გიგი უგულავა ვადამდელ არჩევნებზე ელისაშვილის განცხადებაზე - ოფიციალურად ეს წინადადება არ ყოფილა, „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, სიტყვაზე ვნდობოდით - არ ვთვლით, რომ ეს არის კომპრომისი, მეტიც, ეს არის ხაფანგი

გიგი უგულავა ვადამდელ არჩევნებზე ელისაშვილის განცხადებაზე - ოფიციალურად ეს წინადადება არ ყოფილა, „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, სიტყვაზე ვნდობოდით - არ ვთვლით, რომ ეს არის კომპრომისი, მეტიც, ეს არის ხაფანგი

access_time2021-03-19 23:00:00

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნების" მხრიდან არ ყოფილა ოფიციალურად შეთავაზება, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.


„ქართულ ოცნებას“ უნდოდა, რომ სიტყვაზე ვნდობოდით და ეს აბსოლუტურად უგვანი წინადადება მიგვეღო დამალულად. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი შეთანხმება არსებობდეს საზოგადოებისგან დამალულად. წინადადება შინაარსობრივად სრული აბსურდია, მაგრამ კიდევ განსაკუთრებული სრული სიგიჟეა, როდესაც ეს წინადადება იქნება ასე დამალული“,- განაცხადა გიგი უგულავამ, როდესაც უპასუხა კითხვას, რა პოზიცია აქვს ოპოზიციას ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებზე გაჟღერებულ წინადადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ხმათა 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.


გიგი უგულავას განმარტებით, ოპოზიცია ამ წინადადებას არ იზიარებს, არ მიიჩნევს მათ კომპრომისულად და პირიქით, განიხილავს ამას როგორც ხელისუფლების მიერ დაგებულ ხაფანგს.


„პოლიტიკური ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მანამდეც ნათელი და დასამალი არაფერი არ არის. ჩვენ ამ პოზიციას არ ვიზიარებთ, არ ვთვლით, რომ ეს არის კომპრომისი, მეტიც, ეს არის ხაფანგი. ალეკო ელისაშვილს რაც შეეხება, მე მოვისმინე თითქოს რაღაც დიდ მწვერვალებს მიაღწია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო, მისგან განსხვავებით, მე საზოგადოებას ვეტყვი ერთ კომპონენტს და მერე დასკვნა თვითონ გამოიტანეთ რამდენად მზად არის თუნდაც სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით რაიმე წინსვლა დადოს „ქართულმა ოცნებამ“. მაგალითისთვის პროკურორის არჩევის საკითხი- „ქართული ოცნება“ თანხმდება პროკურორის პარლამენტიდან შერჩევის წესს ⅔-ით ანუ ოპოზიციის როლის გაზრდას პროკურორის დანიშვნაში 5 წლის შემდეგ და რატომ 5 წლის შემდეგ? იმიტომ, რომ თურმე შოთაძე ირაკლი არჩეულია და ხომ არ გადავირჩევთ?! ანუ „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმა წარმოუდგენია მინიმუმ 5 წლის შემდეგ და ამ 5 წელიწადში წარმოუდგენია, რომ შოთაძე იქნება მთავარი პროკურორი. ამიტომ, ასეთ წინადადებას მხოლოდ შეიძლება ალეკო ელისაშვილი დათანხმდეს, მეტი დედამიწის ზურგზე არავინ დათანხმდება“, - განაცხდა უგულავამ.



ცნობისთვის, „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა. „ეს ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.



IPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up