გიგი უგულავა - ის, რაც კალაძისგან ვიხილეთ, ადამიანური ტრაგედიაა - სახედაკარგული ბრჭყალებით ეპოტინება ძალაუფლებას და ცოტა ფეხები უკანკალებს: „ვაიმე, დედა რა მეშველება“

გიგი უგულავა - ის, რაც კალაძისგან ვიხილეთ, ადამიანური ტრაგედიაა - სახედაკარგული ბრჭყალებით ეპოტინება ძალაუფლებას და ცოტა ფეხები უკანკალებს: „ვაიმე, დედა რა მეშველება“

access_time2021-10-19 13:20:17

ჩვენ უკვე ვხედავთ სახედაკარგულ ხელისუფლებას. ის, რაც გუშინ კალაძისგან ვიხილეთ, ადამიანური ტრაგედია იყო, სახედაკარგული, ძალაუფლების მოპოტინე ადამიანი, რომელიც ბრჭყალებით ეპოტინება ძალაუფლებას და ცოტა ფეხები უკანკალებს, - ამის შესახებ ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, როდესაც მმართველი პარტია საკუთარ ხალხს ეჯიბრება, ის შეჯიბრი დაწყებამდე უკვე დამარცხებულია.

„ჩვენ უკვე ვხედავთ სახედაკარგულ ხელისუფლებას. ხელისუფლება და ბატონი კალაძე იმის ნაცვლად რომ გვთავაზობდეს კონკრეტულ გეგმებს, პროგრამებს, საუბრობდეს, როგორ დავძლიოთ გაჭირვება, საუბრობდეს მთავარ პრობლემაზე, კოვიდზე, რომელიც მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, თუ ვინმეს „გაშავება“ უნდათ. ის, რაც გუშინ კალაძისგან ვიხილეთ, ადამიანური ტრაგედია იყო, სახედაკარგული, ძალაუფლების მოპოტინე ადამიანი, რომელიც ბრჭყალებით ეპოტინება ძალაუფლებას და ცოტა ფეხები უკანკალებს - „ვაიმე, დედა რა მეშველება“. ამხელა კაცია, ძალაუფლების გარეშე არ უცხოვრია? იცხოვრებს თანამდებობის გარეშე, რა მოხდა?! ეს თანამდებობა ძალაუფლებისთვის უნდა. მარტო ევრორემონტის ჩატარება და მერე „პლეიბოივით“ სიარული ქუჩაში არ არის მერობა“, - განაცხადა უგულავამ.

ამასთან, უგულავას შეფასებით, ხელისუფლება განწირულია და ეს არჩევნების პირველმა ტურმაც აჩვენა, სადაც მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი მარცხი იწვნია.

„რომელ დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვსაუბრობთ, დამაჯერებელი მარცხი იწვნიეს ყველა ქალაქში. ის, სადაც ოდნავი თავისუფლება და კონკურენციაა, მათ არჩევნები წააგეს. ვიგინდარების, ქურდბაცაცების პარტიად ჩამოყალიბდა „ქართული ოცნება“. სიტყვის თავისუფლებაზე გველაპარაკება ხელისუფლება და რა საგანგებო რეჟიმზე გადადის „იმედი“?! საგანგებო რეჟიმზე რომ გადახვიდე, ჯერ უნდა გამოხვიდე საგანგებო რეჟიმიდან. ეს არ შეიძლება, ქვეყნისთვის არის ცუდი. ხელისუფლება განწირულია ან ეს კონტრაქციის მოწყობა რა უგუნურებაა? უკვე დაწყებულია „მარშუტკების“ დაბევება, ხალხის აღრიცხვა, აქაც, ფოთშიც მიდის მასწავლებლების და საჯარო მოხელეების დაწიოკება, რომ თბილისში უნდა წაიყვანონ. როგორც კი ხელისუფლება ამ გზაზე დადგამს ფეხს, პირდაპირ ფოცხი ხვდება ცხვირში. ხელისუფლება, რომელიც ხალხთან იწყებს შეჯიბრს, ის აუცილებლად წააგებს, რადგან არათანაზომადი ძალებია, სხვადასხვა კატეგორიაა. როდესაც მმართველი პარტია ეჯიბრება საკუთარ ხალხს, ის შეჯიბრი დაწყებამდე უკვე დამარცხებულია და ამას ჩვენ უკვე ვხედავთ. ეს ისტერიკაც ამის მანიშნებელია“, - განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ „შხამის ნიაღვარი, რაც მოედინება, ბიძინა ივანიშვილის თავიდან მოსდის“.


„ეს ყველაფერი დამახასიათებელია ბიძინა ივანიშვილის მენტალობისთვის. აქ ერთი დიდი „მეგატვინი“, თუ ამას ტვინი შეიძლება ეწოდოს, უფრო შხამია, ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილი, მისი მენტალობა, მისი ღირებულებები, მისი დამოკიდებულება ინდივიდების მიმართ. ეს შხამის ნიაღვარი მოედინება ბიძინა ივანიშვილის თავიდან. მან გამოიყვანა „უტიფართა ჯიში“, „უკეთურთა ჯიში“, მატყუარების და ყველაფრის მკადრებლების. კალაძე რომ ვითომ თავს იკავებდა, ის არის ყველაფრისმკადრებელი განსხვავებით კობახიძისგან. კობახიძე არ არის ფულის მონა, კალაძე არის ფულის ხამი, ამიტომ სახიფათო ძალად ჩამოყალიბდნენ. ეს არის კომპრომატებით გაერთიანებული კრებული, რომელსაც პარტია პირობითად ჰქვია. მეორე ასპექტია მდინარაძის განცხადება, რომელსაც ვერ წარმოუდგენია არჩევნების წაგება. ვერც ხვდება ბატონი მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ პრაქტიკულად დიქტატორული რეჟიმი ვართო. ნორმალურ, დემოკრატიულ წესწყობილებაში შეიძლება ერთი ქალაქის მერი ერთი პარტიის წარმომადგენელი იყოს, სხვა ქალაქში, სხვა პარტიის წარმომადგენელი იყოს მერი და ა.შ. ამ თავისი ბჟუტურით მდინარაძემ თქვა, რომ ჩვენ ვართ ერთ სისტემაზე, ერთ კაცზე დაფუძნებული დიქტატურა, რომელსაც ერთი პატარა ხვრელიც თუ გაუჩნდა, იშლება მარტივ-მამრავლებად. ამას ამბობს მდინარაძე, რომ თუ ერთ ქალაქში მაინც გაიმარჯვებს ოპოზიცია, ის გახდება შავი ხვრელი, რომელიც დაანგრევს დიქტატურას, მაგრამ მოხდება პირიქით, რევოლუციური ბუნაგი კი არ გახდება, ზუსტად ის ქალაქი იქნება განვითარების და თავისუფლების ბრძოლის არეალი“, - განაცხადა უგულავამ.


Ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up