გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ბექა ბასილაია დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ბექა ბასილაია დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

access_time2019-11-18 21:58:20

თაბუკაშვილის საპატრულო პოლიციის სამართველო „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ხელწერილის საფუძველზე დატოვა. დაკავებულთა დანარჩენი ნაწილი დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. მათ შორის არიან აქციის ორგანიზატორები: გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, ასევე ადვოკატი ბექა ბასილაია.

 

 

,,დაკავების ოქმში რაც ჩაწერეს, არის იგივე მუხლები, რისთვისაც არაერთხელ ვყავარ დაკავებული. დამაკავეს 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც ხულიგნობასა და დაუმორჩილებას გულისხმობს, ეს დაკავება ცალსახად პოლიტიკურია. ჩვენ ვახდენდით ჩიტაძის ქუჩაზე პარლამენტის წინა შესასვლელის პიკეტირებას, როდესაც დაიძრა სპეცრაზმი და დავსხედით ქვაფენილზე, სპეცრაზმმა დაიწყო ჩვეულებრივი გადავლა, რა დროსაც მე ვეხმარებოდი ადამიანებს ფეხზე წამოდგომაში. ამის შემდეგ ერთადერთი რისი საშუალებაც იყო, ფიზიკური ძალით დაგვეკავებინა სპეცდანიშნულების რაზმი, რომ ადამიანები არ გაეჭყლიტათ, რასაც მეც ვაკეთებდი - პირადად ვაკავებდი ერთ-ერთ სპეცრაზმელს. გამათავისუფლეს ხელწერილით ალბათ იმიტომ, რომ პოლიტიკური ფიგურა ვარ, მეეჭვება დაკავებულების დანარჩენ ნაწილი დღეს გაანთავისუფლონ, მათ ალბათ, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოუწევთ ღამის გატარება. დამაწერინეს ხელწერილი, თუ საგამოძიებო ორგანოები დამიძახებენ გამოვცხადდე," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ


 

 

IPN





საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2019-12-08 18:43:35
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დაიწყო. სასტუმრო შერატონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით...

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს
access_time2019-12-08 20:00:01
  2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.   სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი
access_time2019-12-08 14:00:22
2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.   გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.   Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს...


მსგავსი სიახლეები

up