გიგი უგულავა - ვაპირებ პარლამენტთან დავრჩე, დაიწყება მორიგეობა

გიგი უგულავა - ვაპირებ პარლამენტთან დავრჩე, დაიწყება მორიგეობა

access_time2021-02-23 18:30:00

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, პოლიტიკური ლიდერებისა და აქტივისტების ნაწილი დღეს რუსთაველის გამზირზე დარჩენას გეგმავენ.

გიგი უგულავამ იმ აქციის მონაწილეებს, რომლებიც დღეს რუსთაველის გამზირზე ღამის გათენებას გეგმავენ, რეგისტრაციის გავლისკენ მოუწოდა. ამასთან, როგორც მან განმარტა, ოპოზიციური პარტიის ლიდერები გააკეთებენ სპეციალურ გრაფიკს და რუსთაველის გამზირზე ამ გრაფიკის მიხედვით იმორიგევებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ სიცივეა, სეზონი არაა, კომენდანტის საათია, ჯერ კიდევ თითოეული ჩვენგანი პირბადეებით დავდივართ, ვცდილობთ საკუთარი თავები და სხვებიც დავიცვათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა უკანასკნელია მსოფლიოში და ავღანეთმაც კი დაიწყო ვაქცინაცია, ყველაფერ ამის მიუხედავად, აღარ გვაქვს ფუფუნება თბილად ვისხდეთ. სისულელეა, თითქოს, კარავი ამახინჯებს იერს, გასასვლელი არაა, ბიგბენის გვერდითაც დგას ასეთი კარვები. მე ჩვენს მეგობრებთან ერთად დღეს ვაპირებ დავრჩე აქ, იმიტომ, რომ ამ უგუნურებისგან თავდასხმის საფრთხე ძალიან დიდია. დაიწყება მორიგეობა და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეძლებისდაგვარად, ჯანმრთელობა როგორც მისცემთ ამის საშუალებას, ამ ფერხულში ჩაერთვება. იმედი მაქვს, ბევრი თქვენგანიც. ამაღამ კრიტიკული ღამეა, ახლა ხომ იცით ბევრნი ვართ, თან აღარ გაგვაღიზიანეს, დილით საზიზღრობა ჩაიდინეს და როგორც კი შევცოტავდებით, ტურებივით შეიძლება მოგვეპარონ და ფეხვქვეშ გაგვთელონ. აქ იქნება რეგისტრაციის შესაძლებლობა, ვინც დარჩებით გაიარეთ რეგისტრაცია, ასევე ჩვენც პოლიტიკური ლიდერებიც გავაკეთებთ გრაფიკს და იქნება ცხელი კეთილი და თავისუფალი წერტილი. ეს ადგილია საქართველოს აგორა, ყველა საბოლოოდ აქ სიმართლის სათქმელად და სიმართლის დასამტკიცებლად მოდის. რაც შეეხება 26 თებერვალს დაგეგმილ აქციას, მსვლელობა ფილარმონიიდან 15:00 საათის ნაცვლად 13:00 საათზე დაიწყება. იმის გამო, რომ აქტივისტებმა სახლში დაბრუნება შეძლონ“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.



IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up