გიგი უგულავა - გრიგოლ ვაშაძის განმარტება ჩემთვის საკმარისია

გიგი უგულავა - გრიგოლ ვაშაძის განმარტება ჩემთვის საკმარისია

access_time2020-11-10 18:30:04

ჩვენ ვიხილეთ ბატონი გრიგოლის განმარტებაც, რომელიც ამ შემთხვევაში სრულად თავსებადია საერთო პოზიციასთან, ისევე როგორც მისი პარტიის პოზიციასთნ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას შეფასებით, ამ თვალსაზრისით საკითხი ამოწურულია.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას: „გრიგოლ ვაშაძის მეორე განცხადება, რომელიც რადიკალურად განსხვავებულია პირველი გაცხადებისგან, ჯერ ნიკა გვარამიას „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ გამოქვეყნდა თავად ვაშაძის „ფეისბუქზე“. ხომ არ ჩნდება კითხვა, არის თუ არა გრიგოლ ვაშაძის დაწერილი ის განცხადება და თავად მართავს თუ არა „ფეისბუქს“, უგულავა ამბობს, რომ მისთვის ეს საკითხი საერთოდ არ დგას.

„ჩემთვის ეგ საკითხი საერთოდ არ დგას, ეგ შეიძლება, თქვენთვის იდგეს, მაგრამ მე ამ ჭრილში საერთოდ არ ვუყურებ, მე ვუყურებ საჯარო განცხადებებს და ეს განმარტება ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისია, როგორც სხვა პარტიის წევრისთვის“, – აღნიშნა უგულავამ.

ამასთან, გიგი უგულავა ამბობს, რომ ერთსულოვანია პოლიტიკური ოპოზიციის პოზიცია, რომ დღევანდელ პარლამენტში მონაწილეობა ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას.


„პოლიტიკური ოპოზიციის, მათი, ვინც გაყალბებული ციფრებით ფორმალურად გადალახა ბარიერი, პოზიცია არის ერთსულოვანი, ისევე როგორც გარეთ დარჩენილების პოზიცია არის აბსოლუტურად ერთსულოვანი, დღევანდელ პარლამენტში, ამ სიყალბეში მონაწილეობა არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, არამედ ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას. მეტიც, ნიშნავს პირდაპირ კომპარტიაში შესვლას „ქართული ოცნების“ გავლით.

ამიტომ რაც უნდა გვერდითი განცხადებები არსებობდეს, მით უმეტეს, როცა ეს განცხადება განიმარტა, ეს პოზიცია არის უცვლელი, ამ პოზციას ჩვენ ყველა ერთად ვახმოვანებთ, დღეს კიდევ დამატებით გავაჟღერეთ. შემიძლია, 100 პროცენტით გითხრათ „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამიტომ მე ამ თვალსაზრისით პრობლემას ვერ ვხედავ, ჩვენი ბრძოლა არის მშვიდობიანი, მშვიდობიანი ქუჩის პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. რაც შეეხება დიალოგს, დიალოგი ვერ იარსებებს იმ პირობებში, როცა მეორე ხელით გიჭერენ და გაშანტაჟებენ, დიალოგი ვერ არსებობს, თუ არსებობენ პოლიტპატიმრები. ამიტომ სიტუაციის რადიკალიზაცია, ნებისმიერ ასეთ სცენარზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება ხელისუფლებას და პირადად ივანიშვილს, მის რეჟიმს. მან უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, მან უნდა გადადგას ნაბიჯი საერთაშორისო, ჩვენს ფასილიტატორებთან ერთად დიალოგის დაწყების, ოღონდ ისევ ვიმეროებ, ეს დიალოგი ჩვენთვის არ და ვერ იქნება მხოლოდ დიალოგი, ეს შეიძლება იყოს ხელახალ რჩევნებზე ახალი ადმინისტრაციით საუბარი“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. ვაშაძემ პარტიებს მიმართა, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up