გიგი უგულავა არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე - ამ ვითარებაში რა პარლამენტზე ვლაპარაკობთ? ვინც არიან, ისინიც უნდა გამოვიდნენ

გიგი უგულავა არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე - ამ ვითარებაში რა პარლამენტზე ვლაპარაკობთ? ვინც არიან, ისინიც უნდა გამოვიდნენ

access_time2021-02-25 14:30:00

„23 თებერვალს, როდესაც აქ შტურმით შემოვარდა ორი ათასი ადამიანი და დააპატიმრა ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, წერტილი დაესვა ყველანაირ ილუზიას, რომ ვინმე პარლამენტში უკანა კარიდან, თუ წინა სადღესასწაულო კარიდან შევა“,- ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა არჩილ თალაკვაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება.


გიგი უგულავას თქმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს წერტილი დაესვა.


„თალაკვაძისნაირი ბრიყვების განცხადებაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე რომ გამოდის და იძახის, ოპოზიცია შემოვა პარლამენტშიო, საერთოდ ხვდებით ალბათ, რომ ეს საკითხი შეკითხვის დასმის დონეზეც არაადეკვატურია. ამ ვითარებაში რა პარლამენტზე ვლაპარაკობთ? ვინც არიან, ისინიც უნდა გამოვიდნენ პარლამენტიდან. ეს დისკუსი დამთავრდა ხალხო და თუთიყუშებივით რამდენიც გაიმეორებთ, თქვენ ჩავარდებით უხერხულ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ დაემსგავსებით კოლექტიურ თალაკვაძეს.


დღეს საკითხი სხვანაირად დგას. 23 თებერვალს, როდესაც აქ შტურმით შემოვარდა ორიათასი ადამიანი და დააპატიმრეს ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, წერტილი დაესვა ყველანაირ ილუზიას, რომ ვინმე პარლამენტში უკანა კარიდან თუ წინა სადღესასწაულო კარიდან შევა. პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე წერტილი დასმულია და ეს საკითხი აღარ იხილება. საკითხი დგას ძალიან მკაფიოდ: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, რიგგარეშე არჩევნები. სხვა თემა არ არსებობს“, - განაცხადა უგულავამ.



ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება. თალაკვაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებებისთვის სრული მზადყოფნა აქვს.



IPN.GE









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up