გიორგი არველაძე: „საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა არამხოლოდ  დაფინანსების, არამედ საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით“

გიორგი არველაძე: „საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა არამხოლოდ დაფინანსების, არამედ საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით“

access_time2020-01-28 14:15:28

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ახალი ბაზრების მოძიებისა და მათი ხელშეწყობისთვის ახალ შესაძლებლობებსა და ყველა პირობას ქმნის მეწარმეთა წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა იმ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმატებით ვაჭრობენ ისეთ მასშტაბურ პლატფორმებზე, როგორებიცაა, amazon-, ebay და etsy. 


საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 21- საუკუნეში საერთაშორისო ციფრული პლატფორმები ბიზნესის გაფართოების საუკეთესო, სწრაფი, მარტივი და კომფორტული საშუალებაა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესების წარმოჩენა საერთაშორისო მასშტაბურ პლატფორმებზე, ისეთებზე როგორიცაა: amazon-, ebay, etsy და სხვა. საქართველოს ბანკის ორგანიზებით გამართული ვორკშოპის მიზანიც ქართული კომპანიებისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა და გაზიარებაა, რასაც ეს საერთაშორისო პლატფორმები იძლევა და იმ კომპანიების წარმომადგენლებისგან, ვისაც მსგავსი და წარმატებული პრაქტიკა აქვთ. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა არამხოლოდ დაფინანსების, არამედ საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რათა ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ბიზნესები სამომავლო განვითარებაში, წარმატებით გაფართოებასა და ახალ პარტნიორებთან საუკეთესო გარიგების დადებაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში .


შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქართველი სტარტაპერებისთვის გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ განათავსონ საკუთარი პროდუქცია ყველაზე მსხვილ, საერთაშორისო კომერციულ პლატფორმებზე, რათა გაზარდონ მათი ბიზნესების ცნობადობა და გაყიდვები, მოიძიონ ახალი პარტნიორები.



 „ამ თემატიკაზე შეხვედრა პირველია, არამარტო ბანკის არამედ მთლიანად საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია ადგილობრივ ბიზნესს დავანახოთ, რომ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი და გაყიდვა საზღვარგარეთ ბევრად ადვილი და ხელმისაწვდომია თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით. იმისთვის, რათა შეხვედრას უფრო საქმიანი შინაარსი ჰქონოდა და არ დარჩენილიყო მხოლოდ მაინსპირირებელ ფორუმად, ჩვენ მოვიწვიეთ ის ენტერპრენუერები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული იკომერს ბიზნესში. მათ გააზიარეს თავისი ცოდნა, მათ შორის შეცდომებისა და წარმატების მაგალითები. ვფიქრობთ, თემატიკის აქტუალურობიდან და პერსპექტიულობიდან გამომდინარე, მომავალშიც მივაწოდოთ ქართველ მეწარმეებს ინფორმაცია სხვადასხვა არხების საშუალებით“, -განაცხადა  საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი არველაძემ.


ვორკშოპზე მოწვეულმა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან − Amazon Export Hub-, (კომპანია, რომელიც ეხმარება მეწარმეებს განათავსონ და გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ონლაინ პლატფორმებზე) Cnick-, (რომელიც უკვე წარმატებით ვაჭრობს amazon-ზე), Boxette-, (რომელიც ამერიკაში პროდუქციის საწყობებში გადანაწილების მიმართულებით მუშაობს), ასევე Ebay Experienced Sellers, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებმა კი დამსწრეებს გააცნეს სერვისები, რომელთა დახმარებითაც მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, აწარმოონ ელექტრონული კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.


„დღეისათვის, როდესაც ელექტრონულმა კომერციამ სრულიად შეცვალა სამყარო, მოშალა ქვეყნებშორისი საზღვრები და მსოფლიო ერთიან და გლობალურ სივრცეში მოიქცა, ელექტრონულ კომერციას განსაკუთრებული როლი მიენიჭა. ელექტრონულ კომერციას - ანუ ვაჭრობას საზღვრების გარეშე. მსოფლიოში აღარ არსებობს უკვე საზღვრები და დიახ, ნებისმიერ მეწარმეს, თუნდაც ნებისმიერი მცირე სოფლიდან საშუალება აქვს საკუთარი პროდუქცია გააცნოს და შესთავაზოს მსოფლიოს. ისეთი მაშტაბური პლატფორმები, როგორებიცაა ამაზონი, იბეი, ეთსი  - არის სრული საშუალება იმისა, რომ მილიარდობით ადამიანს აჩვენოთ და შესთავაზოთ თქვენი პროდუქტი თუ მომსახურება. საქართველოს ბანკის ვორქშოფი კი იყო პირველი მერცხალი კომუნიკაციის მიმართულებით, სწორედ იმ მიმართულებით, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა აქვს ქართულ ,,e-commerce -ს. თუკი მეზობელ ქვეყნებში აქტიურად საუბრობენ საერთაშორისო ვაჭრობასა და პირად წარმატებებზე, ჩვენთან სამწუხაროდ ნაკლები იმფორმაცია მოიპოვება ამ კუთხით. ამ სემინარით კი შევქმენით პრეცენდენტი, პრეცენდენტი იმისა, რომ შესაძლებელია წარმატების, ცოდნისა და მიღწეული შედეგების გაზიარება. ჩვენი აქტივობა აუცილებლად გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, მრავალი მეწარმე შეძლებს წარმატების მიღწევას გლობალურ მარკეტზე“, - განაცხადა Amazon Export Hub-ის თანადამფუძნებელმა ლევან მოლაშვილი.



(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up