გიგლა მიქაუტაძე - უნდა დადგინდეს სავალუტო დერეფანი და შემუშავდეს სესხების რეფინანსირების ახალი სქემა

გიგლა მიქაუტაძე - უნდა დადგინდეს სავალუტო დერეფანი და შემუშავდეს სესხების რეფინანსირების ახალი სქემა

access_time2020-09-28 13:46:27

„ლელოს“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგლა მიქაუტაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და პასუხისმგებლობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს დააკისრა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



„მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტები ინარჩუნებენ სიმყარეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ომია. ქართული ლარი კი, ბოლო 2 კვირის მანძილზე, უწყვეტად განაგრძობს გაუფასურებას. ლარის კურსმა, დოლართან მიმართებით, პანდემიის დროს იპოვა წონასწორობის ახალი წერტილი დაახლოებით 3.00-ის ფარგლებში. თუმცა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მკვეთრად გაუფასურდა, მაშინ, როცა ძირეულად არაფერი შეცვლილა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო 3 მილიარდი დოლარის დახმარება, რომელსაც თავისუფლად შეეძლო კურსის დასტაბილურება. სად წავიდა ეს თანხა? რატომ არ მიმართავს ეროვნული ბანკი ინტენსიურ ინტერვენციებს, რათა დააბრუნოს ლარი ბუნებრივი წონასწორობის წერტილში?“-განაცხადა მიქაუტაძემ.




მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ლელოს“ ინიციატივას სავალუტო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით.






„ეროვნულმა ბანკმა უნდა დაადგინოს სავალუტო დერეფანი და მართოს ლარის კურსი ამ ჩარჩოებში, რათა დაამშვიდოს ბაზარი. დღეს ეროვნულ ბანკს აქვს ამის რესურსი. მან უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ მაღალ ინფლაციას წლის ბოლოს“ - აცხადებს მიქაუტაძე.




გიგლა მიქაუტაძე ასევე შეეხო საბანკო სესხებს. საშეღავათო პერიოდი დასრულდა, კრიზისი კი ისევ რჩება და მთავრობა არაფერს სთავაზობს მოსახლეობას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით.



„არაერთმა ქვეყანამ გადაავადა სესხების გადახდა ერთი წლით. ეს მოხდა იმის საფუძველზე, რომ ცენტრალურმა ბანკებმა და მთავრობამ შეიმუშავეს ახალი სქემა. ანალოგიურად უნდა მოხდეს საქართველოშიც. მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და საფინანსო სექტორმა უნდა შეიმუშაონ სესხების რეფინანსირების გზა, რომელიც პანდემიით დაზარებულ ადამიანებსა და კომპანიებს 6 თვით მაინც მისცემს სესხების გადავადების საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი შავ სიაში აღმოჩნდება და მივიღებთ საბანკო კრიზისს, რომელიც საბოლოოდ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება“ - აცხადებს მიქაუტაძე.



NS






Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი
access_time2021-02-26 20:00:16
ათწლეულების მანძილზე ევროპის ავიაციაში 3 ურყევი ფაქტი იყო - პირველი - ბრიტანეთს ავიარეისების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, მეორე - ლონდონი სხვა ქალაქებთან ყველაზე უკეთესადაა დაკავშირებული, მესამე - აეროპორტი „ჰიტროუ“ პირველ ადგილზეა მგზავრთა რაოდენობით. პანდემიამ და მის წინააღმდეგ ბრძოლამ ეს ურყევი რეალობა რადიკალურად შეიცვალა - ამაზე საავიაციო ბიულეტენის The Anker Report-ის ექსპერტის რალფ ანკერის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგები მეტყველებს. მან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-26 21:00:20
 დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ...

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია "5 ელემენტი" გამოჩნდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია
access_time2021-02-26 19:00:23
ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა.როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, კომპანიის ტურები იქნება ბევრი ელემენტის ერთობლიობა, როგორიცაა: ქვესტები, ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობები, დრონით გადაღება, ვიდეო მონატაჟი. „გარდა ამისა, ტურებში აუცლებლად იქნებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რაც კიდევ უფრო სხვა ელფერს შესძენს ჩვენს ტურებს“, – დასძენს...

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-26 18:16:21
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სეტორის დროულ აღდგენას შეუწყოფს ხელს. შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ...

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის
access_time2021-02-26 17:10:15
ფერმერთა ასოციაცია ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამას ნაწილობრივ აკრიტიკებს. ნინო ზამბახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს. ზამბახიძე ეჭვობს, რომ გერმანიაში 3 თვით წასული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნებისგან თავს შეიკავებენ.   „ქართული შრომის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრები იყო. სოფლის მეურნეობის სექტორი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ....


მსგავსი სიახლეები

up