გიგი უგულავა - რადიკალური, კონსტიტუციური, ყველა მეთოდი იქნება გამოყენებული, რათა ვიგინდარა მამონა ჩამოშორდეს ქვეყანას

გიგი უგულავა - რადიკალური, კონსტიტუციური, ყველა მეთოდი იქნება გამოყენებული, რათა ვიგინდარა მამონა ჩამოშორდეს ქვეყანას

access_time2019-11-18 22:40:38

დამპალი ვაშლივით არის ივანიშვილი, სადაც მივიდა, ყველაფერი დაალპო, ყველაფერი გააფუჭა, ყველაფერი გააუფასურა, ყველა შეურაცხყო, არ არსებობს ამისი დარჩენა, ან წავა, ან ის წავა ცუდად, მეტი არჩევანი არა აქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

 

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, რადიკალური, კონსტიტუციური ყველა მეთოდი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ვიგინდარა მამონა, გადაღებილი მელია, ჩამოშორდეს ქვეყანას.

 

„ჩვენ ახლა ვიყავით ელჩებთან შეხვედრაზე. სრული ერთსულოვნებაა, რომ ივანიშვილი უდრის ქაოსს, ქაოსი უდრის სიღარიბეს, იმას, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას სტანჯავს. ყველამ უნდა გავიაზროთ, ვიდრე ივანიშვილი იქნება, იქნება ქაოსი და ვიდრე ქაოსი იქნება ამ ქვეყანაში, არც ინვესტიცია ჩაიდება, არც ვინმეს ხელფასი გაიზრდება და ა.შ. ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომ, გვინდა კეთილდღეობა? გვინდა მეგობრებო, განვითარება? გვინდა წინსვლა? მაშინ უნდა მოვაშოროთ ეს ვირეშმაკი აქედან. ამ გასაღებს ახლა მე პოლიციელებს გადავცემ და გაუგზავნონ. ეს არის თქვენი გასაღები, რომლითაც ეს ვირეშმაკები მიაკარით იქ, სადაც იყვნენ მთელი დღის განმავლობაში მიკრულები“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ამასთან, გიგი უგულავა აქციის მონაწილეების დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი რურუას დაკავება უკანონობაა.

 


„მინდა, მხნეობა ვუსურვო ჩვენს მეგობარს, გიორგი რურუას. ვინც არ იცნობთ, ის არის ჩვენი გარდაცვლილი თანამებრძოლის, ნიკა რურუას ძმა. ის, როგორც რიგითი ჯარისკაცი, მთელი ზაფხული აქციაზე 19:00 საათზე მოდიოდა თავის ლამაზ ცოლ-შვილთან ერთად, იჯდა ამ კუთხეში და ბოლო მიდიოდა. ცოლთან და პატარა წლინახევრის შვილთან ერთად. გუშინაც მთელი ღამე აქ იყო. აი, ეს არის მათი მეთოდი. თქვენ, პოლიციელებო, მინდა მოგმართოთ, ეს ადამიანი დაიჭირეს იარაღის ჩადებით. ნუ ლაპარაკობთ, რომ ადამიანის გამო მოვიდა „ქართული ოცნება“. როგორც კი გაგიჭირდათ, ყველა რჯულის ძალადობა ჩაიდინეთ. ყველა დაამცირეთ, საქართველო შეურაცხყავით და კიდევ აგრძელებთ აქ დგომას. რიგით პოლიციელებს გეუბნებით, თქვენი საქმე არ არის ამ ვიგინდარას მსახურება. თქვენი ამოცანა არის კანონის მსახურება. ან მოემსახურებით კანონს, ან ეს ვიგინდარა მიგატოვებთ პირველ რიგში. დარჩებით მარტო გაშიშვლებული კანონის წინაშე და ამას მიხედეთ. ჩაალაგეს სპეცრაზმელები „გალერია თბილისის“ წინ, ჩვეულებრივი ადამიანები ამოდიოდნენ მეტროდან და უყურებდნენ გამწარებული, გაგიჟებული რა ხდება? სინამდვილეში ამ კაცმა გადაწყვიტა ერთი რამე, ძალის დემონსტრირება. ვინ? ივანიშვილი ქართველ ხალხს ძალის დემონსტრირებით აშინებს. ეს არის დღევანდელი რეალობა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

მისივე თქმით, ცოტა ხანში კიდევ ერთხელ დაანონსდება მასშტაბური აქციის თარიღი.

 

„გამოვაცხადებთ პიკეტებს, სად იქნება პიკეტი, სად იქნება მწარე პიკეტი, სად არ შევუშვებთ, ვის არ შევუშვებთ და რატომ არ შევუშვებთ. ამათ ტყუილად ჰგონიათ ახლა რომ ჩავატარეთ ბიურო, აგერ დაიწყებთ ახლა იმ მონსტრი მოსამართლეების დამტკიცებას და ვნახავთ, რას იზამთ, სისხლის ფასი დაგიჯდებათ ყველაფერი ის, რასაც აკეთებთ. არ მოგცემთ სასამართლოს, არ მოგცემთ ამ ქვეყანას, არ მოგცემთ ამ ქალაქს, რადგან ჯიჯგნით და ყველაფერს აფუჭებთ. დამპალი ვაშლივით არის ეს ივანიშვილი, სადაც მივიდა ყველაფერი დაალპო, ყველაფერი გააფუჭა, ყველაფერი გააუფასურა. ყველა შეურაცხყო, არ არსებობს ამისი დარჩენა აქ, სადაც არის. ან ის წავა, ან ის წავა ცუდად, მეტი არჩევანი არ აქვს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

 

1 TV





1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული ვალის გამოსყიდვა ფონდ „ქართუს“ 37 მილიონი ლარი დაუჯდა

1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული ვალის გამოსყიდვა ფონდ „ქართუს“ 37 მილიონი ლარი დაუჯდა
access_time2020-07-14 19:00:24
2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ბახტაძის განცხადებით, იმ დროისთვის, დაახლოებით 600 000 მოქალაქე ე.წ. შავ სიაში იყო. აღნიშნულ მოქალაქეებს ბანკების მიმართ არსებული დავალიანება 2018 წლის 31 დეკემბრამდე გაუნულდებოდათ. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ საზოგადობას განუმარტა, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95%, ისეთი...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება
access_time2020-07-14 13:00:06
საქართველოს მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაასუბსიდირებს. ინიციატივა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე დაანონსდა. სუბსიდია შეეხება ყველა იმ იპოთეკური სესხის ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. პროექტის მიზანია დეველოპერულ სექტორში კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად მიღებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა და ფიზიკური პირებისთვის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის...

ნათია თურნავა - მიუნხენში რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება

ნათია თურნავა - მიუნხენში რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება
access_time2020-07-14 14:36:50
„ლუფთანზას“ შეუძლია, მიუნხენის მიმართულებით ნებისმიერ დროს აღადგინოს მიმოსვლა - ჩვენ შევეხმიანებით, თუ არის შესაძლებელი, რომ უკვე ივლისში დაიწყოს ფრენები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.   მისი თქმით, მიუნხენის აერპორტზე შეზღუდვა მოხსნილია და ყველაზე გვიან, რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან დაიწყება.   „გერმანიის მიმართულება არის ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც აღვადგენთ რეგულარულ ფრენებს....


მსგავსი სიახლეები

up