გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ რადიო „კომერსანტზე“ – რომ არაფერი გამოგრჩეთ

გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ რადიო „კომერსანტზე“ – რომ არაფერი გამოგრჩეთ

access_time2022-04-08 10:15:16

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

 

ბიზნეს ინსაიდერის თანახმად, ინვესტორების ვარაუდით, 94%-იანი რისკი არსებობს, რომ რუსეთი დეფოლტს გამოაცხადებს მას შემდეგ, რაც აშშ-მა უცხოურ ვალუტაში ანგარიშები დაუბლოკა.  


როიტერის თანახმად, რუსეთში ინფლაცია 16.7%–მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ.


სახელმწიფო მდივანი ბლინკენი წერს,რომ აშშ-მა კიდევ ორ რუსულ სახელმწიფო საწარმოს დაუწესა სანქციები  და აღნიშნავს, რომ აშშ გააგრძელებს ზეწოლას პუტინზე, უკრაინაში მის მიერ ჩადენილი სისასტიკის გამგო.


ინსაიდერის თანახმად, რუსეთის პრემიერი მიშუსტინი ამბობს, რომ „სანქციების შტორმმა ვერ ჩაძირა რუსეთის ეკონომიკა“.


პრეზიდენტი ბაიდენი წერს, რომ მან გასულ კვირას დააანონსა ნავთობის დიდი რაოდენობის  რეზერვების გახსნადა. ასევე აცხადებს, რომ დღეს მას შეუერთდა დანარჩენი მსოფლიო და 240 მილიონი ბარელი მიეწოდება მსოფლიო ბაზარს, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიებს შეეძლებათ ფასები გააიაფონ.


პოლონეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი წერს, რომ უკრაინის აღდგენას ესაჭიროება ვალების ჩამოწერა და დახმარება ევროკავშირისა და ჩინეთის მხრიდან. მას ჩინეთის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია სამშენებლო ინდუსტრიასა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.


ADB აცხადებს, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელებულია, მიუხედავად გაზრდილი ექსპორტისა და გაზრდილი ფისკალური მხარდაჭერისა. ეს შენელება ძირითადად შიდა მოთხოვნის კლებით არის გამოწვენული. შესაბამისად, აზიის განვითარების ბანკის თანახმად, ჩინეთის ეკონომიკა შენელდება მიმდინარე წელს და  ეს პროცესი 2023 წელსაც გაგრძელდება.



ბიზნეს ინსაიდერის მიხედვით, ჩინეთი იყიდის რუსულ ენერგოპროდუქტებს საკუთარ ვალუტაში იუანში. შეთანხმება უკვე შედგა რუსეთთან, ანუ პეკინი არ გამოიყენებს სხვა ვალუტას, არც რუსულ რუბლს და არც ამერიკულ დოლარს, რომლითაც დღემდე ახდენდა ანგარიშსწორებას.


ინსაიდერის თანახმადვე, რუსეთში ოპერირების გაჩერების შემდგომ, გიგანტური ნავთობკომპანია შელი $5 მილიარდამდე ღირებულების აქტივებს ჩამოწერს.


FT – ბრიტანელი ბიზნესმენების ნახევარზე მეტი თვლის, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდგომ ისინი  ორმაგი დილემის წინაშე არიან, რომელიც გაზრდილ ფასებსა და დაბალ გაყიდვებთანაა დაკავშირებული.

 

ინსაიდერი – ზოგიერთი ექსპერტი სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ ოლიგარქების გავლენას კრემლზე. ისინი აღნიშნავენ, რომ თუ პუტინი განაგრძობს ომს უკრაინაში, მაშინ ჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ ოლიგარქების სანქციები იყო მხოლოდ პიარ გაკვეთილები.


ინსაიდერი ასევე საექსპერტო მოსაზრებაზე დაყრდნობით წერს, რომ მთავრობის ხელში  ოლიგარქები რუსეთში არიან ერთგვარ ტყვეობაში, ისინი მთავრობაზე არიან დამოკიდებულები, ისინი არ არიან საკმარისად გავლენიანები, როგორიც პუტინია, მაგრამ მათ აქვთ საკმარისი გავლენა სხვებზე – იყვნენ ექსპლუატატორები.


აქვე ბიზნეს ინსაიდერი ექსპერტებთან ერთად მიმოიხილავს იახტების მნიშვნელობას რუსი ოლიგარქების ცხოვრებაში. ისინი ასკვნიან, რომ რუსი ოლიგარქებს იახტას მხოლოდ ძვირადღირებული  ცხოვრების მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ასევე მათი სტატუსის დამამკვიდრებელი რუსულ ელიტაში – ,,დიდია იახტა – დიდია სტატუსი“ – აღნიშნავენ ექსპერტები.


აშშ-ის ხაზინის მდივანი ამბობს, რომ ცენტრალური ბანკის ციფრულმა ვალუტამ, ხელი უნდა შეუწყოს დოლარის გლობალურ დომინირებას.


მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი ტვიტერზე წერს: მსოფლიოში სურსათზე გაზრდილი ფასებიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის აუცილებელი ხდება კვებითი და სასურსათო უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის უზრუნველყოფა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღარიბი  მოსახლეობა სულ უფრო მეტ თანხას ხარჯავს საკვებ პროდუქტებზე, თუმცა ხშირად ეს არ არის საკმარისი და ისინი ვერ ახერხებენ ყველაფრის შეძენას.


საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე ტვიტერზე წერს, რომ განსაკუთრებული (უიმედო) დავალიანების ან დავალიანების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების გაორმაგდა და  საერთო მაჩვენებლის 60%-მდე შეადგენს, 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.


FT: დიდ ბრიტანეთში 2028 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარი უნდა იყოს მთლიანად ელექტრო მანქანები.


ბიზნეს ინსაიდერი აქვეყნებს კვლევას, სადაც ნაჩვენებია, რომ კოვიდის შემდგომ პერიოდში საინვესტიციო ბანკირების 17% ამბობს, რომ დაუბრუნდებოდა ოფისში სამუშაოს. 32% ამბობს, რომ ურჩევნია სახლიდან იმუშაოს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up