გიგლა მიქაუტაძე - მოვუწოდებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უზრუნველყოს მიწის მესაკუთრეებზე საშვების სწრაფად გაცემა

გიგლა მიქაუტაძე - მოვუწოდებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უზრუნველყოს მიწის მესაკუთრეებზე საშვების სწრაფად გაცემა

access_time2020-05-01 10:45:49

მიეცით მიწის მესაკუთრეებს ნაკვეთებამდე მისვლის უფლება, - ასე მიმართა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ მთავრობას.


მისი თქმით, დაწესებულ შეზღუდვებზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.



,,საგაზაფხულო სამუშაოების დრო იწურება, ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა კი ისევ ვერ ახერხებს ახლო მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას. მათ შეზღუდული აქვთ ქალაქგარეთ მდებარე მიწის ნაკვეთებამდე მისვლა. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა აქამდე ვერ დანერგეს საშვების გაცემის სწრაფი და მარტივი პროცესი, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა მთავრობაზე გადადის, რომელმაც დააწესა აღნიშნული შეზღუდვები. გაუგებარია, რა სირთულეს წარმოადგენს საშვების ონლაინ რეჟიმში გაცემა. ერთ დღეშია შესაძლებელი მარტივი პორტალის შექმნა, რომელიც მთლიანად მოხსნიდა წარმოქმნილ პრობლემას. მოვუწოდებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გამოიჩინოს ოპერატიულობა და უზრუნველყოს მიწის მესაკუთრეებზე საშვების სწრაფად გაცემა. იმის მაგივრად, რომ მოსალოდნელ სასურსათო დეფიციტს მთავრობა სოფლის მეურნეობის სტიმულირებით პასუხობდეს, პირიქით, ხელს უშლის მიწის მესაკუთრეებს საკუთარი ნაკვეთების დამუშავებაში. ამან კი წელს შესაძლოა შეამციროს ნაკვეთების დამუშავების მაჩვენებელი. წლებია, სახნავ-სათესი სავარგულების 75% ისედაც არ მუშავდება. „ლელოს“ ანტიკრიზისულ მოდელში 1 მილიარდი ლარი სწორედ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვისაა გათვალისწინებული, მათ შორის, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც კრიზისის გამო დაბრუნდნენ სოფლებში და მცირე მეურნეობების მოწყობას აპირებენ’’, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.


წყარო: ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up