GINO თბილისის ზღვასთან €82 მლნ-იანი საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გეგმავს

GINO თბილისის ზღვასთან €82 მლნ-იანი საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გეგმავს

access_time2021-07-22 17:00:59

თბილისის ზღვის მიმდებარედ “პლატო ნატბეურის” ახალი საცხოვრებელი უბნის გაშენება იგეგმება. საცხოვრებელი უბანი შერეული სახისაა, დაბალანსებულია ფუნქციებით. მკაფიოდ განსაზღვრულია საჯარო და კერძო სივრცეები, გამოკვეთილია სარეკრეაციო სივრცეების სისტემა და დაცულია ადამიანური მასშტაბი.


პროექტის ინვესტორი კომპანია საპარტნიორო ფონდთან ერთად GINO GROUP-ი და მისი შვილობილი კომპანია GINO GREEN CITY-ია. პლატო ნატბეურის გენერალური გეგმის კონცეფცია MUA - Architecture & Placemaking-ის გუნდმა შეიმუშავა.


მათი ინფორმაციით, მთელ ტერიტორიას საცხოვრებელ ბლოკთან ერთად მიუყვება უწყვეტი მწვანე ზოლი, რაც ქმნის სარეკრეაციო სივრცეების სისტემას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით ებმის სხვადასხვა ფუნქციით დატვირთულ საჯარო-საზოგადოებრივ, კომერციულ და სავაჭრო სივრცეს, სპორტულ კომპლექსებს, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. სარეკრეაციო სივრცეების სიმრავლე და მათი ურთიერთკავშირი საცხოვრებელ თუ საზოგადოებრივ სივრცეებთან, საცხოვრებელი უბნის სიცოცხლისუნარიანობას და სიჯანსაღეს განაპირობებს.




პროექტის განხორციელება იყოფა 4 ეტაპად, ერთი ეტაპი მოიცავს 5 წლიან პერიოდს, ჯამში კი პროექტის სრული განხორციელება 20 წელზე ნაწილდება. თუმცა სტრატეგია პირველი ფაზის შესრულების შემდეგ შესაძლოა გადაიხედოს.


MUA - Architecture & Placemaking-ში განმარტავენ, რომ თბილისის თითოეული ფაზის განხორციელება დამოუკიდებელად მიმდინარეობს - განაშენიანებული ნაწილის ინფრასტრუქტურული განვითარება ხორციელდება პარალელურ რეჟიმში, რაც თითოეულ ფაზაში განაშენიანებულ უბანს თვითმყოფადობას უქმნის.


ახალი საცხოვრებელი უბანი თბილისის ზღვის მიმდებარედ 116 ჰექტარ მიწის ფართობზე ნაწილდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ ადგილზე, საბჭოთა პერიოდში არაერთი მასშტაბური ურბანული პროექტის განხორციელება და ქალაქის გეგმაზომიერი ზრდა იგეგმებოდა.



დაგეგმილი პროექტიდან მხოლოდ რამოდენიმე შენობის განხორციელება მოხერხდა, რომლებიც დღესაც დგას აღნიშნულ ტერიტორიაზე.


Cushman & Wakefield-ის მომზადებული ანგარიშის მიხედვით, საცხოვრებელი უბნის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება შეფასებულია 82 მილიონ ევროდ.


როგორც MUA - Architecture & Placemaking-ში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის გენერალური გეგმის ძირითადი კონცეფცია დასრულებულია, თუმცა, მუშაობა გრძელდება და წინ რამდენიმე ეტაპია გასავლელი.


მათი განმარტებით, საპროექტო წინადადება წარდგენილია ურბანულ სამსახურში გეგმარებითი დავალების მისაღებად. პარალელურად, მიმდინარეობს პროექტის მდგრადობის სტრატეგიის განვრცობა და დეტალიზება.


„მდგრადობის სტრატეგია მდგომარეობს ისეთი მეთოდოლოგიის დანერგვაში, რაც განაპირობებს უბნის, როგორც ფიზიკურ ასევე სოციალურ-ეკონომიკურ სიჯანსაღეს.

სტრატეგია მოიცავს შემდეგი კომპონენტების იმპლემენტაციას - არსებული ნაგებობების შენარჩუნებას და მათ ინტეგრაციას; ახალ მოსახლეობასთან ერთად იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციას; წყლის გაწმენდის და ნარჩენების მართვის სისტემების დანერგვას. ტერიტორიაზე მაქსიმალურად შეზღუდულია ავტომობილით გადაადგილება და დაგეგმილია ავტოსადგომების ინოვაციური სისტემა. გარდა ამისა, პროექტის სოციალურ-ეკონომიკურ მდრგადობას ფუნქციებისა და გამოყენებების დაბალანსებული ინტეგრაცია განაპირობებს”, აცხადებენ MUA - Architecture & Placemaking-ში.


პროექტში გათვალისწინებულია Cushman & Wakefield-ის მიერ ჩატარებული უძრავი ქონების ბაზრის კვლევა და რეკომენდაციები.


MUA - Architecture & Placemaking-ში აცხადებენ, რომ პლატო ნატბეურის უბანი თბილისის მომავალი განვითარების მოთხოვნებს პასუხობს და მას გრძელვადიან პროცესზე (15-20 წელზე) გაწერილ გეგმას სთავაზობს, რომელიც ეტაპორბივად და ზომიერად გაზრდის ქალაქს,ამავდროულად ჩაეწერება მის ქალაქგეგმარებით სტრუქტურასა და ქსოვილში.


შეგახსენებთ, GINO GROUP-ი ევროპასა და საქართველოში ველნეს სასტუმროების, აკვა პარკების და აპარტოტელების დეველოპერული კომპანიაა, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა GINO GREEN CITY. რაც შეეხება საპარტნიორო ფონდს, ის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია და 2011 წელს სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე შეიქმნა. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.). დღეს ფონდში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.



business-partner.ge





საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია
access_time2021-07-31 11:00:30
დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.   2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...


მსგავსი სიახლეები

up