გიგი უგულავა გიორგი გახარიას საპასუხოდ -ყავაზე არა, არტლის წვენზე, თან

გიგი უგულავა გიორგი გახარიას საპასუხოდ -ყავაზე არა, არტლის წვენზე, თან "ღიმილით" საწრუპის გამოყენებით

access_time2019-04-22 22:07:01

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა. „ყავაზე არა, არტლის წვენზე, თან "ღიმილით" საწრუპის გამოყენებით“, - დაწერა თავის „ფეისბუქგვერდზე“ გიგი უგულავამ.

ევროპული საქართველო" შს და ეკონომიკის მინისტრებს, გიორგი გახარიას და ნათია თურნავას პანკისში განვითარებულ მოვლენებთან და იქ ჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში იბარებს.

 

„ამ უმძიმესი ჩავარდნის, უპასუხისმგებლობის, გაუაზრებლობის, არათანმიმდევრულობის და უსამართლობის კომბინაციის შემდეგ, პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე უნდა მობრძანდეს როგორც შს მინისტრი ბატონი გახარია, ისე ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა და გაგვცენ პასუხი მარტივ კითხვებზე: რა გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული? რატომ დაგეგმეს ასე? რატომ გაირკვა, რომ ის, რამაც ეს გამოიწვია, თურმე გადალახვადი იყო? აუცილებელი იყო, რომ ასეთ შეტაკებას ჰქონოდა ადგილი, რომ გადაეფიქრებინათ თავიანთი პოზიცია? რამხელა უპასუხისმგებლობაა, ჯერ ასე მოქმედება და შემდეგ ფიქრი, რაც ზოგადად ივანიშვილის გუნდს ახასიათებს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

 

„ევროპული საქართველოს“ განცხადებასთან დაკავშირებით , შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო მოსმენა მაისის პირველ კვირაშია დაგეგმილი, სადაც მას მინისტრის საათის ფარგლებში ექნება გამოსვლა.


 

„მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე 4-ჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არცერთ ჩემი გუნდის წარმომადგენელს, მიმართოს და იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე - არ აქვს. მე როგორც ვიცი, მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენა „მინისტრის საათი“, მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ ჩემს ვალდებულებას შევასრულებ და მივალ. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

 

წყარო: 1TV






„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება 4 მლნ-იან კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება 4 მლნ-იან კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...

თბილისში ხეების ახალი დაავადება ვრცელდება - ამჯერად საფრთხე ცხენის წაბლს ემუქრება

თბილისში ხეების ახალი დაავადება ვრცელდება - ამჯერად საფრთხე ცხენის წაბლს ემუქრება
access_time2019-08-21 16:00:09
ბოლო წლებში თბილისსა და მის შემოგარენში ხე-მცენარეების დაზიანება და ხმობა ადვილად შესამჩნევი გახდა. ფიჭვების მასიურ ხმობაზე “კომერსანტმა“ ერთ-ერთი პირველმა დაიწყო საუბარი და ამ პრობლემას დღემდე აქტიურად აშუქებს.  ამჯერად  სხვა ჯიშის ხეების ახალ დაავადებაზე ვსაუბრობთ.  “კომერსანტმა“ შეამჩნია, რომ თბილისში, გიორგი წერეთლის ქუჩაზე 4 ცხენის წაბლი ხმება. ფოთლის ჭკნობა თავდაპირველად ერთ ხეს დაეწყო, რომელიც ცოტა...


მსგავსი სიახლეები

up