გიორგი აბრამიშვილი: გარკვეული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რომ ვიქცეთ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულად

გიორგი აბრამიშვილი: გარკვეული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რომ ვიქცეთ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულად

access_time2021-07-27 21:30:36

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორის, გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მედიაციის პროცესში შედგა კონკრეტული გეგმა და შეთანხმება, მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება არ ხდება, „რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც მედიაციის პროცესს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას, ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას“.

 

ამის შესახებ აბრამიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს და „ნამახვანჰესის“ თემაზე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მიმდინარე მედიაციის პროცესს აფასებს.

 

„დიდი ხანია არაფერი დამიწერია „ნამახვანის“ საკითხებზე. მედიაციის პირველი რაუნდის შემდეგ, როდესაც ნატახტარში შევხდით ერთმანეთს, „რიონის ხეობის მცველების“ მიმართ იმედის ნაპერწკალიც კი გამიჩნდა (ქალბატონები არ მიწყენენ, მაგრამ მამაკაცების ნაწილმა, ვარლამის ჩათვლით, გააღვივეს ჩემში ეს ნაპერწკალი), გავიფიქრე კიდეც, იქნებ მართლაც გულწრფელად სჯერათ და ასე იმიტომ მოქმედებენ-მეთქი, იქნებ, ეს ექსტრემისტი არასამთავრობოები და „გოდოლაძეები“ ურევენ ტვინს-მეთქი, ვიფიქრე, დაიღალნენ ამდენი პროტესტით, თვითონაც უნდათ ვითარების დეესკალაცია და საგნობრივ საუბარზე გადასვლა-მეთქი.

 

შესაბამისად, მას მერე შევეცადე, რომ ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაცია მაქსიმალურად შემემცირებინა სოცქსელებშიც და ტელევიზიებშიც და დეესკალაციისთვის ხელი შემეწყო, სადმე რამე ზედმეტი რომ არ წამომცდენოდა. ერთ გადაცემაში კი მაინც მივედი, რომელშიც ვარლამიც ერთვებოდა, მაგრამ ექსტრემისტმა არასამთავროებმა გაასაჩივრეს მთავარ მედიატორთან, ბატონ ბუშლესთან, რატომ ლაპარაკობს ამდენს გიორგიო, ანკი ვინ ეკითხებოდათ, მე სად და რას ვიტყოდი, მაგრამ გასაგები იყო მიზანი: გულზე ხვდებოდათ, რასაც ვამბობდი და გარიცხვაც მოითხოვეს ჩემი და ბატონი მურმან მარგველაშვილის მედიაციიდან.

 

მოკლედ, რისი თქმა მინდა – თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც 4-პუნქტიანი გეგმა შედგა იმ შეხვედრაზე, მოკლე შინაარსი ესე გამოიყურება:

 

ჯებირების აღება და პროტესტის რელოკაცია შიდა ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ ის მშვიდობიანი იქნებოდა და სამუშაოებს არ შეაფერხებდა;

გარემოს დაცვით საკითხებზე ტექნიკური დავალების გაწერა საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტისთვის;


ტექნიკური დავალების გაწერა კონტრაქტის კომერციული ნაწილის შესაფასებლად;

სამინისტროსგან მთლიანი ენერგოპოლიტიკის დოკუმენტის მოთხოვნა.

ჯებირები მოხსნილია, ტექნიკური დავალება ორივე საკითხზე შედგენილია, ენერგოპოლიტიკის დოკუმენტის დრაფტიც არსებობს, მაგრამ რად გინდა – არ გადადიან „რიონის ხეობის მცველები“ არც ერთ შერჩეულ ლოკაციაზე (13 ლოკაცია შესთავაზა მთავრობამ! ერთ-ერთი, რომელზეც თითქოს დათანხმდნენ, მოასწორეს და მოაწესრიგეს კიდეც),

 

არ ხსნიან გზებსა და ბლოკპოსტებს, რომ მშენებლობა არ განახლდეს, რომ კომპანიამ დატოვოს ქვეყანა, გვიჩივლოს სასამართლოში, ასეულობით მილიონი დოლარით იზარალოს ხალხმა ისედაც პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში და საბოლოოდ, ვიქცეთ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულ, მოჩანჩალე გუბერნიად.

