გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ რადიო „კომერსანტზე“ – რომ არაფერი გამოგრჩეთ

გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ რადიო „კომერსანტზე“ – რომ არაფერი გამოგრჩეთ

access_time2022-04-12 10:17:26

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.


FT - უკრაინის ფინანსთა მინისტრმა პარტნიორებს ათობით მილიარდი დოლარის ფინანსური მხარდაჭერის მოთხოვნით მიმართა რუსეთის შემოჭრით გამოწვეული ფისკალური დეფიციტის შესამცირებლად. მთავრობის ხარჯებმა 2,7 მილიარდი დოლარით გადააჭარბა შემოსავლებს მარტში და უკრაინა ომის გამო აპრილსა და მაისში ელოდება, რომ დეფიციტი გაიზრდება თვეში 5-7 მილიარდ დოლარამდე. ”ჩვენ ვართ დიდი სტრესის ქვეშ, ყველაზე ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში”, - თქვა სერგი მარჩენკომ Financial Times-თან ინტერვიუში. ახლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საკითხია.


ნავთობის ფასი $100-ს ჩამოსცდა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია მარტის შუა პერიოდის  შემდეგ.


ბიზნეს ინსაიდერი კი აღნიშნავს, რომ რუსეთის ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე პერიოდს გადააჭარბა, თუმცა გართულებული მარშრუტების გამო, ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება ნედლეულს, რომ მომხმარებლამდე მიაღწიოს.


FT-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვები ქვეყნის პრემიერ–მინისტრ ნარენდრა მოდისთან განიხილა, ვაშინგტონი მოუწოდებს ნიუ დელის, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს რუსეთის მიმართ უკრაინასთან ომის გამო. მხარეები "მჭიდრო კონსულტაციაზე" შეთანხმდნენ უკრაინის საკითხებზე. აღნიშნული შეხვედრის შესახებ პრეზიდენტი ბაიდენი ასევე წერს საკუთარი ტვიტერის გვერდზე.


FT-ის ინფორმაციით, იტალიურმა ენერგეტიკულმა კომპანია Eni-მ და ალჟირის Sonatrach-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ალჟირიდან გაზის იმპორტის ეტაპობრივი ზრდის შესახებ, რადგან რომი ცდილობს თავი დააღწიოს თავის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე.



ბიზნეს ინსაიდერის თანახმად, რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სანქციებისა, რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქვს საკმარისი რეზერვები ოქროსა და იუანში. გამოცემის თანახმად, ომამდე რუსეთმა დააგროვა საკმარისი რეზერვები დოლარის ნაცვლად იუანსა და ევროში.


ინსაიდერის თანახმადვე, რუსეთის ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ კრემლი არ გაყიდის სუვერენულ ბონდებს, ვინაიდან საპროცენტო განაკვეთი იქნება „კოსმიური“. ის ამ ყველაფერს უკავშირებს ერთ  ფაქტს: თუ რუსეთი ბონდების საშუალებით სესხებას გადაწყვეტს, ყველა ამ სესხს ძალიან მაღალ პროცენტში შესთავაზებს.


პუტინის ყოფილი მთავარი ეკონომიკური მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი BBC-თან ინტერვიუში აღნიშნავს,რომ უკრაინის ომის კვალდაკვალ რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრება შეიძლება ორჯერ–სამჯერ გაუარესდეს. მისივე თქმით, პუტინს არ აღელვებს მოსახლეობის ცხოვრების დონე რუსეთში, ის უფრო მეტად ტერიტორიული ამბიციებითაა დაკავებული.


FT აქვეყნებს ედიტორიალს სათაურით "გლობალიზაციის ბუნების ცვლილება" სადაც აღნიშნავს, რომ ფინანსურმა კრიზისმა, პანდემიამ და ომმა მიწოდების ჯაჭვები სტრესის წინაშე დააყენა.


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საკუთარ ანგარიშში, რომელსაც ტვიტერზე აქვეყნებს, აღნიშნავს, რომ მსოფლიო მიწოდების უდიდესი შოკის წინაშე დგას, როგორც ეს იყო ადრეულ 1970-იან წლებში.


ასევე ტვიტერზე მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ განვითარებადი  ქვეყნები უპრეცედენტო ცვლილებების მომსწრე არიან, რაც მათ უკან ახევინებს სიღარიბის შემცირებაში და უთანასწორობის დაძლევის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებში.


IMF ახლა ბლოგს აქვეყნებს და წერს, რომ სახელმწიფო დავალიანების რისკი კვლავ იზრდება, შესაბამისად, ქვეყნებს სჭირდებათ გლობალური თანამშრომლობა, რომ შეამცირონ დავალიანების პრობლემა და მოახდინონ დეფოლტის პრევენცია.


FT-ის ინფორმაციით, იტალიის ფინანსურმა პოლიციამ სარდინიაში მილიარდერ დიმიტრი მაზეპინსა და მისი ვაჟის ნიკიტას კუთვნილი 100 მილიონი ევროს ღირებულების ვილა ჩამოართვა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების აღსრულების ფარგლებში.


ბიზნეს ინსაიდერის მიხედვით საფონდო ბირჟებზე  კვლავ ფიქსირდება  ინდექსების კლება, ვინაიდან ინვესტორებს ჯერ კიდევ აშფოთებთ მაღალი ინფლაციური მაჩვენებლები და შესაბამისად ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთების ზრდა.


Insaider Intelligence კვლევის თანახმად, მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ახდენს ინვესტირებას აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობა აქციებში, ბონდებსა და კრიპტოვალუტაში, არის: ფინანსების ნაკლებობა -45%, არ იცის როგორ განახორციელოს ინვესტირება – 21%, რისკის შიში – 15%, სხვა მიმართულებით ინვესტირება – 5%.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up