გიორგი აბაშიშვილი - მხოლოდ ლარის კურსის ცვლილების გამო, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდით გაიზარდა

გიორგი აბაშიშვილი - მხოლოდ ლარის კურსის ცვლილების გამო, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდით გაიზარდა

access_time2019-09-04 14:30:35

მხოლოდ ვალუტის კურსის ცვლილების გამო, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდით გაიზარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა.


მისივე თქმით, საუბარი, რომ ლარის კურსი მოსახლეობაზე გავლენას არ ახდენს, თავის მოტყუებაა. აბაშიშვილის განცხადებით, აუცილებელია მოხდეს ფუნდამენტური ფაქტორების ანალიზი, თუ რამ მიიყვანა ლარის კურსი ამ ნიშნულამდე.


„რა თქმა უნდა, კურსზე მოქმედი ფაქტორებიდან ერთ-ერთი ყოველთვის არის ნეგატიური მოლოდინები, მაგრამ არა ერთადერთი. იქამდე, ვიდრე არ მოხდება ფუნდამენტური ფაქტორების ანალიზი, თუ რამ მიიყვანა ლარის კურსი ამ ნიშნულამდე, მანამდე ნებისმიერი მსჯელობა იქნება არაკვალიფიციური. ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ახლა, რომ ეს კურსი ზოგადად არსებობს ასეთ ნიშნულზე და მოსახლეობაზე გავლენას არ ახდენს, ეს არის თავის მოტყუება იმიტომ, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. სამწუხაროდ, უცხოურ ვალუტაზე მოსახლეობის ჯერ კიდევ დიდი ნაწილი სხვადასხვა ფორმით არის დამოკიდებული. შესაბამისად, კურსის ცვლილება მათზე ნეგატიურად აისახება.


ვალუტის კურსი არამხოლოდ მოქალაქეების დიდ ნაწილზე აისახება, თვითონ სახელმწიფოს ნაწილში უნდა შევხედოთ. ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლამ მცირე კვლევა ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ 2019 წლის ივნისს, გასული წლის ივნისთან შედარებით მხოლოდ ვალუტის კურსის ცვლილების გამო, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი რამდენიმე მილიარდით გაიზარდა. ცხადია, ეს პირდაპირი ვალდებულების დადგომას არ ნიშნავს ახლა, მაგრამ დამაფიქრებელია, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეს თანხა შეიძლება მოაკლდეს ბიზნეს და მოსახლეობას, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.


აბაშიშვილის თქმით, ლარის კურსის მიზეზებსა და გამოსავალზე საუბრისას ერთი უწყებისკენ ხელის გაშვერა არასწორია. გარდა ამისა, მისი თქმით, არასწორია საუბარი, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად ეროვნულმა ბანკმა რეზერვები, რომელიც ხალხის საკუთრებაა, უნდა დახარჯოს, თუ წინასწარ არ გვეცოდინება, ეს რა შედეგს მოიტანს.


„ეს რეზერვი არის საქართველოს მოქალაქეების საკუთრება. რა მანდატით უნდა დახარჯოს ეროვნულმა ბანკმა ეს რეზერვი, თუ წინასწარ არ გვეცოდინება, რომ ეს შედეგს მოიტანს? აი, ცოტა ხნის წინ დახარჯა რამდენიმე ათეული მილიონი, თუმცა სრულიად უშედეგოდ. არ მიმაჩნია სწორად, რომ ერთი რომელიმე უწყების მიმართულებით მოხდეს ხელის გაშვერა. არავის აქვს ჯადოსნური გასაღები, თუნდაც ეროვნულ ბანკს, რომ ეს სიტუაცია 1 წუთში გააქროს. აქ საჭიროა მთლიანად ეკონომიკური ბლოკის ერთიანი ხედვა, ეროვნულ ბანკთან ერთად. თუ არ იქნა კოორდინირებული მოქმედებები, ფაქტობრივად, ეს შედეგი ვერასოდეს ვერ გამოსწორდება.


მცურავი გაცვლითი კურსის დროს პროგნოზირება რთულია, მაგრამ იმიტომ გავუსვი ხაზი ფუნდამენტური საკითხების ანალიზს, რომ საჭიროა დავინახოთ სიტუაცია, სად ვართ დღეს და რა რეალობა გვაქვს, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი უნდა გადაიხედოს თუ არა, ანუ თავი უნდა მოვიტყუოთ თუ რეალობის ანალიზი გავაკეთოთ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ თავის მოტყუების ნაცვლად, გადავალთ რეალობის ანალიზზე,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.


1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9683 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9683 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9614 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0069 ლარი შეადგინა.



IPN





მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up