გიგი უგულავა: თუ კანონი არ ვარგოდა, ქართული ოცნება 7 წელი ხელისუფლებაშია და შეეძლო შეეცვალა

გიგი უგულავა: თუ კანონი არ ვარგოდა, ქართული ოცნება 7 წელი ხელისუფლებაშია და შეეძლო შეეცვალა

access_time2019-01-18 14:30:23

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა თბილისის მერის მხრიდან დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე წინა ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერას, აბსურდულს უწოდებს.


ასე გამოეხმაურა უგულავა კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ წინა ხელისუფლების დამსახურებაა რა მდგომარეობაშიცაა დედაქალაქი, რომ გააუქმეს რეგულაციები, ამოიღეს კანონიდან მნიშვნელოვანი შემაფერხებელი რეგულაციები. თბილისის მერმა 2009 წლის საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის შედეგად ექსპლუატაციაში მიღების გარეშე შენობაში ცხოვრების აკრძალვა გაუქმდა.


გიგი უგულავა განმარტავს, რომ 2009 წელს საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა ჯარიმები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრობდნენ. თბილისის ყოფილი მერის თქმით, დედაქალაქში ათი ათასობით ასეთი ადამიანია, განსაკუთრებით კი დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ მათ შორის სახელწიფო საკუთრებაშიც და ვერ ირეგისტრირებენ ფართს, ამიტომ ვერ შეჰყავდათ კომუნალური სერვისები.


დღეს ჩვენ ვიხილეთ ბატონი მერისგან გაშვერილი ხელი, თითქოს 2009 წელს შეიცვალა კანონი და ამ კანონის საფუძველზე არ არის კავშირში ერთმანეთთან შენობის ექსპლუატაციაში მიღება და იქ კომუნალური სერვისების შეყვანა. დიახ, ეს ასეა, დიახ, ეს სწორია და დიახ, უმრავლეს ქვეყნებში შენობის ექსპლუატაცია არ არის დაკავშირებული კომუნალური სერვისების იქ შეყვანასთან და ეს სწორია. აი, აქ უნდა დაესვა ბატონ კალაძეს წერტილი, მაგრამ, სამწუხაროდ, მან, როგორც სჩვევია, გამოავლინა პოლიტიკური ცვედნობა და კვლავ ხელი გაიშვირა წინა ხელისუფლებისკენ, - ამბობს უგულავა.


ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ კანონი მოქალაქეების სასარგებლოდ შეიცვალა. გიგი უგულავას თქმით, პრობლემაა არა თავად კანონი, არამედ მისი აღსრულება. ის ბოლო წლებში მსგავს შემთხვევებზე რეაგირების შესახებაც საუბრობს.



ექსპლუატაცია მიუღებელ შენობაში ადამიანი გაჭირვებისგან ცხოვრობს. და იმას კიდევ ჯარიმა უნდა დააკისრო ანუ ღარიბი კიდევ უფრო მეტად უნდა გააღარიბო? თან ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ადამიანები ამ ჯარიმებს ვერ გადაიხდიან. რატომ ვატყუებთ საზოგადოებას? კანონის პრობლემა არ არის, კანონის აღსრულების პრობლემაა. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, უკანასკნელ წლებში არც ერთ ასეთ შემთხვევაზე არც ერთი დამნაშავე გამოძიებას არ გამოუვლენია. არც ერთ ასეთ შემთხვევაში ფინანსური კომპენსაცია არც ერთ კომპანიას არ გაუწევია. ეს არის პრობლემა და არა კანონი, რომელიც 2009 წელს მოქალაქეების სასარგებლოდ შეიცვალა, - ამბობს უგულავა.


ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი აქვე აღნიშნავს, რომ თუ კანონი არ ვარგოდა, ქართული ოცნება 7 წელია ხელისუფლებაშია და შეეძლო შეეცვალა.


