გიგი უგულავა - მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლამ გაჭრა და „ქართული ოცნების“ ყრუ კედელი მოირღვა

გიგი უგულავა - მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლამ გაჭრა და „ქართული ოცნების“ ყრუ კედელი მოირღვა

access_time2021-04-17 15:15:03

კარგია და მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორების ზეწოლამ გაჭრა და „ქართული ოცნების“ ყრუ კედელი მოირღვა, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მმართველი პარტიის მხრიდან მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერას.

როგორც უგულავამ ჟურნალსიტებს ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში მიიღებენ რაციონალურ დოკუმენტს, სადაც მხარეების მთავარი მოთხოვნები აისახება, რაც უგულავას შეფასებითვე, „განსაკუთრებით „ქართულ ოცნებას“ სახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაუტოვებს“.

როგორც უგულავა აცხადებს, ამავე დოკუმენტის ფარგლებში უნდა მოხდეს საკითხების დეტალიზაციასც.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია 3 საკითხზე ჩვენ თანხმობა გვქონდა გამოცხადებული, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია მთელი რიგი საკითხების დეტალიზაცია იმ8ისთვის, რომ არ მოხდეს ის, რაც 8 მარტის შარშანდელ შეთანხმების მსგავსად მოხდეს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა და 2 თვე უარყოფდა შემდეგ ამას. ამიტომ დოკუმენტი საჭიროებს მთელ რიგ დეტალიზაციას დოკუმენტისვე ფარგლებში. მისასალმებელია ასევე ის, რომ არჩილ თალაკვაძემ მისდა უნებურად გახსნა თემა რიგგარეშე არჩევნების, თუმცა, წინადადება, რაც მან თქვა 40%-იან ჩამკეტზე, მიუღებელია. აქამდე ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ გვესმოდა ქირქილი და დაცინვა, რომ პროცენტებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს და ისეც მოიგებენ და ასეც მოიგებენ. ახლა ვნახეთ როგორ უყურებენ თავიანთ შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ეს ნაწილი ჩვენთვის მისაღები არ არის, მაგრამ მისასალმებელია ის, რომ დაიძრა რიგგარეშე არჩევნებამდე როგორ მივდივართ ეს საკითხი. დეტალიზაციას მოითხოვს ცესკოს თავმჯდომარის საკითხიც. იქ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც იცვლება, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ არ უთქვამს, ვრცელდება თუ არა ახალი კანონი, რომელსაც მიიღებენ, ქალბატონ თამარ ჟვანიაზე. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია დარჩეს თამარ ჟვანია და მივიღოთ მონაწილეობა იმ არცევნებში, რომელსაც ჟვანია ჩაატარებს“, - განაცხადა უგულავამ

რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, როგორც უგულავა აცხადებს, ნიკა მელია პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს და დოკუმენტს ხელი თავად მოაწეროს.


„მიმაჩნია, რომ მკაფიოდ უნდა გამოიყოს ნიკა მელიას გათავისუფლება, როგორც წინაპირობა იმიტომ, რომ ამ პოლიტიკური პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია და მან უნდა მოაწეროს ხელი. ამიტომ არსებული დოკუმენტის ფარგლებში რომ არ იყოს გაურკვევლობები და საზოგადოება მომდევნო სამი თვის განმავლობაში არ დაღალოთ ეს ვიგულისხმე და შენ ის არ გიგულისხმია, ამიტომ არის დეტალიზაცია საჭირო. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში მივიღებთ რაციონალურ დოკუმენტს, სადაც მხარეების მთავარი მოთხოვნები ასახული იქნება ისე, რომ განსაკუთრებით „ქართულ ოცნებას“ სახის შენარჩუნების შესაძლებლობა ექნება.

რაც შეეხება ამნისტიას, იმ ფორმით ამნისტია, რომ ის რეალურად თუ შეეხება პოლიციელებს, დამრბევებს, თვალების დამთხრელებს, მათი დავალების მიმცემებს და ამის გაპრავება უნდა „ქართულ ოცნებას“, ეს ასე ვერ მოხდება. აქაც ბუნდოვანებაა. თუ ვრცელდება ამნისტია მარტო იმ მუხლზე, რომელი მუხლიც აქვს აქტივისტებს და ნიკა მელიას წაყენებული, ეს შეიძლება იყოს როგორც გამოსავალი. პოლიტპატიმრების საკითხზე ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ორი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს და ფორმები უნდა მოძებნოს „ქართულმა ოცნებამ“. სხვადასხვა შეხვედრაზე „ქარტული ოცნება“ ამის სხვადასხვა მოდელს ასახელებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში თანხმობა ნათქვამი არ არის. უნდა იყოს მკაფიოობა ვინ როდის გამოდის და რაზე ვჯერდებით, რომ მერე არ იყოს გაურკვევლობა. ბოლო შეხვედრაზე დეტალიზაცია იმიტომ არ მოხდა, რომ „ქართულმა“ ოცნებამ“ ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა და თქვა, რომ ჩვენ ამას ხელს არ მოვაწერთ“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამერთლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, ასევე „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.


Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up