გიგა ბოკერია შრომის კოდექსში შესაძლო ცვლილებებს მარქსისტულ სისულელეს უწოდებს

გიგა ბოკერია შრომის კოდექსში შესაძლო ცვლილებებს მარქსისტულ სისულელეს უწოდებს

access_time2019-09-21 14:30:18

ივანიშვილის გუნდი აგრძელებს მავნებლობას და ქედმაღლურ დამოკიდებულებას, რომ ზრუნავენ ჩვენზე იმაზე უკეთ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებდით საკუთარ თავზე, თანაც, ჩვენი ფულით , – აღნიშნული შესახებ  ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ბოკერია მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის შენელებისა და მაღალი უმუშევრობის პირობებში, სამუშაო საათების შეზღუდვა  ბარიერი გახდება ადამიანებისთვის, თუ როგორ შეინახონ ოჯახები.

 

„ივანიშვილის გუნდი აგრძელებს მავნებლობას და ამ ქედმაღლურ, კლასიკურ, ულტრასოციალისტური მე-19 საუკუნის მარქსისტულ დამოკიდებულებას, რომ ისინი ზრუნავენ ჩვენზე იმაზე უკეთ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებდით საკუთარ თავზე, თან ჩვენს ხარჯზე და ჩვენი ფულით, ყველას ფულით. ამ გაჭირვების ფონზე, მავნებლური მარქსისტული სისულელეების ნაცვლად, თუ ჩვენი მოქალაქეების დახმარება და მათთვის პირობების გაუმჯობესება უნდათ, გადასახადები დაწიონ; ნაკლები ფული წაართვან მათ მიერ შექმნილი დოვლათიდან, საკუთარი ან ნებისმიერი ბიუროკრატიისთვის. ეს არის „დახმარება“, საკუთარივე ზიანის შემცირება, რადგან საგადასახადო ტვირთი გაიზარდა მაშინ, როცა ეკონომიკური ზრდა შენელდა. რეგულაციებმა კიდევ უფრო დაახრჩო ეკონომიკა და ამას საკუთარ თავზე იმკის ყველა მოქალაქე. იგივე შეეხება საპენსიო რეფორმას, რომელიც რეალურად არის  გადასახადის იძულებით გაზრდა. თუ ადამიანს არ შეუძლია იმდენი იმუშაოს, რამდენიც მას სურს, ბუნებრივია, ნაკლები შემოსავალი ექნება, ვიდრე შეიძლება, ჰქონოდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


 

ამასთან, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია  გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას, არამედ უკრძალავს დამსაქმებელს, რომ დასქმებულს დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს.


1 არხი




საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის
access_time2020-07-08 11:10:21
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. „ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია

 მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია
access_time2020-07-08 10:50:13
 „მთავრობა დიდად არც მანამდე გვეხმარებოდა, არც ახლა გვეხმარებიან, მათგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ“, - ამის შესახებ კომერსანტს ტურისტული სააგენტოს „Planet Georgia“ -ს დამფუძნებელი მალხაზ ცინცაძემ განუცხადა. ინდივიდუალური მეწარმე აცხადებს, რომ სეზონის ჩავარდნით დაახლოებით 10 000 დოლარი დაკარგა.   „ის ხალხი რომელიც ფრენების აღდგენას ელოდებოდა და ვარაუდობდნენ აგვისტო-სექტემბერში ჩამოსვლას ტურები გააუქმეს, რადგან...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up