თუ მაინცდამაინც ეს კანონი არ ვარგოდა, 7 წელიწადია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, 3 წელიწადი ბატონი ნარმანია მერი იყო და დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაშია ასტრონომიულ ხელფასზე დანიშნული. მასაც შეეძლო, თუ მაინცდამაინც ცვლილებაა საჭირო. მაგრამ აქ ცვლილება არ არის საჭირო, აქ პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი საბაზისო და ერთადერთი ინსტინქტი არის გაიშვიროს ხელი წინამორბედისკენ; გაიშვიროს ხელი ნებისმიერი ადამიანისკენ, ოღონდ კი თვითონ არ იყოს პასუხისმგებელი რამეზე. და როდესაც ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ იღებს არაფერზე, ის ხელისუფლება ვერასდროს მოგვიტანს ჩვენ სიკეთეს, ვერასდროს მოუტანს კახი კალაძე სიკეთეს თბილისელებს, იმიტომ, რომ ერთი დღეც კი ვერ გაძლო პოლიტიკური კინკლაობის და პოლიტიკური გადაბრალების გარეშე, - ამბობს უგულავა.


მან ყაზტრანსგაზის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია კომპანიაში ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას შესვლასთან დაკავშირებით ნაწილობრივ მართალია. გიგი უგულავა ამბობს, რომ თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ყაზტრანსგაზი კალაძის საკუთრებაში იქნება, რადგან მაქაცარია და თბილისის მერი ბევრ საქმეში პარტნიორები არიან.


უგულავას თქმით, ყაზტრანსგაზი უნდა გასხვისდეს და კომპანია გახდეს განვითარებაზე ორიენტირებული.


ეს კომპანია უკვე მე-8 წელიწადია არც მიწისაა, არც ცისა. ანუ, არც სახელმწიფოსია, არც კერძოა. შესაბამისად, ამ კომპანიას არ აქვს განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგია. გამოსავალი არის ის, რომ სახელმწიფომ წამოიღოს, რისი ლეგალური ბერკეტიც არსებობს, და შემდეგ უნდა მოხდეს გამჭვირვალე საერთაშორისო ტენდერის ჩატარება, გასხვისება, მართლა ინვესტორის და არა ხვიჩა მაქაცარიას შემოყვანა, იმისათვის, რომ კომპანია განვითარებაზე იყოს ორიენტირებული, თანამშრომლებს ხელფასი იმდენი ჰქონდეთ, რომ უგულისყუროდ და გულცივად არ ეკიდებოდნენ თავიანთ სამუშაოებს; რომ ინვესტიცია ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში, რომელიც აბსოლუტურად მოძველებული და ამორტიზებულია. აი, ამისკენ უნდა იყოს მიმართული თბილისის მერის ძალისხმევა და არა 10 წლის წინანდელი კანონის დემონიზაციისკენ, რომელსაც თვითონ იშველიებს, სხვათაშორის, თავისი პოზიციის გასამყარებლად. თუ ეს ტრანზაქცია დასრულდა და მართლაც აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ხვიჩა მაქაცარია ყაზტრანსგაზის უკან და მფლობელად, მაშინ თბილისელებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს კომპანია იქნება კალაძის საკუთრებაში. ეს ორი ადამიანი არის პარტნიორი ძალიან ბევრ ბიზნესში, - ამბობს უგულავა.


დღეს გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ ამ დღეებში სამძიმრის გარდა სხვა დეტალებზე საუბარს არ აპირებდნენ, მაგრამ კახა კალაძის დღევანდელი განცხადება სამწუხაროდ, ცდება ჯანსაღი აზრის ყველა სტანდარტს, ადამიანობის ფარგლებს, სამსახურებრივ მოვალეობას და დაზარალებულ ადამიანებზე ფიქრის ნაცვლად მან მოიცალა პოლიტიკური კინკლაობისთვის. დღესვე, უგულავამ მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახებს და გამოჯანმრთელება უსურვა დაშავებულებს.


ტაბულა






დავის მედიატორის მიმართვა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისა და გაფიცული დასაქმებულებისადმი

დავის მედიატორის მიმართვა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისა და გაფიცული დასაქმებულებისადმი
access_time2019-05-19 21:53:45
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ჯორჯიან მანგანეზი“ პასუხობს დავის მედიატორის მიმართვას. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანია მზადაა, დასაქმებულებთან მოლაპარაკება აწარმოოს.   2019 წლის 18 მაისს, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნულმა მედიატორმა მიმართა, კანონით სავალდებულო...

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია
access_time2019-05-19 19:30:25
ეს ხომ მარაზმია, ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და დღევანდელი საარჩევნო პროცესი შეაფასა ხუხაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს ზუდიდში?! სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რამე უბედურება არ...

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...


მსგავსი სიახლეები

up