გიგა ბოკერია - ტექნიკურად შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და იქამდე უნდა მოხდეს შეთანხმება იმ წესების შეცვლაზე, რამაც ნაწილობრივ მიგვიყვანა კრიზისამდე

გიგა ბოკერია - ტექნიკურად შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და იქამდე უნდა მოხდეს შეთანხმება იმ წესების შეცვლაზე, რამაც ნაწილობრივ მიგვიყვანა კრიზისამდე

access_time2020-11-20 22:30:00

ტექნიკურად შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და იქამდე უნდა მოხდეს შეთანხმება იმ წესების შეცვლაზე, რამაც ნაწილობრივ მიგვიყვანა კრიზისამდე, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ.

ბოკერია მიიჩნევს, რომ ახალი ნორმალური არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„როდესაც ამ შეგნებამდე მივლენ ივანიშვილი და მისი გარემოცვა, მერე ექნება აზრი როგორ, როდის მოხდება ეს. ვიდრე ეს არ მოხდება, მანამდე ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. ტექნიკურად აბსოლუტურად გაკეთებადია, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და იქამდე უნდა მოხდეს შეთანხმება იმ წესების შეცვლაზე რამაც ნაწილობრივ მიგვიყვანა ამ კრიზისამდე. ვგულისხმობ მარტო ჟვანიას საკითხს კი არა, მთელი წყებაა, დაწყებული პოლიტპატიმრებით. როცა მოვა გონს ივანიშვილი, მერე უკვე ტექნიკური საკითხია, როგორ განხორციელდება ეს. მაგრამ საკითხის ასე დასმა, რომ ამ პარლამენტში შევიდეს ვინმე, მე „ევროპული საქართველოს“ სახელით შემიძლია, გითხრათ, ეს გამორიცხულია.

ივანიშვილს აქვს ნდობა ნული, რადგან გამოცდილება აქვს ყველას. ამიტომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს და რომ დაინიშნება, მერე ვისაუბროთ ტექნიკურ ნაწილზე. ეს არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საკითხი და მათ შორის, ეს არ ესმით ჯერ, მაგრამ პერსონალურად ივანიშვილისთვისაც და მისი გარემოცვისთვისაც გადარჩენის საკითხი.​ პრინციპული პოზიცია „ქართული ოცნების“, ეს არის ოქსიმორონი, როგორც ცხელი თოვლი, როგორც იტყვიან. ისე გადათქვამენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


დღეს დილიდან საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ცალ-ცალკე ხვდებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. შეხვედრები ამ დროისთვის დასრულებულია.

1tv.ge




LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up