გიორგი აბულაშვილი: ენერგომომარაგებაზე ადეკვატური ტარიფის დადგენა დარგის საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის

გიორგი აბულაშვილი: ენერგომომარაგებაზე ადეკვატური ტარიფის დადგენა დარგის საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის

access_time2020-12-28 11:40:00

საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი აბულაშვილის აზრით ტარიფის ზრდა გარდაუვალია.

„ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, ხოლო ადგილობრივი გამომუშავების ზრდა ვერ ეწევა ამ ტემპს. ამდენად, ტარიფის გაზრდა არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ გარდაუვალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ელექტროენერგეტიკის სისტემის დეგრადაცია, რაც 90-იან წლებში გამოვიარეთ. საქართველოს ენერგოდამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე იზრდება, რაც ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის უპირობო საფუძველია“, – აცხადებს გიორგი აბულაშვილი.

მისივე თქმით, თუ რამდენით უნდა გაიზარდოს ტარიფი, ეს დეტალური კვლევის საგანია.

„რა თქმა უნდა, კომპანიების სურვილია, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ, მაგრამ სემეკის მოვალეობა და ფუნქცია ის არის, რომ დააბალანსოს მათი მოთხოვნა და რეალური გარემოებები, რის მიხედვითაც უნდა დაუმტკიცონ ახალი ტარიფები“, – ამბობს ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელი.

გიორგი აბულაშვილის აზრით, ტარიფის დიფერენცირება საყოფაცხოვრებო სამომხმარებლო სექტორსა და ბიზნესსექტორს შორის შენარჩუნდება.


„საქართველოში იურიდიული პირები აბალანსებენ მოსახლეობის მიერ მოხმარებულ ენერგიაზე დაკლებულ გადასახადებს თავისი გადახდებით. რიგ ქვეყნებში პირიქითაა, მაგალითად, თუ მრეწველობის განვითარებაზე აქვთ აქცენტი, იქ შეიძლება საყოფაცხოვრებო ტარიფი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე სამრეწველო სექტორისთვის დაწესებული ტარიფები.

საქართველოში ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელების ერთ-ერთი ხელშემშლელი ბარიერია ის, რომ ეს პროექტები, დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებული ენერგოგადასახადების ფონზე, კომერციულად ნაკლებად მომხიბვლელი იყო. თუ სწორად მოხდა ფასების განსაზღვრა, მაშინ ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელების შესაძლებლობა გაცილებით მაღალი იქნება“, – აცხადებს გიორგი აბულაშვილი.

დღეისათვის, „თელასის“ აბონენტებისთვის 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით სამომხმარებლო ტარიფი, დღეის მდგომარეობით, დღგ-ს გარეშე 12.325 თეთრს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 14.544 თეთრს შეადგენს. 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – დღგ-ს გარეშე 15.725 თეთრი, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 18.556 თეთრია. ხოლო 301 კვტ.სთ-დან და მეტი, შესაბამისად, 19.525 და 23.040 თეთრი ღირს. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფებს რაც შეეხება, 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით დღგ-ს გარეშე 12.065 თეთრი, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 14.237 თეთრს შეადგენს. მოხმარებული 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით, შესაბამისად, 15.435 და 18.213 თეთრია, ხოლო 301 კვტ.სთ-დან და მეტი – 19.265 და 22.733 თეთრია.

imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up