გიგა ბოკერია - ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა შეცდომა დაუშვა - ადამიანებმა უნდა დაიცვან წესები და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი, ეს პირველ რიგში დავით ბაქრაძეს ეხება

გიგა ბოკერია - ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა შეცდომა დაუშვა - ადამიანებმა უნდა დაიცვან წესები და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი, ეს პირველ რიგში დავით ბაქრაძეს ეხება

access_time2021-04-20 15:30:00

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ოპოზიციონერების ჯგუფმა შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერით შეცდომა დაუშვეს.


როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეთანხმების დოკუმენტს დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩევნების მიმართ ნდობა უნდა აღედგინა, თუმცა არსებული მოცემულობით, ამის საპირისპირო სურათს ხედავენ.


„ჩვენი საერთო ამოცანა იყო უზარმაზარი ზიანის შემდეგ, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა მიაყენა, ამ შეთანხმებას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩევნების მიმართ ნდობის აღდგენისკენ გადაედგა ნაბიჯი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე როგორც არის ვითარება, ჩვენი გუნდი ამ შედეგს ვერ ვხედავთ, პირიქით საფრთხეს ვხედავთ, რაც ძალიან ცუდია. მიუხედავად ამისა, პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას, მჯერა, რომ უმრავლეს შემთხვევაში პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ეს გულწრფელი შეცდომაა. მაგრამ თუ ამ მძიმე შეცდომას აქეთკენ ბრალდებებით აპირებენ, ამას თავგასულობა და უტიფრობა ჰქვია. ამ მომენტისთვის, ოპოზიციის ამ ჯგუფმა შეცდომა დაუშვა.


ამ შეთანხმებას უნდა მოეხდინა გარდატეხა დემოკრატიული ინსტიტუტების და არჩევნების მიმართ ნდობის საკითხში. ის ფორმულა, რაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის შემოთავაზებული, არის არალეგიტიმური, არალოგიკური და რთულად ახსნადი. ეს იყო ჩვენი საერთო პოზიცია, რომ კატეგორიულად მიუღებელია ამ ტესტის გაკეთება, 43% რატომ უნდა წყვეტდეს? მოლაპარაკებების ბოლო ფაზაში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული გაურკვევლობა უნდა დასრულებულიყო, ეს პრობლემებს ქმნის, როდესაც მელიაც და რურუაც არიან ციხეში და „ოცნება“ აკეთებს განცხადებებს, რომ ყველა სხვა საქმეზე პოლიტიკურ დევნას გააგრძელებენ და იტოვებენ უფლებას, სხვები დაიჭირონ. მთელი ეს კონტექსტი არის არასახარბიელო ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის და აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიცია. ამას არ ცვლის ის, თუ რომელი ლიდერი და რომელი პარტია განაცხადებს თანხმობას ამ დოკუმენტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.



მან აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერისათვის ყოფილი თანაგუნდელი დავით ბაქრაძეც გააკრიტიკა. ბოკერიას თქმით, ადამიანებმა უნდა დაიცვან წესები და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი, რაც პირველ რიგში დავით ბაქრაძეს ეხება.


„ადამიანებმა უნდა დაიცვან წესები და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი. ეს ეხება პირველ რიგში დავით ბაქრაძეს. მას ჰქონდა აღებული ვალდებულება ამ პარტიის წინაშე და საჯაროდაც, რომ ბოიკოტის შემთხვევაში არ შედიოდა პარლამენტში. ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ პარტიული პოლიტიკიდან მიდიოდა, იმიტომ, რომ საკუთარი თავი ამოწურა, რაც ძალიან არაკორექტული ნაბიჯია მისგან. დანარჩენ კოლეგებს მოვუწოდებდი, რომ ასეთ დროს გააზრება მაინც მოეხდინათ რა ხდება, საუბარი მაინც ყოფილიყო და მერე მიეღოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.



IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up