გიგი უგულავა - გადამგდები უნდა გადავაგდოთ, „ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ შევა, ვიდრე არ დაინიშნება პროპორციული რიგგარეშე არჩევნები

გიგი უგულავა - გადამგდები უნდა გადავაგდოთ, „ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ შევა, ვიდრე არ დაინიშნება პროპორციული რიგგარეშე არჩევნები

access_time2019-11-17 17:13:30

სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას საფრთხე, რომ ქვეყანა გაჩერდეს, ლარის კურსი დაეცეს და ეკონომიკური კოლაფსი შეიქმნას , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ვოლსკიმ უპასუხა მედიის კითხვას, შექმნილ ვითარებაში, როგორ აპირებს მმართველი გუნდი პარლამენტში მუშაობის გაგრძელებას.

 

„სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას საფრთხე, რომ ქვეყანა გაჩერდეს, ლარის კურსი დაეცეს და ეკონომიკური კოლაფსი შეიქმნას. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. ასე რომ, სამუშაო ბევრია. ბიუჯეტი გვაქვს სულაც დასამტკიცებელი“ ,- განაცხადა ვოლსკიმ.

 

რაც შეეხება იმას, არის თუ არა ხელისუფლება მზად, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და მათი მოთხოვნები განიხილოს, ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები კონსტიტუციასთან და რეგლამენტთან შეუსაბამოა.

 

„ადამიანებს, ვინც ამ მოთხოვნებს აყენებს, საკმაო ცოდნა აქვს იმისათვის, რომ ზუსტად იცოდნენ, მათი შემოთავაზებები არ შეესაბამება კონსტიტუციასა და რეგლამენტს“ ,- აღნიშნა ვოლსკიმ და აქვე დასძინა, რომ მომიტინგეთა დიდ ნაწილში გაურკვევლობაა.

 

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

 


აქციას „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილებიდან მსვლელობით შეუერთდნენ. აქციაში მონაწილეობენ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტებიც.

 

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა გარდამავალი მთავრობის პირობებში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა. პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ასევე, დღეს აქცია დაგეგმილი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“.

 

აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცბიძინა ივანიშვილს აქვს ფული, ძალაუფლება, მაგრამ აღარ აქვს ლეგიტიმაცია, არ აქვს ნამუსი, არ აქვს ამ ქვეყანაში თანამდებობაზე დარჩენის უფლება, გადამგდები უნდა გადავაგდოთ, გადამგდები უნდა წავიდეს, მოშორდეს და ვინც ამას წინ აღუდგება, გადაიჩეხება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

 

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, დღეს საქართველოში არის მორალური კრიზისია და შეუძლებელია ამის ატანა.

 

„ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის მორალური კრიზისი, რადგან საუკუნის მზაკვრობა, რომელიც მან იკადრა, საუკუნეები გაყვება ამ ქვეყანას, როგორც ტკივილი. არ იქნება დავიწყებული, ვიდრე უკანასკნელი ქართველი გული ძგერს, ვიდრე სიმართლე და თავისუფლება არის შეულახავი, ვიდრე თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები შეიკრიბებიან აქ. გადაკვეთენ დე ფაქტო საოკუპაციო საზღვარს, მივლენ იქ არ შეუშინდებიან, რადგან ივანიშვილს ერთადერთი, რაც უნდა ჩვენ შეგვაშინოს, რადგან თავად არის შეშინებული. მთელმა სამყარომ გაიგო, რომ ეს მამონა არის გადამგდები და მოსაშორებელი. ბევრი თქვენგანი წუხს, რა არის ჩვენი გეგმა, როგორ უნდა მოვაშოროთ ეს ადამიანი გადამგდები, მატყუარა, ვიგინდარა აფერისტი ქვეყანას? ეს არ იქნება მარტივი ბრძოლა, პირველი ეტაპი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მოღალატე პარლამენტარებმა ვეღარ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ხართ ამაზე თანახმა? თუ ეს მოღალატეები შევიდნენ პარლამენტში, ისინი საშვილიშვილოდ, სამისდღემჩიოდ დაგვასვამენ მურუსიძეს, თავზე დაგვასამენ უდიპლომო ნაგავს, უსინდისოებს, რადგან მერე საშვილიშვილოდ გაიხანგრძლივონ მმართველობა. ამიტომ მეგობრებო, ყოველი მათი მუშაობის დღე არის სახიფათო, რადგან ივანიშვილი უდრის ქაოსს, ქაოსი უდრის სიღარიბეს, სიღარიბე კიდევ ყველა ჩვენგანის ტანჯავს ყველა, ყველა ადამიანს, გარდა ბიძინასი და თავისი შაიკის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

მისივე თქმით, დღევანდელი დღე იქნება გარდამტეხი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში დარჩენილებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი ხვალიდან აღარ მუშაობენ პარლამენტის შენობაში.

