გიგლა მიქაუტაძე: საპენსიო რეფორმა შესაძლოა იყოს შიდა ვალის ზრდის მარტივი წყარო

გიგლა მიქაუტაძე: საპენსიო რეფორმა შესაძლოა იყოს შიდა ვალის ზრდის მარტივი წყარო

access_time2018-12-30 17:00:38

საპენსიო რეფორმა, პროფესიული განათლება, სოფლის მეურნეობის რეფორმები, მცირე და საშუალო ბიზნესი - ეს ის საკითხებია,რაზეც რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“  ისაუბრეს.  ლევან ქისტაურის კითხვებს  პროექტის „რეფორმეტრის“  ხელმძღვანელი გიგლა მიქაუტაძე   პასუხობდა. მან პროექტის ფარგლებში შეფასებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.


„საპენსიო რეფორმის მორიგ შეფასებას ვგეგმავთ ივნისში. რატომ ივნისი ? - იმიტომ, რომ 1-ლი იანვრის შემდეგ, ადამიანებს ექნებათ საშუალება ნებაყოფლობით გამოვიდნენ ამ ჯგუფიდან, საინტერესოა ივნისის თვეში,რამდენი დარჩა და რამდენი გამოვიდა ამ რეფორმიდან. რეფორმით ყველა დაინტერესებული ჯგუფი ასე თუ ისე უკმაყოფილოა, ფაქტობრივად ამ რეფორმის შესახებ, კომუნიკაცია არ ყოფილა ამ ჯგუფებთან. არავინ იცის დეტალები, ბუღალტრებმაც კი არ იციან, რა როგორ უნდა გაკეთდეს. გავაკეთეთ საპენსიო კალკულატორი, ეკონომიკის სამინისტრო ჩვენს კალკულატორს არ დაეთანხმა და განაცხადა,რომ ძალიან პესიმისტური შეფასებები გვაქვს, ჩვენ კი ვფიქრობთ,რომ ეს ყოველივე საკმაოდ გამოცდილი საერთაშორისო პრაქტიკის მქონე თეორიული და აკადემიური წრეების მიერ გაკეთდა. ასევე ვფიქრობთ,რომ რეფორმა შესაძლოა იყოს შიდა ვალის ზრდის მარტივი წყაროც.



რაც შეეხება, პროფესიულ განათლებას, რაც უნდა ითქვას პირველ რიგში, არის ის,რომ კოლეჯების გეოგრაფიული მოცულობა საკმაოდ მაღალია, რაც შეეხება, ხარისხს, კერძო სექტორი უკმაყოფილოა. მათ მაინც უწევთ კადრების გადამზადება. აღსანიშნავია ისიც,რომ რამდენიმე კერძო კომპანია, ვისაც დიდი რესურსი აქვს, თავად ქმნის გადამზადების ცენტრებს. ამდენად, ამ კუთხით ძვრები არია, მაგრამ ვფიქრობთ,რომ სერიოზული და უმთავრესი პრობლემა მაინც მასწავლებლების კვალიფიკაციაა.

სოფლის მეურნეობის სტრატეგია კი,რომელიც 2013-2020 წლებს ეხება, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ,რომ სამინისტრო მიუხედავად მენეჯმენტის ცვლილებისა ამ გეგმას მიჰყვება. ვხედავთ ბიზნესი წახალისების შემთხვევებს სხვადასხვა პროგრამებით და მთავრობა ფიქრობს,რომ ამით იგი დარგის მოდერნიზებას შეძლებს. ცალსახად, პოზიტიურია ის,რომ აგრო ბიზნესი ვითარდება, მაგრამ საერთო სტატისტიკა მაინც არ იცვლება. რეალურად მშპ-ში პირველადწარმოება შემცირებულია. სამინისტრო ამას ხსნის იმით,რომ ბიზნესის წილი სოფლის მეურნეობის დარგებში შემცირებულია. მე როგორც ვიცი, სამინისტრო აპირებს მსგავსი ანალიზის ჩატარებას და მასში ჩვენც შესაძლოა  ჩავერთოთ

კაპიტალის ბაზართან დაკავშირებით, ვფიქრობ კარგი და საინტერესო სიახლეებია. თუმცა მოლოდინი არ უნდა გვქონდეს,რომ უახლოეს მომავალში შეიცვლება, მე ვფიქრობ, ამ კუთხით მთავრობას ბევრი აქვს სათქმელი. ის სტრატეგიაც,რაც არსებობს, საკმაოდ მკაფიოდ არის გაწერილი. მოწინააღმდეგები ფიქრობენ,რომ ეს უფრო ბანკებისა და ორგანიზაციების სტრატეგიაა,“ - ამბობს მიქაუტაძე.



თეგები:
პენსიები



Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება
access_time2019-10-18 13:55:46
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი...

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს  სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს
access_time2019-10-18 13:50:03
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს. პროგრამა მთელ საქართველოზე ვრცელდება. ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს.პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაუარა. სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ...

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი
access_time2019-10-18 13:07:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრების თემას ეხმიანება და საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ რჩევებს აძლევს: საქართველოს საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება...

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა
access_time2019-10-18 11:55:51
onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში. 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის,...

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება
access_time2019-10-18 14:00:43
თბილისში, დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონის, მეორე კორპუსი მიმდებარედ  მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. დამკვეთი ლალი ოდიშვილია, ხოლო პროექტი მომზადებულია კომპანია IMAXgrup-ის მიერ. ინვესტიციის სავარაუდო ოდენობა  800 000 დოლარს შეადგენს.   არქიტექტურის ვებ -გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საპროექტო შენობა-ნაგებობა კონსტრუქციულად 6 სართულს...


მსგავსი სიახლეები

up