გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი

access_time2021-08-02 13:00:52

„სეისმურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და დაინტერესებული მეცნიერებისა თუ პოტენციური ინვესტორებისთვის ის, პრაქტიკულად, დახურულია“, -ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის“  ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრისკენ მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მოუწოდა. სწორედ ილიუნის ერთეულია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“, რომელიც  ფლობს და ამუშავებს სეისმურ მონაცემებს. პრობლემის ირგვლივ და იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი, „კომერსანტი“ არჩილ კაიკაციშვილს ესაუბრა.

 

  • არჩილ, რამ გამოიწვია „ახალგზრდა ადვოკატების“ სეისმური მონაცემების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის პრობლემით დაინტერესება?

 

არსებული პრობლემის თაობაზე ორგანიზაციას გეოფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მოგვმართეს და გვთხოვეს ადვოკატირება. მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ პრობლემა რეალურად არსებობს. ამდენად, ორგანიზაცია დაინტერესდა საკითხის შესწავლით და სხვადასხვა უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, აქვს თუ არა სახელმწიფოს სეისმური უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და ერთიანი ხედვა. ამასთან, რამდენად ხელმისწავდომია ან ღია უნდა იყოს სეისმური მონაცემები დაინტერესებული პირებისთვის, მეტადრე სფეროს კვლევით დაინტერესებული მეცნიერებისთვის, რომელთა პრეტენზიები სეისმური მონაცემების ხელმისწავდომობაზე - სამართლიანია.

 

  • რა გაძლევთ იმის ცალსახად განცხადების საფუძველს, რომ მეცნიერების პრეტენზიები სეისმური მონაცემების ხელმიოსაწვდომობაზე სამართლიანია?

 

მუშაობის პროცესში გამოირკვა და დადასტურდა, რომ მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით) ყველა ქვეყანაში ღიაა, გარდა ისეთი მმართველობის მქონე ქვეყნებისა, როგორიც ჩრდილოეთ კორეა და რუსეთია. გამოდის, რომამ ტიპის ინფორმაციის გაუმჭვირვალობა და მასზე ხელმისწავდომობაზე არსებული ბარიერები, სადღეისოდ, ამ თვალსაზრისით, საქართველოს სწორედ ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის გვერდით აყენებს. არ მგონია, რომ ეს ვინმეს სიამოვნებდეს, მათ შორის, ვფიქრობ, თუ დღემდე ასე არ შეუხედავს საკითხისთვის, ხვალ-ზეგ უკვე ამგვარად აღიქვამს ამ პრობლემას ილიაუნის რექტორი, ცნობილი მეცნიერი, ბატონი გიგა ზედანია და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენს.

 

სხვაგვარად უსამართლოსთან ერთად, წარმოუდგენლად მიმაჩნია. „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“, რომელსაც წლებია ქალბატონი თეა გოდოლაძე ხელმძღვანელობს, სწორედ ილიაუნის ქვემდებარე სამეცნიერო დაწესებულებაა და მისი დახურულობა პირდაპირ აზიანებს საქართველოს ამ ერთ-ერთი წარმატებული საგანმანათლებლო კერის რეპუტაციას.

 

  • საკითხზე მუშაობისას რა მნიშვნელოვანი გარემოებები და დეტალები გამოიკვეთა?

 

გამოიკვეთა ის, რომ როგორც აღმოჩნდა, „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“ უბრალოდ უარს ამბობს ყველასთვის ხელმისწავდომი გახადოს სეისმური მონაცემები. შესაბამისად, დაინტერესებული მეცნიერები მეცნიერები აღნიშნულ მონაცემებს იღებენ მხოლოდ საერთაშორისო ბაზებიდან, სადაც განთავსებულია მხოლოდ მწირი მონაცემები მაგნიტუდა 3-ის ზემოთ საქართველოს ტერიტორიისთვის.მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ არსებულ მონაცემებს „სეისმური მონიტორინგის ცენტრი“, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, უბრალოდ მალავს.


 

ჩვენ ასევე წერილით მივმართეთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას საიდანაც მივიღეთ პასუხი და ოფიციალური პოზიცია საკითხზე, თუ ვის ეკუთვნის სეისმური მონაცემები საქართველოში. - აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება მიიჩნევს, რომ მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის მოთხოვნა მისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში“ დაცული ე.წ. საწყისს მონაცემთა ბაზაზე ხელმისწვდომობასთან დაკავშირებით - სამართლიანია.აკადემიისთვის ისიც ცნობილია, რომ ილიას უნივერსიტეტის შესაბამისი ერთეულის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე, კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს ამ მონაცემების გადაცემაზე.

 

იურიდიული მოცემულობა ასეთია, - მეცნიერებათა აკადემიას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, ასეთ შემთხვევაში, რაიმე დირექტიული გადაწყვეტილების მისაღებად და საკითხზე მიუკერძოებელი და ობიექტური კომისიის შექმნაც შეუძლებელია, ვინაიდან საქართველოში ამ დარგის ყველა სპეციალისტი წარმოადგენს ან ერთ, ან მეორე მხარეს. შესაბამისად, კომისიის მუშაობა კვლავ უსაშველო დავად გადაიქცევა. მე ვფიქრობ, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება სასამართლოსმოუწევს.

 

კვლევის პროცესში, ბევრი საეჭვო გარემოება გამოჩნდა, რომელიც დადასტურების შემთხვევაში, ილიაუნის რეპუტაციას საგრძნობლად დააზიანებს. სასამართლოში გარკვევამდე, სჯობს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ საკითხის შიდა მოკვლევა ჩაატაროს და თავადვე დარწმუნდება, რომ ქართველ მეცნიერებს სეისმური მონიტორინგის ცენტრი უსამართლოდ ექცევა. საეჭვოა აგრეთვე ცენტრის ხელმძღვანელობის პოზიციების სიხისტე 2010 წლიდან დღემდე სეისმური ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. საინტერესოა, რა მონაცემებზე დაყრდნობით კეთდებოდა კეთდებოდა სხვადასხვა შენობისა თუ ინფრასტრუქტურული პროექტების სეისმური უსაფრთხოების რუკები ამ პერიოდში? რაიმე კარტელურ გარიგებასთან ან თანამდებობრივ გადაცდომასთან ხომ არ გვაქვს საქმე? ჩვენ წერილებზე ამომწურავი პასუხები, ამ საკითხებსაც მოფენს ნათელს.

 

„აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდა ადვოკატები“ აგრძელებს საკითხზე ადვოკატირებას. გარდა მეცნიერებათა აკადემიისა, ორგანიზაციამ უკვე მიმართა ასევე საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს,თავად „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს“, ასევე ნ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტს.

 

შესაბამისად, მიღებული პასუხებისა და ინფორმაციის დამუშავების კვალდაკვალ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, საკითხი დაისვას, მათ შორის საერთო სასამართლოების გზითაც, თუკი სეისმური მონაცემების ხელმისწავდომობის პრობლემა არ გადაწყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up