 

ვფიქრობ, უკვე ყველა ნორმალურმა და მოაზროვნე ადამიანმა დაინახა „ხეობის მცველების“ ნამდვილი სახე 5 ივლისს – რბილად რომ ვთქვათ, ფასეულობათა აშკარა აღრევა აქვთ, ამიტომაც ისმოდა მათგან ამდენი ქსენოფობიური და ურაპატრიოტული განცხადებები, საბოლოოდ რომ ჰომოფობიურში გადაიზარდა.

 

თუმცა მათი უმეტესობა მე მაინც მოტყუებული მგონია, ბრმა იარაღად ქცეული ნამდვილი მავნებლებისა და იდეოლოგების, ამ ექსტრემისტი არასამთავროების: ფსევდო „მწვანე ალტერნატივის“ და ვითომდა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელში, რომლებიც ასე იოლად გაემიჯნენ „მცველებს“, რადგან დროულად მიხვდნენ, რომ იმ ჯგუფებთან მხარში დგომით, რომლებიც აშკარა ჰომოფობურ განცხადებებს აკეთებენ, დასავლურ გრანტებსაც დაკარგავდნენ და მედიის მხარდაჭერსაც.

 

თუმცა ევროპელთა გამჭრიახი თვალისთვის არც ეს ფაქტი დარჩენილა ყურადღების მიღმა და ევროპის ენერგოგაერთიანების ევროპულად „რბილ“ და კარგად გასაგებ განცხადებებსაც ეტყობა აღშფოთება დესტრუქციული ქმედებების გამო. რეალურად კი, ეს ფსევდო-ორგანიზაციები, ამჯერად ცდილობენ ახალი კამპანიით აღიდგინონ დაკარგული პოზიციები:

 

„რიონის მცველებისა“ და მათი ჰომოფობი წევრებისთვის ახალი პლატფორმები გახსნეს სოციალურ ქსელებში, ნაყიდი ლაიქებით („ალტ-ინფოს“ ხელწერას წააგავს, თუმცა მტკიცებულება არ მაქვს). აგერ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ რიონის ხეობის სწორედ იმ „მცველების“ დაჭერას ასაჩივრებს, გადაღებულ კადრებში პოლიციელებს რომ ურტყამდნენ, ხოლო „მწვანე ალტერნატივა“, მედიის გულის მოსაბრუნებლად ტურსაც კი გეგმავს, რომ თავს ახალი მითები მოახვიოს: რამდენად დაუშვებელია რიონზე კაშხლების მშენებლობა და როგორ დააქცევს ეს ჩვენს ქვეყანას (იმის მიუხედავად, რომ რიონზე 8 კაშხალი უკვე დიდი ხნის წინ არის აგებული და მათ შორის უძველესი 85 წელს ითვლის!), კოლხური ზუთხის გადაშენების მითის მსგავს ახლადშეთხზულ მითებიც მოუყვეს და ბოლოს, ალბათ, ისიც კი შეაპაროს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთის გაზზე მომუშავე თბოსადგურები გაცილებით გონივრული და უსაფრთხო ალტერნატივაა, ვიდრე საკუთარ ჰიდრორესურსებზე მომუშავე ჰესები.

 

დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამოცდილი მედია არ აჰყვება ამ „მწვანედ“ შენიღბულ დეზინფორმაციას, არ დაუთმობს თავის პლატფორმებს და ამით არ გააძლიერებს რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხეებს საქართველოში.

 

„ნამახვანჰესი“ კი აუცილებლად აშენდება, აშენდება სხვა ჰესებიც იმ მიზნით, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს და ნამდვილი დამოუკიდებლობა მოიპოვოს მტრის ჯინაზე!“,- წერს გიორგი აბრამიშვილი.


ბანკები და ფინანსები




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up