გიგი უგულავა - რა დილა თენდება, 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - ესტაფეტა გადაცემულია, ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე

გიგი უგულავა - რა დილა თენდება, 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - ესტაფეტა გადაცემულია, ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე

access_time2021-05-11 11:50:00

საქალაქო სასამართლოში, თბილისის აეროპორტში 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერის, ბრალდებულ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა.


„პროცესი ჩაინიშნა, სასამართლოდან თანაშემწე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ სხდომა 13 მაისს ჩატარდება. ინციდენტიდან დაახლოებით, ორი წელია გასული, შეიძლება მეტიც, არსებითი განხილვა აქამდე არ დაწყებულა“, - განაცხადა გელხაურმა.


პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა თავად უგულავამაც და აღნიშნა, რომ „ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება“.



„რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე. მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე“, - წერს უგულავა.


ცნობისთის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.


IPN.GE





500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up