გიორგი აბაშიშვილი - რამ გადააწყვეტინა ხელისუფლებას,  ნაბიჯების უკან დაბრუნება?  გადაწყვეტილებების არაეფიაქტიანობას მიხვდა?

გიორგი აბაშიშვილი - რამ გადააწყვეტინა ხელისუფლებას, ნაბიჯების უკან დაბრუნება? გადაწყვეტილებების არაეფიაქტიანობას მიხვდა?

access_time2019-11-21 21:00:47

ჩემი მთავარი კითხვაა, რამ გადააწყვეტინა დღეს ხელისუფლებას, რომ მოახდინოს უკვე გადადგმული ნაბიჯების უკან დაბრუნება? მიხვდა გადაწყვეტილებების არაეფიაქტიანობას?, - ასე ეხმაურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა, 100 ათას ლარამდე შემცირდეს.



აბაშიშვილის შეფასებით, აღნიშნული ტიპის რეგულაციები, ისევე როგორც რეგულაციების მიღების არაჩვეულებრივი სისწრაფე, ჯამში შეცდომა იყო.



„ვფიქრობ, მეტი გათვლა იყო საჭირო. მესმის არგუმენტები, რომ ეს რეგულაციები ეხებოდა რისკების დაზღვევას და ა.შ. მაგრამ მგონია, შედეგი ნაკლებად დადგა, უბრალოდ ამაზე ფაქტები მეტყველებს. მაგალითად, ერთნაირ რეგულაციებში ექცეოდნენ დაბალშემოსავლიანი და მაღალშემოსავლიანი პირები, მათ შორის იურიდიული პირები, რაც წარმოუდგენელია. შესაბამისად, ამ რეგულაციამ არაერთი მანიპულირების საშუალება გააჩია. დღეს სიტუაცია რთულია, სახეზეა ინფლაცია, არგუმენტი ლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯების მცირდება მინიმუმ რეფინანსირების განაკვეთის მუდმივი ზრდის გამო და იმ განცხადებების გამო, რომ შეიძლება კიდევ გაიზარდოს. სინამდვილეში ესეც ხომ ეკონომიკურ ზრდაზეც გავლენას იქონიებს? შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ, რომ კურსის გაუფასურების ფუნდამენტური მაკროეკონომიკური მიზეზები არ არსებობს, მაშინ ელემენტარულია, რომ ეკონომიკური ზრდის წახალისება გვჭირდება და არა შენელების ფაქტორების გაჩენა. ამიტომ, რეგულაციების გონივრული შერბილება, რაც აღვნიშნე თუნდაც მსესხებელთა დიფერენციაცია”,-აცხადებს აბაშიშვილი.



მისივე თქმით, ახლა საინტერესოა, რა გეგმა აქვს მთავრობას აღნიშნული ცვლილების შემდეგ.




„ისე, ამ ქვეყანაში ბევრჯერ მომხდარა ადრე მიღებული გადაწყვეტილებების უკან დაბრუნება, შესაბამისად, როცა შეცდომა აღიარებული იქნება, კარგია. მთავარი ახლა ისაა, უკან დაბრუნების შემდგომ რა გეგმებია, ამის მოსმენა დამაკლდა. მეტი ინფორმაცია გვჭირდება პროგნოზირებისათვის. ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ ეკონომიკურ პროგნოზირებაში მოვისუსტებთ, თუმცა მოქალაქემ რომ საკუთარი ცხოვრება დაგეგმოს და შესაბამისად, მდგრადი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, მოსახლეობისათვის სწორი და რეალური პროგნოზების მიწოდებაა საჭირო. სტაბილურობის განცდა ეკონომიკური ზრდისათვის უმნიშვნელოვანესია”, - აცხადებს აბაშიშვილი.



შეგახსენებთ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა, 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გახარიამ აღნიშნულთან დაკავშირებით დავალება ფინანსთა მინისტრს მისცა და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად კეთდება.



აღნიშნული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარშია შესაძლებელი, მიმდინარე წლის იანვრიდან მოქმედებს.



IPN.GE







„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up