გიგი უგულავა  - „ჭირვეულის მორჯულება“ ხდება - ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა

გიგი უგულავა - „ჭირვეულის მორჯულება“ ხდება - ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა

access_time2020-12-28 18:40:03

ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზეა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.



მისივე თქმით, ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმში - ეს არის ფაქტი და დანარჩენი ყველაფერი არის, სურვილები, სპეკულაციები და ბიძინა ივანიშვილთან ქულების ჩაწერის მცდელობები.



"ჩვენ ვნახეთ ფაქტი, რომ პირველი მოწვევა და პარლამენტის მომდევნოსხდომებზე “ქართული ოცნება” არის მარტო. ჩვენ ვნახეთ ფაქტები, რომ 50-ზე მეტმა დეპუტატმა შეიტანა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და ჩვენ ასევე, მიუხედავად ბაქიბუქისა “ქართული ოცნების” მხრიდან ვხედავთ ფაქტებს, რომ მათ შეეძლოთ ამ განცხადებების კენჭისყრა ამ კვირაში, მაგრამ გადადეს ერთი თვით. მათ შეეძლოთ ის დრაკონული კანონები, ანტიკონსტიტუციური კანონები მიეღოთ ამ კვირაში, მაგრამ განუსაზღვრელი დროით გადადეს. ეს იმისთვის არის, რომ ისინი ბაქიბუქობენ, მაგრამ ნელ-ნელა მაინც “ჭირვეულის მორჯულება” ხდება და გრძნობენ, რომ გამოსავალი არანაირი არ არის, არც კანონების მიღებაში, არც უფლებამოსილების შეწყვეტაში. ოპოზიციამ საშინაო დავალება პირნათლად შეასრულა, ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზე, ამიტომ ხელისუფლებამ გაწელა ეს პროცესი?! მაშინ თვითონვე მოვა მოლაპარაკებების მაგიდასთან. ხელისუფლება და უმრავლესობა არის მარტო და ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმში ეს არის ფაქტი, დანარჩენი ყველაფერი არის, სურვილები, სპეკულაციები და ივანიშვილთან ქულების ჩაწერის მცდელობები”, - განაცხადა უგულავამ.




გარდა ამის,ა გიგი უგულავამ კოლეგა ოპოზიციოონერებს მოუწოდა, რომ გამოსვლების დროს თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან და იყვნენ მოზომილები.



“მინდა მოვუწოდო ჩემს ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, რომ უხეში და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან თავი შეიკავონ, იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ ფუნდამენტურ საკითხზე რასაც ჰქვია არჩევნების მიმართ დამოკიდებულება, რომ ის ტოტალურად გაყალბდა და სამწუხაროდ, ბოიკოტი არის ერთადერთი სწორი ფორმა, ამაში ვართ ერთიანი, ამიტომ გამონათქვამები უნდა მოვზომოთ იმისათვის, რომ ვიყოთ მოზომილები და იმისათვის, რომ ერთიანობას საფრთხე არ შეექმნას”, - განაცხადა გიგი უგულავამ.



IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up