გიგი უგულავა - „ოცნებამ“ გონივრული წინადადება უნდა მოიტანოს, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები

გიგი უგულავა - „ოცნებამ“ გონივრული წინადადება უნდა მოიტანოს, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები

access_time2020-11-16 15:44:00

ახლა „ქართულმა ოცნებამ“ გონივრული წინადადება უნდა მოიტანოს, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნასთან ერთად დგება მეორე საკითხი -„თამარ ჟვანიას და მისი ადმინისტრაციის ჩამოშორების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების“.



რაც შეეხება უშუალოდ ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას, როგორც უგულავა განმარტავს , კოლეგებს გააცნეს გეგმები,რაც ერთიანმა საორგანიზაციო ჯგუფმა მოამზადა. მათ შორის, ისაუბრეს 18 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე.



„ვისაუბრეთ 18 ნოემბერს, 10:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე. მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამოქალაქეს - თუ თვლი,რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა, გამოდი პროსპექტზე, დადექი შესაბამის სტიკერზე, დაიცავი სოციალური დისტანცია, ხელში დავიჭიროთ ამერიკის დროშა და ერთადერთი პლაკატი წარწერით -გაყალბებულია. ამ ეტაპზე სხვა, მეტი არანაირი მოთხოვნა არ გვაქვს, არანაირი სხვა მოთხოვნა არ შეიძლება იყოს. ერთადერთი ეს არის ფუნდამენტი, რაც გვაერთიანებს. ბუნებრივია, ასევე ვისაუბრეთ და ჩვენს სხვა დანარჩენ კოლეგებს გავაცანით ვინც პირდაპირ არ მონაწილეობს ელჩების მედიაციით გამართულ შეხვედრებზე, რა ვითარებაა, სად ვართ და რა მოლოდინი გვაქვს. ვთვლით, რომ აქაც პოლიტიკურმა ოპოზიციამ აბსოლუტური ერთიანობა აჩვენა და არავინ აპირებს სიყალბეში მინაწილეობას. ეს ძალიან მკაფიოდ დაფიქსირდა ბოლო შეხვედრაზე. შესაბამისად, ბურთი იმათ მოედანზეა და თუ შემდეგი რაუნდი ჩაინიშნა, ველოდებით, ბატონ თალაკვაძეს ახალი, უფრო რეალისტური წინადადებებით, რომელიც ქვეყანაში რეალურ დუღილს ასახავს და არა, უბრალოდ ივანიშვილის სურვილებს“, - განაცხადა უგულავამ.




მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა ილაპარაკოს რაც უნდა, ასევე იმის შესაძლებლობაც, რომ მარტო დარჩნეს პარლამენტში,მაგრამ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ იქნება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და დიდი ხანი მაინც ვერ გაძლებს.



IPN.GE 









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up