიშვნელობის მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ დისკუსიებში, მაგალითად, ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის მიმართულებით. მნიშვნელოვანია,რომ ამ პლატფორმისა და ფორუმით ჩვენ კიდევ ერთხელ შევქმნით და დავადასტურებთ,რომ საქართველოს,როგორც დამაკავშირებელ რგოლს, აქვს მნიშვნელოვანი ფუქნცია ევროპასა და აზიას შორის“-აცხადებს არველაძე.


ოგორც ცნობილია, წელს ,,აბრეშუმის გზის ფორუმი 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, რომელთაც საშუალება ექნებათ განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა გლობალური ეკონომიკის გამოწვევები, ხელოვნური ინტელექტის მზარდი როლი, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა, საინვესტიციო შესაძლებლობები თუ სხვა.


„კომერსანტი“





ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up