გიგი უგულავა - ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა

გიგი უგულავა - ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა

access_time2020-11-12 21:39:58

საბოლოოდ, ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა,-ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა.



როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა 360 გრადუსი განმარტა, მოლაპარაკებების მიუხედავად, შაბათს, 14 ნოემბერს საპროტესტო აქცია მაინც ჩატარდება.



“არ არს დაფარული, რაც არა გაცხადდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, არც დაფარული არის რაიმე და არც რაიმეს გაცხადება არ სჭირდება. რასაც საჯაროდ ვამბობთ, იმას ვამბობთ ელჩებთანაც. რა გგონიათ, გარეთ სხვას ვლაპარაკობთ და შიგნით სხვას?!კომპრომისი რაში შეიძლება იყოს?! ჩვენი პოზიცია ვუთხარით. გუშინდელ და დღევანდელ დღეს შორის განსხვავება ფორმაშია. იმის გამო, რომ შუაში ელჩები სხედან და იმის გამო, რომ ბატონმა თალაკვაძემ ინება და მობრძანდა, უკვე საუბრის ფორმა მისცა, მან მოისმინა სრულიად ოპოზიციის პოზიცია და ჩაიწერა. რა არ იცოდა? ყოველდღე ესმის ფანჯრების ქვემოდან შეძახილი. ახალი არის პროცესი, რომელშიც ხელისუფლება შემოვიდა. რითი დამთავრდება, ვერ გეტყვით“,-განაცხადა უგულავამ.




მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის ინიციატორები საქართველოს პარტნიორები იყვნენ.



„აქამდე ხელისუფლება ჭირვეულობდა, მხოლოდ დიალოგზე საუბრობდა ვერბალურად.გვესმოდა მესიჯ - ბოქსი გახარიადან. უნდა ითქვას, რომ კობახიძე თანამიმდევრულია, არავითარ დიალოგს არ ითხოვს, გარდა პირდაპირ ჩვენი დახვრეტისა. მკაფიოდ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, ეს პროცესი არ ანაცვლებს არაფერს, პირიქით, ეს პროცესი იმიტომ დაიწყო, რომ ხალხის პროტესტია ქუჩაში. ისინი მტკიცედ ითხოვენ გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას. აბსოლუტურად მტკიცე ერთსულოვნება არსებობს ოპოზიციაში. საბოლოოდ, ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. ამიტომ, მეგობრებო, შაბათს, 15:00 სთ-ზე ვიკრიბებით. ქუჩის პროტესტი გაგრძელდება. აბა, ამ დიალოგს მეორედ მოსვლამდე გაგვიწელავენ“, - განაცხადა უგულავამ.



ცნობისთვის, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატები.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up