 

„ჩვენ არაფერში არ გვჭირდება ეს შენობა, არც კანცელარიის შენობა, არც მერიის და არც ერთი სახელმწიფო უწყების შენობა. 20 ივნისს მათ ჩვენ ცილი დაგვწამეს, თითქოს ჩვენ ამ შენობის აღებას ვაპირებდით. არა მეგობრებო, პარლამენტი არის ადგილი, სადაც ადამიანები ლაპარაკობენ. ამ შენობაში ადამიანები აღარ დარჩნენ, ამიტომ ჩვენი ადგილი იქ არ არის. ძალიან მიხარია, რომ გამოასეირნეს სპეცრაზმი და გაძეძგეს სპეცრაზმით. ამ კვირა დღეს ყაზარმში ჯდომას ჯობია, კობახიძის და თალაკვაძის კაბინეტში ჯდომა. მოგესალმებით მანდ, იჯექით, თქვენ არავინ არ შეგაწუხებთ. „ქართული ოცნების“ არც ერთი დეპუტატი ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთ კარებიდან. შევახსენებ თავმჯდომარეს, ვერც გვირაბით ვერ შეხვალთ, ვიცით, სადაც არსებობს და სადაც ამოდის ეს გვირაბი, ვერც გვირაბით შეხვალთ. ჩვენ კონსტიტუციას ვიცავთ, ჩვენ გვაქვს უფლება, არ მივცეთ მოძალადე, მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება. მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ პირველ ნაბიჯს განვახორციელებთ, წავუყენებთ პირობას და პირობა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი“, – განაცხადა უგულავამ.

 

მისივე თქმით, მორალური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარება.

 

„მარტო ერთხელ გაიხსნება პარლამენტის კარები, როდესაც ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას. არ იქნება საკმარისი პარლამენტი? შემდეგი კანცელარია იქნება, საკრებულო, მერია, სხვა ქალაქები, რაიონული ცენტრები. „ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი არც ერთ სახელმწიფო უწყებაში არ შევა, ვიდრე არ დაინიშნება პროპორციული რიგგარეშე არჩევნები და თუ არ დაინიშნება, მაშინ ისინი ვერ შეასრულებენ თავის მოვალეობას. რამდენი სპეცრაზმიც გაყვთ მოიყვანეთ, შემოიყვანეთ, დააყენეთ ჩვენს გვერდით. პოლიცია ჩვენ ვართ, ხალხი ჩვენ ვართ, სიმართლე ჩვენსკენაა. შეუძლებელია ამის ატანა, ჩვენ დაგვამცირეს, მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად გამოგვაცხადეს, ივანიშვილმა გადაგვაგდო ახლა დროა, ჩვენ გადავაგდოთ ივანიშვილი. ჩვენ ვნანობთ პატიოსნებას, როდესაც 20 ივნისის შემდეგ ვენდეთ ამ ვიგინდარას, არავითარი ნდობა აღარ არსებობს, ან შეცვლით კანონს, ან დააბრუნებთ პროპორციულს, ან თქვენ თვითონვე გადაყვებით ამას. მადლობა მხნეობისთვის, წარმატებისთვის ვართ განწირული და წარმატება იქნება აუცილებლად“, – განაცხადა უგულავამ. 

1 tv




„ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის დაუფიქრებელი“ - 4 მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს ჯანდაცვა მომგებიანი ბიზნესი

„ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის დაუფიქრებელი“ - 4 მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს ჯანდაცვა მომგებიანი ბიზნესი
access_time2019-12-12 10:00:40
„ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის მინიმუმ დაუფიქრებელი, მე არ მესმის მინისტრი სიღრმისეულად რას გულისხმობდა, მაგრამ რასაც არ უნდა გულისხმობდეს, შეუძლებელია  საბაზრო ეკონომიკის პირობებში ესეთი რაღაც თქვა“, - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი“ რამაზ გერლიანი. როგორც ცნობილია, ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი ბიზნესი....

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...


მსგავსი სიახლეები

up