გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ რადიო „კომერსანტზე“ – რომ არაფერი გამოგრჩეთ

გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ რადიო „კომერსანტზე“ – რომ არაფერი გამოგრჩეთ

access_time2022-04-11 09:55:06

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


FT-ის ინფორმაციით, იტალია გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას ალჟირთან ცდილობს. ამით ქვეყანა რუსულ საწვავდე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.


ასევე FT-ის ინფორმაციით, ნავთობის და გაზის შემოსავლებიდან, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა $3.4 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო.


FT – გერმანია 100 მილიარდიან მოკლევადიან სესხებს სთავაზობს ენერგო კომპანიებს, რომლებიც დაზარალდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ და რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე. ამის შესახებ ერთობლივ ბრიფინგზე გერმანიის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა განაცხადეს.


CNN–თან ინტერვიუში უნგრეთის მთავრობის სპიკერი აცხადებს, რომ უნგრეთის მიერ გაზისა და ნავთობის შეძენა რუბლებში არ არღვევს ევროკავშირის სანქციებს, ვინაიდან ევროკავშირს არ აქვს ნავთობისა და გაზის ერთიანი შესყიდვის პროცედურა. ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია რა ვალუტაში გადაიხდის უნგრეთი, რომელიც 80 პროცენტით ალტერნატივის გარეშეა დამოკიდებული ამ მხრივ რუსეთზე.


IMF OECD-ზე დაყრდნობით აქვეყნებს კვლევას, სადაც აღნიშნავს, რომ სარეკორდოა OECD-ის ქვეყნებში ინფლაცია, ყველაზე დიდი პროცენტით კი გაიზარდა ფასები საჭმელზე, ტრანსპორტსა და საცხოვრებელზე.



IMF ტვიტერზე გამოქვეყნებულ საკუთარ ბლოგში წერს, რომ ჰუმანიტარული კრიზისის გარდა, რომელიც განპირობებულია უკრაინაში ომით, მსოფლიოს ყველა რეგიონი დგას ეკონომიკური ზრდის შენელებისა და მაღალი ინფლაციის წინაშე. მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო ეკონომიკაა, არის მაღალი ფასები საკვებსა და ენერგორესურსებზე.


EBRD ტვიტერის გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ამცირებს რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 1.7 პროცენტამდე, ნაცვლად ნოემბრის პროგნოზის – 2.5%, რაც გამოწვეულია სწორედ რუსეთ–უკრაინის ომის გავლენით რეგიონის ქვეყნებზე.


The Economist ტვიტერზე აქვეყნებს საკვები პროდუქტების ფასების ინდექსს, სადაც აღნიშნულია ფასების განსაკუთრებული ზრდაა მიმდინარე წელს და განსაკუთრებით მარტში წინა წლებთან შედარებით. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომმა ფასები არნახულ ნიშნულამდე გაზარდა.


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტვიტერზე წერს, რომ ამერიკელები სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან. ის აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სულ უფრო ცოტა ადამიანი მიმართავს უმუშევრობის დაზღვევას, რაც სარეკორდოა ამერიკის ისტორიაში.


FT წერს, რომ ლონდონში სახლების ფასი 2016 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფად გაიზარდა. განსაკუთრებულ ზრდას ადასტურებს პირველი კვარტლის მაჩვენებლები. როგორც გამოცემა აღნიშნავს,ხალხი ქალაქებს უბრუნდება სამუშაოსა და გართობისთვის. ამ ყველაფერს  პანდემიის შემდგომ ეფექტს მიაწერენ.


ბიზნეს ინსაიდერის ინფორმაციით, მილიარდერი ინვესტორი დევიდ რუბენშტეინი წუხს, რომ შესაძლოა აშშ-ს  კოვიდის შემდგომ ეკონომიკის აღდგენა გარკვეული ფორმით შეაფერხოს რუსეთ-უკრაინის ომმა. თუმცა ის თვლის, რომ ეს  შეიძლება იყოს კრიპტოვალუტის აყვავების პერიოდი. როგორც ინსაიდერი აღნიშნავს, მას ჯერ არ შეუძენია კრიპტოვალუტა, თუმცა სერვისის ინდუსტრიაში რამდენიმე კომპანიაში განახორციელა ინვესტირება.


FT აქვეყნებს ვრცელ მოსაზრებას, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინას ევროკავშირისგან   სჭირდება ახალი ამბიციური ,,მარშალის გეგმა“, სადაც  საუბარია უკრაინის შემდგომი აღდგენის და განვითარების პროცესზე.


ბიზნეს ინსაიდერი აქვეყნებს ღრმა ანალიზს რუს  ოლიგარქებთან დაკავშირებით, სადაც სვამს კითხვას, თუ რატომ რჩებიან რუსი ოლიგარქები პუტინისადმი ლოიალურები მაშინაც კი, როდესაც სანქციები ღუპავს მათ და აღნიშნავს, რომ რუს ოლიგარქებს არა აქვთ საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ხასიათი, ისინი არასოდეს მოქმედებენ დამოუკიდებლად.


ბიზნეს ინსაიდერის ინფორმაციით, 100-ზე მეტი კერძო თვითმფრინავი არის ჩარჩენილი დუბაიში, მას შემდეგ რაც ცდილობდნენ ეს თვითმფრინავები აერიდებინათ სანქციებისთვის და აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით დუბაი ითვლება შედარებით უსაფრთხო ადგილად.


ინსაიდერი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის რიგითი მოქალაქეები სხვა ქვეყნებში გახსნილ ანგარიშებს იყენებენ სანქციებისგან თავის ასარიდებლად. მაგალითად, აქტიურად იყენებენ ესტონურ ბარათებს თურქეთში და იტალიურ ბარათებს სინგაპურში.


Insider Intelligence აქვეყნებს კვლევას, რომელი სოციალური მედია პლატფორმის საშუალებით/ხელშეწყობით ყიდულობენ პროდუქციას სოციალური მედიის მომხმარებლები: პირველ ადგილზე TikTok, შემდეგ YouTube, Instagram, Facebook, Twitter და Pinterest.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up