გიგლა მიქაუტაძე - გახარიამ დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტი მთავრობისთვის პრიორიტეტი არ არის

გიგლა მიქაუტაძე - გახარიამ დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტი მთავრობისთვის პრიორიტეტი არ არის

access_time2020-05-14 13:06:36

გახარიამ დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტი მთავრობისთვის პრიორიტეტი არ არის - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.


,,როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საუბრობს ახალ ინვესტიციებზე და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მაგრამ ერთი სიტყვითაც არ ახსენებს ანაკლიის პორტს, ნათელია, რომ ამ პროექტის განხორციელება მმართველი პარტიის გეგმებში არ შედის.



გუშინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა კიდევ ერთხელ გაუწოდა მთავრობას თანამშრომლობის ხელი და გამოთქვა მზადყოფნა სამუშაოების გაგრძელებისთვის, რისთვისაც მობილიზებული აქვს შესაბამისი ინვესტიციები. პრემიერმა გახარიამ კი თავის დღევანდელ გამოსვლაში აქცენტი მხოლოდ ფოთის პორტზე და მისი ერთ-ერთი ტერმინალის რეკონსტრუქციაზე გააკეთა, რომელმაც თითქოსდა უნდა იკისროს ქვეყნის მთავარი საზღვაო კარიბჭის ფუნქცია. ამ დროს, თავად ბატონმა გახარიამ ჯერ კიდევ მარტში დაადასტურა ის, რომ ფოთის პორტის განვითარების მასშტაბები შეზღუდულია და ქვეყანას დიდი მოცულობის ტვირთების გატარებისთვის ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება ანაკლიაში. საინტერესოა, რა შეიცვალა ამ 2 თვის განმავლობაში.


დღეს, როცა ჩვენს ქვეყანას ესოდენ ესაჭიროება ახალი ინვესტიციები და პანდემიის ფონზე გაჩნდა უნიკალური შანსი მოვიზიდოთ საწარმოები ჩინეთიდან, სწორედ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მასთან ერთად, ქალაქი ანაკლიის ინდუსტრიული ზონა შეიძლება გახდეს ინვესტორების მიზიდულობის მთავარი ცენტრი და შეიქმნას 20 000 ახალი სამუშაო ადგილი. უარი თქვა ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე, არაფერია, თუ არა ქვეყნის ღალატი’’ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up